x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134345
  • ვიდეო:352355
  • სურათი:508425
,,შეწყდეს ,,ხალხის დაშინება“ და მათ თავისუფალი გადაადგილების უფლება მიეცეთ ჩერნობილის ტერიტორიაზე"
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის შესაბამისად ტურისტებისათვის ე.წ. მწვანე დერეფანი იქმნება ჩერნობილის მოსანახულებლად. სახელმწიფო მეთაურის განცხადებით, მოვიდა დრო, შეწყდეს “ხალხის დაშინება“ და მათ თავისუფალი გადაადგილების უფლება მიეცეთ ჩერნობილის ტერიტორიაზე, რომელსაც უკრაინელი ხალხისთვის, უდიდესი სიმბოლური დატვირთვა აქვს.image

ზელენსკი მიიჩნევს, რომ ჩერნობილის ტურისტულ ზონად ქცევა, მნიშვნელოვნად გაზრდის ეკონომიკას და რომ მისი მონახულების უფლება უნდა ჰქონდეს ყველას: მეცნიერებს, გარემოს დამცველებს, ისტორიკოსებს და სხვა დაინტერესებულ ტურისტებს. მან აღნიშნა, რომ უნდა მოისპოს კორუფციული გარიგებები ჩერნობილის ტერიტორიაზე ტურისტების უკანონოდ გადაყვანის კუთხით და ეს უნდა დარეგულირდეს სახელმწიფოს მიერ.


10 ივლისს ოფიციალური გახსნით წარადგინეს ჩერნობილის მეოთხე რეაქტორისათვის აშენებული 1.5 მილიარდი ევროს ღირებულების კონსტრუქცია, რომელმაც უნდა დაიცვას რადიოაქტიური სარკოფაგები, რათა სახიფათო ნივთიერებებმა ბუნებაში გაფრქვევა ვერ მოახერხონ.

image


შეგახსენებთ, რომ ტრაგედია 1986 წლის 26 აპრილს, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის ავარიას უკავშირდება, რომელმაც 50 ათას კვადრატულ მეტრზე დააბინძურა გარემო. აღნიშნული გაფრქვევა დაახლოებით იგივე იქნებოდა, ჰიროსიმაზე 500 ატომური ბომბი რომ ჩამოეგდოთ 1945 წელს.


აღსანიშნავია, რომ რადიოაქტიურმა ღრუბელმა დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპაც მოიცვა.

imageimageimageimage



მას მერე, რაც HBO-ს სერიალი ჩერნობილი გამოვიდა ტელეეკრანებზე, აღნიშნულ ზონაში, ტურისტთა რაოდენობა 30%ით გაიზარდა.

image

0
203
1-ს მოსწონს
ავტორი:თამთა არჩვაძე
თამთა არჩვაძე
203
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0