x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ძვირფასო ხელისუფლებავ გაბუნია დახვრიტეთ, ჩამოახრჩეთ ან 315-ე მუხლით დაიჭირეთ" - მარიამ გაფრინდაშვილი გიორგი გაბუნიაზე

image


სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"- ის ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსა და კერძოდ, გიორგი გაბუნიას გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში ეხმაურება, კორესპონდენტი ხელისუფლებას გაბუნიას საგანგებო "დასჯისკენ" და ზოგადად, არხის დაუყონებლივ "დახურვისკენ" მოუწოდებს, რათა ქვეყანამ რუსული მხარის კეთილგანწყობა როგორმე, კვლავ მოიპოვოს და ამით პოტენციური ომი თავიდან აიცილოს: "ამდენი გულანთებული მონა... ძვირფასო ხელისუფლებავ გაბუნია დახვრიტეთ, ჩამოახრჩეთ ან 315-ე მუხლით დაიჭირეთ, ასევე "რუსთავი2"-ი დახურეთ და იქნებ ომი ავიცილით თავიდან. იქნებ პუტინი შეგვირიგდეს ..გავრილოვსაც დავუგოთ ისევ ფიანდაზი ამჯერად მთავრობის ადმინიტრაციაში და იქნებ ტერიტორიების 20% დაგვიბრუნოს ერთმორწმუნე რუსეთმა...გამოხატვის ფორმა და ადგილი იყო ძალიან ცუდი, უკიდურესად ცუდი...თუმცა გაბუნიამ თქვა ის რასაც ყველა თავმოყვარე ქართველი ფიქრობს მათ შორის მეც. ჩემი აზრით როგორც "საგანგებოდ "მობილიზებული ორკები "რუსეთავი2"-ის შენობასთან და ხელისუფლების მყისირი საგანგებო მუქარის შემცველი განცხადებები არხის მიმართ აზიანებს ამ ქვეყნის ინტერესებს და აბედნიერებს ოკუპანტს ისე არაფერი.!".
#რუსეთიოკუპანტია
#რუსეთიმკვლელია





0
281
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
281