x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ქართული ღვინო კი ეთერის შემდეგ რედაქციაში დავლიეთ"-დარია პოლიგაევა
image

სამშაბათს ტელეკომპანია "Дождь" - ის წამყვანი დარია პოლიგაევა ეთერში მაგიდაზე შემოდგმული ქართული ღვინით გავიდა, ეს იყო დღე, როდესაც რუსეთში უკვე განიხილავდნენ ქართული ღვინის და მინერალური წლის აკრძალავას, ტელეარხის გუნდმა ამ გზით დააფიქსირა საკუთარი პოზიცია.


"მსურდა გამომეხატა სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ, არ იყო სასურველი 2006 წლის ატმოსფეროს დავბრუნებოდით, როდესაც რუსეთმა პირველად აკრძალა ქართული ღვინო, თუმცა მაინც არ ვთვლი, რომ ეს იყო რაღაც დემარში, საკუთარ გადაცემებში ვცდილობ მოვლენების შეფასებაში ზომიერება გამოვიჩინო" -განუცხადა BBC- ის კორესპონდენტს დარიამ.


პოლიგაევა არ ფიქრობდა იმ მომენტში თუ რა რეაქცია მოყვებოდა მის ამ ნაბიჯს, თუმცა სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა.



"არავითარ რაიმე განსაკუთრებულ რეაქციას არ ველოდი.დილით დამავიწყდა კიდეც ეთერში გატანილი ბოთლი ღვინო, მაგრამ "ფეისბუქზე" უცებ მეგობრობას მიგზავნიდნენ ქართველები, ხოლო "ინსტაგრამზე"საქართველოს მაცხოვრებლები მადლობას მიხდიდნენ და საქართველოში დასასვენებლად მეპატიჟებოდნენ, ქართულმა პრესამ დაწერა თურმე ჩემი ეთერის შესახებ, ძალიან მესიამოვნა!საქმე იმაშია, რომ მე საქართველოში არ ვარ ნამყოფი, ამიტომ როდისმე სიამოვნებით ჩავალ იქ!ღვინო კი ეთერის შემდეგ რედაქციაში დავლიეთ"-აღნიშბა დარიამ.

0
38
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0