x
image
მაია 24
"როცა გავთხოვდები, ყველაფერს მეუღლის მხრებზე დავდებ" - რას ამბობდა ჯანეტ ქერდიყოშვილი წლების წინ მომავალი მეუღლის შესახებ

image

"მის სა­ქარ­თვე­ლო 2011" ჯა­ნეტ ქერ­დი­ყოშ­ვი­ლი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ტელეწამყვან ნოე სულაბერიძეზე იქორწინა, წლების წინ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის თემაზე გაკეთებული ცნობილი განცხადებებით სკანდალში გაეხვა. განცხადებების გამო, სადაც ის ამბობდა, რომ მამაკაცის ღალატი უფრო დასაშვები იყო, ვიდრე ქალის, ჯანეტი ბევრმა ადამიანმა გააკრიტიკა და მოგვიანებით მას საკუთარი განცხადებების არაერთხელ განმარტებაც მოუხდა.



გთავაზობთ ამონარიდს წლების წინ ჟურნალ "გზისთვის" მიცემული სხვა ინტერვიუდან, სადაც ჯანეტ ქერდიყოშვილი მომავალი მეუღლის შესახებ საუბრობს:


"საქ­მე­ებს, ურ­თი­ერ­თო­ბებს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად ვუდ­გე­ბი. რო­დე­საც რო­მე­ლი­მე ბიჭი ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­წყე­ბას ცდი­ლობს და ზუს­ტად ვიცი, ამ ურ­თი­ერ­თო­ბას მო­მა­ვა­ლი არ ექ­ნე­ბა, ამას ეგ­რე­ვე ვაგ­რძნო­ბი­ნებ. ფლირ­ტი, კეკ­ლუ­ცო­ბა, თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის და­ნომრვა ჩემი სტი­ლი არ არის. სწო­რედ ამი­ტო­მაა, რომ ზო­გი­ერთს ქედ­მა­ღა­ლი ვგო­ნი­ვარ და იმა­შიც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არი­ან, რომ პრინცს ვე­ლო­დე­ბი.

image


შე­მიყ­ვარ­დე­ბა ის, ვინც ჩემ­ნა­ი­რი იქ­ნე­ბა. პირ­ველ რიგ­ში, უნდა იყოს ენერ­გი­უ­ლი, შრო­მის­მოყ­ვა­რე, სი­ცო­ცხლით სავ­სე. არ უნდა იყოს "ხე­ლით სა­ტა­რე­ბე­ლი". მე მისი იმე­დი უნდა მქონ­დეს ნე­ბის­მი­ერ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, ჩემ­თვის მყა­რი საყ­რდე­ნი უნდა იყოს. სიყ­ვა­რუ­ლი არ არის გრძნო­ბა, რო­მე­ლიც "თავს და­გე­ცე­მა" და მერე სულ შენ­თან იქ­ნე­ბა. მას გაფრ­თხი­ლე­ბა სჭირ­დე­ბა.


image


რაც გა­ვი­ზარ­დე, მივ­ხვდი, რომ სიყვარული გო­ნე­ბი­დან მო­დის. ერთი ნახ­ვით შეყ­ვა­რე­ბის არ მჯე­რა. ქმრის­გან რა­ღაც უნდა ვის­წავ­ლო. ოჯახ­ში რო­გორ კომ­ფორ­ტსაც მამა და ძმა მიქ­მნი­ან, მათ­ნა­ი­რი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი მჭირ­დე­ბა. მე არ უნდა ვი­ნერ­ვი­უ­ლო იმა­ზე, ხვალ სად ვი­მუ­შაო, რომ შვი­ლებს საკ­ვე­ბი არ მო­აკ­ლდეთ. შე­საძ­ლოა, ვი­ღა­ცამ იფიქ­როს, - ბიჭი ფუ­ლი­ა­ნი თუ არ იქნა, არ გაჰ­ყვე­ბაო, მაგ­რამ და­სა­წყის­ში ყუ­რა­დღე­ბა შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა­ზე, ენერ­გი­უ­ლო­ბა­ზე სწო­რედ იმი­ტომ გა­ვა­მახ­ვი­ლე, რომ მდი­დარ საქმროს არ ვე­ძებ", - ამბობდა ჯანეტი.

image


ნოე სულაბერიძის მეუღლე პროფესიით დიზინერია. 2 წლის წინ მილანში სწავლისას ჩაწერილ ინტერვიუში მომავალ მეუღლესთან დაკავშირებით, ჯანეტმა კიდევ ერთი საინტერესო რამ თქვა:


"მინ­და პირ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბა ევ­რო­პა­ში მქონ­დეს. ჯერ­ჯე­რო­ბით ლონ­დონ­ში და­ვამ­თავ­რებ მა­გის­ტრა­ტუ­რას, მე ვიცი რო­გორ შევ­ქმნა პრო­დუქ­ტი, მაგ­რამ არ ვიცი რო­გორ გავ­ყი­დო ის, ამი­ტომ მარ­კე­ტინ­გის კუ­თხით ვის­წავ­ლი. შემ­დეგ სტაფს შევ­კრავ და მო­ვა­წყობ ჩვე­ნე­ბას. სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვი იქ­ნე­ბო­და ეს ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ არ მინ­და ჩემი ბრენ­დი "მეიდ ინ ჯორ­ჯი­ას" სა­ხე­ლით გა­ვი­დეს მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე. მე ყველ­გან ვამ­ბობ, რომ ქარ­თვე­ლი ვარ, მაგ­რამ "მეიდ ინ ჯორ­ჯია" რომ ვიყო მო­დის სფე­რო­ში, ეს ნამ­დვი­ლად არ მინ­და.image


- გაქვს ამის­თვის სა­ჭი­რო ფი­ნან­სე­ბი?

- ამ ყვე­ლა­ფერს 200-250 000 ევრო სჭირ­დე­ბა, ჩემ­მა ძმამ ახლა და­ამ­თავ­რა სწავ­ლა და ამი­ტომ მა­მა­ჩე­მის შე­წუ­ხე­ბა მე­რი­დე­ბა. ამი­ტომ როცა გავ­თხოვ­დე­ბი, ყვე­ლა­ფერს მე­უღ­ლის მხრებ­ზე დავ­დებ".


imageimage

ასევე დაგაინტერესებთ:


"საქართველოში გაგებაში არ იყვნენ, 96 წელს გავიკეთე ამერიკაში ბოტოქსი" - დალი ჩიტალაძე სტილისა და თავის მოვლის საიდუმლოებებზე (+ფოტოები)


ლიზა ყენიას ნახევრადშიშველი ფოტოები - მომღერლის 15 ფოტოკოლაჟი, რომელიც ფანებს "სუნთქვას შეუკრავს"


ვასო ფხაკაძის ულამაზესი მეუღლე და შვილები - იუმორისტისა და მოდელის ოჯახური იდილია (+17 ფოტოკოლაჟი)


ჩემს შვი­ლებს სოფ­ლის პრო­დუქ­ტე­ბი, ცხე­ნე­ბით ჯი­რი­თი და ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი ძა­ლი­ან უყ­ვართ - სად და როგორ ისვენებს მერის ოჯახი


"ჩვენი ამბავი, თითქოს სახლში დაბრუნებას ჰგავს, ბავშვობაში" - ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის სიყვარულის ამბავი და ფოტოები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან

1
513
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
513
  
14 ივლისი, 23:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1