x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ჯანმრთელობისთვის ყველაზე საშიში ფაფები
image


ბავშვობიდან მიგვაჩვიეს, რომ დილაობით ფაფა უნდა გვეჭამა. ითვლება, რომ ფაფა ძალას და ენერგიას გვმატებს, მაგრამ ახალი ტექნოლოგიების გამოჩენის და წარმოების გაიაფების გამო, ზიგიერთი ფაფა შეიძლება ძალიან საშიში იყოს. ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, დასახელდა ის ბურღულეულები, რომელთანაც ფრთხილად უნდა ვიყოთ.


მანის ფაფა

ბავშვობაში არავის უყვარდა ეს არც თუ ისე სასიამოვნო გემოს მქონე მანის ფაფა, აღმოჩნდა რომ არა უმიზეზოდ. მას არანაირი სარგებლობა არ მოაქვს, რადგანაც მასში ბევრია სახამებელი და ცოტა ცილები. გარდა ამისა მანის ფაფა შეიცავს გლუტეინს, რომელიც საშიშია ბავშვებისთვის. ალერგიისადმი მიდრეკილებას ზრდის და ხელს უშლის რკინისა და D ვიტამინის შეთვისებას, რაც საბოლოოდ ჯანმრთელობაზე და განწყობაზე აისახება.




ბრინჯის ფაფა


სასრგებლო ბრინჯი ყველას საშის ფაფებს შორის აღმოჩდა. მაგრამ საუბარია მხოლოდ დაღერღილ თეთრ ბრინჯზე, სხვა სახეობები საშიშად არ ითვლება. მთავარი საშიშროება მდგომარეობს იმაში, რომ დაღერღვის დროს ბრინჯიდან გამოდის სასარგებლო ნივთიერებები და ვიტამინები, საბოლოოდ კი რჩება სახამებელი. სპეციალისტები გვირჩევენ მუქი ფერის ბრინჯის არჩევას, მასში ბევრია ვიტამინი В, ფოლის მჟავა და მარგანეცი.



შვრიის ფაფა


გასაკვირია, მაგრამ ეს ყველაზე გავრცელებული ფაფა ამავე რეიტინგში აღმოჩნდა. ის საშიშად დიეტოლოგებმა მიიჩნიეს. ითვლება რომ შვრიის ფაფა ორგანიზმმა უნდა მიიღოს, რისთვისაც აუცილებელია ბალანსირებული კვება. შვრიის ფაფა შეიცავს ცოტა ცილებს და დიდი რაოდენობით კალორიებს. მიღებულია შვრიის ფაფის ჭამა ხილთან ერთად, თუმცა აღმოჩნდა, რომ ყველა ხილი სასარგებლო არაა. მაგალითად კალორიული ბანანი ზედმეტად კალორიულს ხდის ფაფას. გარდა ამისა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ შვრიის ფაფა ახალ ფიტომჟავას შეიცავს, რომელიც ხელს უწყობს ძვლებიდან კალცის გამოდევნას.





0
242
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
242
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0