x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
რატომ "აპატია" პუტინმა საქართველოს?-- რას წერს რუსი ბლოგერი ალექსეი რომანოვი
image
"ვლადიმირ პუტინმა მოგვიწყო არნახული სიკეთის და ზეადაამიანური გულისხმიერების ატრაქციონი. მთავარი სახელმწიფო არხის პირდაპირ ეთერში, იმასთან დაკავშირებით, რისთვისაც რუსეთში ციხეში სვამენ, გამოვიდა და განაცხადა: “კარგით რა, შეეშვით, ქართველი ხალხის პატივისცემის გამო, ამას ყურადღებას არ მივაქცევ.“ როგორ? ის არ აღმოჩნდა ისეთი, როგორციც ჩვენ ვიცნობდით? აღმოჩნდა, რომ ის ბოღმა არაა და მიმტევებელია? ჯერ კიდევ გუშინ წინ ხომ იმუქრებოდნენ, რომ აი, თქვენ გაჩვენებთ სეირს, მარტო ფრენებს კი არა, ღვინოს და წყალსაც ავკრძალავთ და ომით იმუქრებოდნენ. ახლა კი პუტინთან ერთხმაში მღერის ყველა : „კარგით რა, ქართველები კარგები არიან, ღმერთი მათკენ, ვის არ შეშლია.“ პუტინს რუსი ხალხის პატივისცემით რომ გაეკეთებინა თუნდაც რამე, კიდევ ხო... აი, ქართველების პატივისცემის გამო აკეთებს.

რატომ არ გაბრაზდა ვლადიმირ პუტინი ამაზე რამდენიმე ვერსიაა. პირველი არის ის, რომელსაც რუსული მედია ავრცელებს, ისინი აღფრთოვანებულები არიან მისი სულგრძელობით.

-დიდებულო პუტინო, როგორი მიმტევებელი ხარ, განდი ხარ, განდი!“. ამისი ცოტა ვინმეს თუ სჯერა.

მეორე ვერსია, მაინც რატომ არ მიიღო არავითარი ზომები? ეს ხომ ხუმრობა არ იყო, რაც ამ ქართველმა ჟურნალისტმა გაბედა? ეს ხომ საზღვრებს სცდება? ადამიანებმა, რომლებიც კავკასიაში ცხოვრობენ, იციან რა დამოკიდებულებაა დედასთან.


ამ ადამიანმა ეს ყველაფერი გააკეთა, მოგვწონს თუ არა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიმბოლოა. ეს იგივეა, რომ დროშა გათელო. ამათმა კი ყურადღება არ მიაქციეს და არავითარი ზომები არ მიიღეს. არსებობს აზრი, რომ პუტინი გურმანია და მისთვის შურისძიება არის კერძი, რომელიც ცივად უნდა მიირთვა. მაგრამ ამის დაჯერებაც რთულია, რადგან საქართველოსთან მიმართებაში ასეთ კულინარიულ დახვეწილობაში შემჩნეული არაა.

ის იქცეოდა ასე - „რაღაც ისე ვერაა?! აი მიიღეთ პასუხი!“. მაგალითად, ვიღაც გავრილოვი გააბრაზეს და მეორე დღეს ფრენები შეწყვიტეს. ვერსია, რომ ვლადიმირ ვლადიმიროვიჩს ახლა არ აქვს შესაძლებლობა, რომ შური იძიოს, ისე როგორც მას სურს და მომენტს ელოდება, რეალობას ვერ შეესაბამება.

მე მაქვს ჩემი ვერსია, რატომ არ გაბრაზდა პუტინი. იმიტომ რომ - ახლა ის არ უნდა გაბრაზდეს, რადგან რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის, ნუ შეიძლება ითქვას, ქართულ და რუსულ რაღაც ძალებს შორის, დიდი სერიოზული გარიგებაა შემდგარი და პუტინისთვის დამახასიათებელმა წყენამ, სანქციებით და ასე შემდეგ,

შესაძლოა ეს რუსეთისთვის, პუტინისთვის თუ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სერიოზულ გადაწყვეტილებებს იღებენ, ეს მნიშვნელოვანი გარიგება ჩაშალოს. როგორც ამბობენ „მხოლოდ ბიზნესი, არაფერი პირადული.“ ანუ რაღაც მნიშვნელოვანი სარგებლის გამო შესაძლოა მოითმინო, ისიც თუ სახეში შეგაფურთხებენ. რა გარიგება იყო ეს და ამ გარიგების ფარგლებში რა შეთავაზება შეიძლება ქონოდათ საქართველოს მიმართ, ეს მეტნაკლებად გასაგებია, ესაა ავიამიმოსვლის აღდგენა და ვიზების გაუქმება. რისი მიღება შეეძლება რუსეთს საქართველოსგან, ამაზე ცოტა გვიან.

რატომ მგონია რომ გარიგებაა შემდგარი? დავაკვირდეთ, რა ხდება ქართულ საზოგადოებაში. საქართველოში ახლა კეთდება ყველაზე მნიშვნელოვანი, ისტორიული არჩევანი, კულტურული და ცივილიზაციური გზით წავა ქვეყანა.

ეს იქნება დასავლური გზა, ადამიანის უფლებების დაცვა, კერძო საკუთრების პატივისცემა, მოქალაქეების მიერ კონტროლირებადი სახელმწიფო - მთელი ამ ნაკრებით, თუ სხვა მხარე, საზოგადოების ის ფორმატი, რომელიც გვახსოვს გვიანი საბჭოთა კავშირდან. ამას არ დავარქმევ პრო-რუსულს. შესაძლოა რუსეთი ამას ყველაზე მეტად განასახიერებდეს. რა ახასიათებს მას, ადამიანი კომფორტულად გრძნობს თავს, აქ შეგიძლია თავს დასავლელებისთვის წარმოუდგენელი ინფანტილიზმის უფლება მისცე, მის მაგივრად გადაწყვეტილებას სხვა იღებს.

როდის წახვიდე სკოლაში, რა ისწავლო, როგორი ჰალსტუხი გაიკეთო, როგორ წახვიდე ჯარში, რას ფიქრები იფიქრო, რა წიგნები იკითხო... აი გვიანი საბჭოთა მოდელი და დასავლური მოდელი, მისაღებია გადაწყვეტილება, საით წახვიდე. აქამდე საქართველოში ეს არჩევანი, მკვეთრი, ძლიერი პოლიტიკოსების ძალით კეთდებოდა.

მოვიდა შევარდნაძე და შეეცადა შერიგებოდა რუსეთს, ის მაინც საბჭოთა ნიმეკლატურის პოლიტიკოსი იყო, შევარდნაძის შემდეგ მოვიდა სააკაშვილი და „ცეცხლით და მახვილით“ იბრძოდა ცხოვრების დასავლური მოდელის დასანერგად. „ცეცხლის და მახვილის“ 21-ე საუკუნის ვარიანტი განხორციელდა საქართველოში და ქვეყანა მიქაჩეს დასავლური მოდელისკენ. ყველაფერში, გზების ხარისხით დაწყებული, ადამიანების ურთიერთობით დამთავრებული. ეს მოხდა ძალით. შესაძლოა მთელ საზოგადოებას არც უნდოდა ეს, მაგრამ უჯიკეს. ამ დასავლურ ჩარჩოებში ძალით მოქცევის გამოც არ უყვარს ბევრს სააკაშვილი.

ახლა საქართველოში არც ხელისუფლებაში და არც ოპოზიციაში არაა ფიგურა, რომელიც ახლოს მაინც იქნებოდა სააკაშვილთან, თავისი შესაძლებლობებით, ქარიზმით, და დღეს ამ არჩევანს დასავლეთსა და გვიანსაბჭოეთს შორის აკეთებს საზოგადოება, პოლიტიკოსების გარეშე.

საქართველოში ამ მხრივ ასაკობრივი განსხვავება ძალიან მკვეთრია, უფროსი თაობა, 40-ს ზემოთ, არის ამ გვაინსაბჭოთა მოდელის მხარეს, თავისებურად მყუდრო, თავისებურად კომფორტულის მხარეს, ცხოვრების იმ წესის მხარეს, რომელშიც მათი ცხოვრების ძირითადი ნაწილი, ახალგაზრდობა გაატარეს. ახალგაზრდა თაობა კი, შესაძლოა მიშას რეფორმების გამო, შესაძლოა იმის გამო, რომ დასავლეთი მათთვის უფრო ახალგაზრდული და მოსაწონია, დასავლეთის მხარესაა. ახლა ახალგაზრდებს და უფროსებს შორის ეს გაყოფა არსებობს. იქაც და იქაც ყოფნა მითია, აქეთ საბჭოთა „ოქროს საუკუნეა“, იქით მომავალი „ნათელი მეფობა“ დასავლეთის. როგორაა დაკავშირებული ეს ახლა მიმდინარე მოვლენებთან.

ახლანდელი ხელისუფლება, მორალურად, კულტურულად უფრო აქეთაა - გვიანი საბჭოეთისკენ, რიტორიკა კი პროდასავლური ერგოთ, რომ ნატოში და ევროკავშირში უნდა შევიდნენ. ხალხი ხედავს, რომ ხელისუფლება იძახის, რომ დასავლეთში სურს, მაგრამ თავი საბჭოეთისკენ აქვს მიბრუნებული, რუსეთისკენ, რომელიც ამას განასახიერებს. ეს განხეთქილება თანდათანობით შესაჩნევი ხდებოდა, სიტყვით ერთს ვამბობთ და ვაკეთებთ მეორეს. ეს ფარსი იგრძნო ახალგაზრდობამ და შეეწინააღმდეგა ამას.

რუსეთი ნამდვილად ოკუპანტია და ოკუპანტი იყო წლების წინაც, მაგრამ ამაზე საუბარი გააქტიურა ახალგაზრდობამ იმის გამო, რომ იმის თქმით, რომ რუსეთი ცუდია, საზოგადოებას დააშორებს ამ გვაინსაბჭოთა მოდელს, რომელსაც რუსეთი განასახიერებს. ის პოლიტიკური ძალები, რომელთაც ამ მოდელში ცხოვრება არ უნდათ, მათ არ უნდათ საბჭოეთი, თუ შენ მოგწონს რუსეთი, ე, ი საბჭოეთი გინდა. ჩვენ ნამდვილად საბჭოეთი ვართ, ავტორიტარული. ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ხელისუფლება წინააღმდეგი არ იქნებოდა, რომ ასეთ მოდელში ყოფილიყო.

ივანიშვილი, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ყველაფერს მართავს, ის რუსი მილიარდერია, იქ იშოვა თავისი მილიარდები 90-იანებში, ერთი სისხლის არიან. მისთვის უფრო ადვილი გასაგებია რუსული მოდელი, როგორც ჩანს ბოლო წლებში იპოვეს საშუალება, რომ მიუახლოვდნენ რუსეთს და ამასთან ქონდეთ დასავლური რიტორიკა. იპოვეს ხერხი, როგორ იცხოვრო რუსულად და შეინარჩუნო პროდასავლური რიტორიკა.

რაც შეეხება გარიგებას, რა გააკეთეს? არ ვიცი, ალბათ მოილაპარაკეს, ნაკლებ შესაძლებალია ეს სამხედრო გეოპოლიტიკაა, ნაკლებშესაძლებელია, რომ მივიდნენ და უთხრეს, რომ ჩვენ ევრაზიულ კავშირში შევდივართ, ეს შეუსაბამოა საქართველოსთვის. შესაძლოა ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა „რუს“ ინვესტორებს დაუთმეს, ასე ვთქვათ იმ ინვესტორებს, რომლებიც ჩვენი ხელმძღვანელობის „ხალხია“- ეს შესაძლოა. შესაძლოა, ეს პორტი, რომელსაც შეუძლია ყველაფერი შეცვალოს ამ რეგიონში, იყო ამის ფასი. შესაძლოა ეს იყო გარიგება, რომლის ჩაშლაც რუსეთს არ უნდა.

ეს ხანგრძლივი აქცია“რუსეთი ოკუპანტია“, ის რაც მოხდა 20 ივნისს და ის, რაც თქვა ტელეწამყვანმა, მე ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ექსპრომტი არ იყო, ეს არ ყოფილა ემოციების ამოფრქვევა, ეს იყო გათვლილი და შესრულებული ქმედება. მათ უნდოდათ პუტინის და რუსეთის ხელისუფლების პროვოცირება, მიზანი იყო რომ არ დაეშვათ თავისი ხელისუფლების რუსეთთან დაახლოება. დიახ, ეს კლასიკური პროვოკაციაა. მიაღწიეს თუ არა თავის მიზანს ქართველმა პროდასავლელებმა, არ ვიცი. ჩვენი რუსი ჩინოვნიკების კმაყოფილი გამომეტყველების შემხედვარე, შესაძლოა ისინი პირადად პუტინზე მეტად იყვნენ დაინტერესებულები ამ გარიგებით, ვფიქრობ გახარებულები არიან, რომ პუტინმა დაუჯერა.

შორეულ პერსპექტივაში აუცილებლად პროდასავლელები გაიმარჯვებენ, ამაში ეჭვიც არ მეპარება. საბჭოთა ცხოვრების წესი მაინც წარსულია და მისი დასრულება დროის საკითხია, საქართველო დასავლური საზოგადოების წევრი გახდება, რაც შეეხება რუსეთს, ადრე თუ გვიან ჩვენც იგივეს გადატანა მოგვიწევს, რაც ახლა საქართველოში ხდება, მოდი დავაკვირდეთ და ვისწავლოთ. საქართველოს ყველაფერი კარგად ექნება, რუსეთი იქნება თავისუფალი." - ამბპბს ბლოგერი

0
526
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
526
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0