x
image
თორ ნიკე
Mediator image
უცხოპლანეტელების 170 საუკუნის წინანდელი გამოსახულებები ალჟირში
უცხოპლანეტელების 170 საუკუნის წინანდელი გამოსახულებები ალჟირში


ალჟირში, საჰარას უდაბნოს ვრცელ ტერიტორიებზე, კერძოდ ტასილიში მდებარეობს "ტასილი ნაჯერი", რაც ნიშნავს მდინარეების პლატოს, და აქ მდებარეობს ტასილის მღვიმეთა სისტემა, სადაც ჩრდილოეთ აფრიკაში მცხოვრები მონადირე-შემგროვებლები, დღევანდელი ბერბერების წინაპრები, დიდი ხნის განმავლობაში მოსახლეობდნენ და თვითგადარჩენის მცდელობების გარდა, ეწეოდნენ შემოქმედებით საქმიანობასაც. საქმე იმაშია, რომ ტასილის მღვიმეები ცნობილია თავისი ძალიან ლამაზი, პრეისტორიული მხატვრობის ნიმუშებით, რომელიც შესრულებულია მღვიმეების კედლებზე და დათარიღებულია ძვ.წ. 15, 000 წლით. "უახლესი" ნიმუშები კი დათარიღებულია ძვ.წ. 10, 000 წლით. (Cave paintings of Tassili). ტერიტორია ძალიან დიდია და მოიცავს იმაზე დიდ ტერიტორიას, ვიდრე რევანდელი საქართველოა - 72, 000 კვადრატულ კილომეტრს. ეს არეალი დაცულია "იუნესკო"-ს მიერ, როგორც კაცობრიობის კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნიმუში.


უცხოპლანეტელების 170 საუკუნის წინანდელი გამოსახულებები ალჟირში


აქ აღმოჩენილია და კატალოგში შეტანილია უკვე 5000-ზე მეტი უძველესი კედლის მხატვრობის ნიმუში. აღსანიშნავია, რომ მკვლევარები აცხადებენ, რომ ბევრად მეტი უნდა ყოფილიყო მათი რაოდენობა წარსულში, მაგრამ დრომ თავისი გააკეთა და უმეტესობა წაიშალა ეროზიის პროცესში. პრეისტორიული "ალჟირელი" მხატვრები, ისევე როგორც ყველა სხვა რეგიონში მცხოვრები ამ პერიოდის მონადირე-შემგროვებლები ხატავდნენ იმას, რასაც ხედავდნენ, იქნებოდა ეს სხვადასხვა ცხოველი, ნადირობის სცენები თუ მეტეორიტის ჩამოვარდნა ან სხვადასხვა თანავერსკვლავედი ღამის ცაზე.



უცხოპლანეტელების 170 საუკუნის წინანდელი გამოსახულებები ალჟირში


მაგალითად ტასილის მღვიმეებში გამოხატულია უამრავი ჟირაფი, ჰიპოპოტამი, ალიგატორი, სპილო, სირაქლემა და სხვა იმ რეგიონში და იმ პერიოდში გავრცელებული ცხოველი, ფრინველი და თავად მათზე მონადირე ადამიანები სრულიად ჩვეულებრივ და არაფრით გამორჩეულ ფორმაში. უიშვიათესია ამ დროში დაეხატათ ისეთი რამ, რაც არარსებული იქნებოდა და წარმოადგენდა ვინმეს წარმოსახვის ნაყოფს.


უცხოპლანეტელების 170 საუკუნის წინანდელი გამოსახულებები ალჟირშიუცხოპლანეტელების 170 საუკუნის წინანდელი გამოსახულებები ალჟირში


ვინაიდან ეს ცნობილია არქეოლოგებისთვის, მეტად გასაკვირი აღმოჩნდა ის, რომ იმ დროისთვის სტადარტულ ნახატებთან ერთად მღვიმეში აღმოჩნდა უამრავი ნახატი, სადაც გამოსახულია არანორმალური ფორმის ჰუმანოიდები, ჩაცმულნი ისეთ ტანსაცმელში, რომელიც ძალიან ჰგავს დღევანდელი ასტრონავტების ეკიპირებას. გამოსახულებებზე ჰუმანოიდებს აქვთ ასევე თავსარქმელი, რომელიც ფარავს მთელ თავს ისე, როგორც სკაფანდრი და შეკრულია ყელთან. ზოგიერთ გამოსახულებაში ამ სკაფანდრებს აქვთ ანტენებიც. სწორედ იგივენაირი გამოსახულებებია ნაპოვნი მსოფლიოს უამრავ რეგიონში და თითქმის იგივე პერიოდში. ზოგიერთი ასეთი ჰუმანოიდის უკანა ფონზე მიხატულია ცაზე მოლივლივე თეფშის ფორმის აპარატები.


უცხოპლანეტელების 170 საუკუნის წინანდელი გამოსახულებები ალჟირში



სტატიები ამავე თემაზე:


1. პარანორმალური მოვლენები (26 სტატია)

2. "ამო"-ს 150 საუკუნის წინანდელი გამოსახულება საფრანგეთში

3. ამოუხსნელი "მოცეკვავე ჭირის" ეპიდემია შუა საუკუნეების ევროპაში

4. ზონა 51

5. უცხოპლანეტური აგებულების მუმია პერუში



კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. იბერო-კავკასიური კულტურები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. მეცნიერება

9. რელიგია



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
254
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
254
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0