x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134379
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
საზოგადოებაში წიგნიერების დეფიციტთან ერთად აპათიის და ნიჰილიზმის ნიშნებიც შეინიშნება

image ვფიქრობ, არავისთვის წარმოადგენს სიახლეს, თუ როგორ დაეცა წიგნიერების დონე საქართველოში.
წიგნიერება დიპლომების ქონით რომ არ განისაზღვრება, ესეც იცით ჩემზე კარგად.
ხშირად ვხვდები სიტუაციაში, როცა ამა თუ იმ თემაზე წამოჭრილ განხილვაში უმაღლესი განათლების მქონე ადამიანი ისეთ უაზრობას იტყვის თემასთან დაკავშირებით, თავადვე მრცხვენია და იქაურობას ვეცლები, რადგან "კედლისათვის ცერცვის შემყრელის" როლი არც მიზიდავს და არც მხიბლავს.
უწიგნურობიდან მოდის უამრავი ბოროტება, წიგნიერი ადამიანი სანამ რამეს მოიმოქმედებს ან იტყვის, ბევრჯერ დაფიქრდება, როცა უწიგნური ეგრევე წამოროშავს ხოლმე დაუფიქრებლად მორიგ უაზრობას.
თბილისში ერთ-ერთი ტელევიზიის ჟურნალისტი ეკითხება სტუდენტ გოგონას: როგორ ფიქრობთ დათა თუთაშხია იმსახურებს თუ არა მთაწმინდაზე დასაფლავებასო?
სტუდენტი გოგონა დაუფიქრებლად პასუხობს: კი, კეთილი კაცი იყო, ხალხზე ზრუნავდა და იმსახურებსო.
ესაა ერთი მაგალითი და ასეთი მაგალითები ასობითაა, სხვასაც გეტყვით: ქუჩის გამოკითხვაში კითხვა იყო: შოთა რუსთაველი რომელ საუკუნეში მეფობდაო! 85 %-ის პასუხი გამაოგნებელი აღმოჩნდა ჩემთვის და ვფიქრობ, ბევრი სხვისთვისაც, რადგან გამოკითხულების ამხელა პროცენტს დიდი მგოსანი მეფე რომ არ იყო, ამაზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდა.
ამაზეც დავხუჭავდი თვალს, მაგრამ როცა სკოლის მოსწავლიდან დაწყებული, მოხუცებულობის ასაკს მიღწეული ადამიანი პასუხს ვერ გცემს, თუ რა მოხდა 1989 წლის 9 აპრილს, ეს უკვე ერის ტრაგედიაა.
აპათიითაა დაავადებული საზოგადოების დიდი ნაწილი, არაფერი არ აინტერესებს.
ასევე საზოგადოებაში მომრავლდნენ ნიჰილისტები, რომლებიც ყველაფერს უარყოფენ რაც ეთიკას ეხება, ამისი მაგალითებია ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის დირექტორი ბატონი გვარამია და ტელეწამყვანი გაბუნია, რომლებიც ეთიკის ნორმებს არ სცნობენ ღია ეთერში და ამის გამო ორივეს დაცვით უწევს სიარული.
აგერ ჩვენს პორტალზეც საკმაოდაა წიგნიერების დეფიციტი, დაკოპირებული მასალით ფონს გასვლაა ამისი ერთ-ერთი მახასიათებელი ნიშანი.
ხელოვნება, კულტურა, მეცნიერული ტექნოლოგიები თუ ნებისმიერი სიახლეები ნაკლებად კითხვადია, ვიდრე რომელიღაც დეგრადირებული პირის პირადი ცხოვრების რამდენიმე კადრი, სადაც "ბომონდის" ესა თუ ის წევრი ლამის დედიშობილა გადაღებული სურათებით იწონებს თავს.
ნათქვამია "გემოვნებაზე არ დაობენო", მაგრამ ასე შორს ვერ წახვალთ ბატონებო და ქალბატონებო, მე მირჩევნია დინების საწინააღმდეგოდ "ვიცურო" და ჩემი დაუწერელი კოდექსის და მორალის ფარგლებში ვიცხოვრო, ვიდრე მასებზე გათვლილი კეკლუცობით მოვიპოვო პოპულარობა.
პ.ს
შვილებს ძვირად ღირებულ ტელეფონებს ნუ ჩუქნით დაბადების დღეზე, აზრობრივად დატვირთული შინაარსის წიგნი აჩუქეთ და დამიჯერეთ, თქვენი გარჯა დაფასდება.
ვიდრე ნაჩუქარ ტელეფონში ჩამძვრალი თაობა გვეყოლება, ვერც ერთ სფეროში გვექნება წარმატება.
მირჩევნია ასი დისლაიქი დამიწერონ ამ სტატიის გამო, ვიდრე ვუყურო ტელეფონებში ჩამძვრალ სხვადასხვა ასაკის, რეალობას მოწყვეტილ თაობებს.
მონდომებაა მთავარი, არასოდეს თქვათ "უკვე გვიანია".
პატივისცემით "ინტერმედიის" და მკითხველებისადმი -"კანონგარეშე".

0
91
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
91