x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
პრინცი ჰარი ძველი ფეხსაცმელების გამო გააკრიტიკეს
image

ჟურნალ 'Mirror" იუწყება, რომ სამეფო ოჯახის თაყვანისმცემლები პრინცი ჰარის ფეხსაცმელებმა გააღიზიანა, რომლებსაც პრინცი თითქმის ყველა ოფიციალურ შეხვედრაზე იცვამს.

საუბარია ყავისფერ ზამშის ფეხსაცმელებზე. მას შემდეგ რაც სასექსიის ჰერცოგი თავისი შვილის არჩის ნათლობაზე ძველი ფეხსაცმელებით მივიდა, სოციალურ ქსელ "ტვიტერში" მას დასცინეს. "შეხედეთ პრინცი ჰარის ფეხსაცმელს. მოდით, განვიხილოთ"- დაიწყო ერთ-ერთმა მომხმარებელმა. " ჰარის საერთოდ აქვს სხვა ფეხსაცმელი? ძალიან მოკრძალებულია პირველი ნათლობისთვის" - აიტაცა სხვამ. " ეს ხომ სხვა იგივენაირი კოსტუმი და ზამშის ფეხსაცმელია, როგორებიც ის, შვილის მსოფლიოსთვის გაცნობის დღეს რომ ეცვა?"- ირონია ვერ დამალა კიდევ ერთმა.


image



უფრო მეტად, ზოგმა პრინცი ჰარის სტილი დაიწუნა. "შავი წინდები ყავისფერ მოსაწყენ ფეხსაცმელზე. რა ჯანდაბაა" - აკრიტიკებდნენ ისინი.

"Mirror"-ის ცნობით, ჰარის ფეხზე ეს ფეხსაცმელი პირველად გასული წლის შემოდგომაზე შენიშნეს, როცა სასექსიის ჰერცოგმა განაცხადა, რომ ბავშვს ელოდებოდნენ. ამის შემდეგაც არაერთხელ ეცვა მაროკოში მეუღლესთან მოგზაურობისას, მაისის თვეში ბავშვის დაბადების შემდეგ პირველი ინტერვიუს დროს და ივლისში მის ნათლობაზე.

2018 წლის ოქტომბერში პრინცესა ევგენიასა და ღამის კლუბების მმართველის ჯეკს ბრიუსბენქის ქორწილში გახვრეტილი ფეხსაცმლით მივიდა პრინცი ჰარი. მაშინ ჰარის შავი ფრაკი, ლურჯი ჟილეტი, თეთრი პერანგი ლურჯი ჰალსტუხით და ზოლებიანი შარვალი ეცვა. განსაკუთრევბული ყურადღება კი მისმა შავმა ფეხსაცმელებმა მიიპყრო, რომლითაც პრინცი 850 სტუმრის წინაშე წარსდგა, მარცხენა ფეხსაცმლის ძირზე მათ მსხვილი ნახვრეტი შენიშნეს.

0
95
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0