x
მეტი
  • 21.08.2019
  • სტატია:93742
  • ვიდეო:342185
  • სურათი:455939
ასე გამოიყურება სუბმარინა "კომსომოლეცი" 30 წლის შემდეგ ნორვეგიის ზღვაში 1600 მეტრის სიღრმეზე

image ნორვეგიის საზღვაო კვლევების ინსტიტუტმა წარმოადგინა უნიკალური კადრები საბჭოთა ატომურ წყალქვეშა ნავზე, "К-278 კომსომოლეცი", რომელიც 30 წლის წინ 1989 წლის 7 აპრილს ჩაიძირა.
როგორც აღნიშნულ ინსტიტუტში განაცხადეს 10 ივლისს, სამეცნიერო-კვლევითი გემი "GO Sars"-ი მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც ჩაიძირა საბჭოთა სუბმარინა. გემის ეკიპაჟმა სპეციალური ტექნიკის დახმარებით გამოიკვლის სუბმარინა საფუძვლიანად, მათი განცხადებით სუბმარინას ჩაძირვის დღიდან ასე საფუძვლიანი კვლევები არ ჩატარებულა "კომსომოლეცზე". მეცნიერებმა აიღეს წყლის, გრუნტის და იმ ორგანიზმების, რომლებიც სუბმარინას ჩაძირვის ადგილზე იმყოფებიან. ასევე ნორვეგიელებმა დააფიქსირეს რადიაციული გაჟონვა სუბმარინას ატომური რეაქტორიდან.
ნორვეგიული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თქმით, კვლევითი ინსტიტუტის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით სუბმარინას ჩაძირვის ადგილზე რადიაციული ფონი ნორმაზე ათასჯერ მეტია. სუბმარინას ბორტზე ჯერ კიდევ იმყოფება ატომური რეაქტორი და საბრძოლო მასალები.
"685" პროექტის ატომური სუბმარინა К-278 კომსომოლეცი" წყალში ჩაუშვეს 1983 წელს. 1989 წლის 7 აპრილს სუბმარინა, რომელიც ნორვეგიის ზღვაში იმყოფებოდა, ერთერთ ნაკვთურში გაჩენილი ხანძრის შედეგად ჩაიძირა და ზღვის ფსკერზე 1600 მეტრის სიღრმეზე დევს. სუბმარინაზე მომხდარი კატასტროფის შEდეგად 42 მეზღვაური დაიღუპა, 27-მა კი სუბმარინადან ამოსვლა მოასწრო.
imageimageimageimageimage





0
156
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
156