x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134030
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ბრედ პიტი და ჯენიფერ ენისტონი ისევ ერთად არიან?
როგორც ჩანს, ბრედ პიტი და ჯენიფერ ენისტონი კვლავ ერთად არიან!



image




ჭორები წყვილის კვლავ ერთად ყოფნაზე, 2019 წლის დასაწყისიდან გავრცელდა და ჯენიფერის 50 წლის იუბილეზე უფრო გამყარდა, როდესაც ბრედ პიტმა მას 48 მილიონი $-ის ღირებულების საჩუქარი გაუკეთა. მოგვიანებით კი, ივნისში, წყვილმა ერთობლივი დასვენება მოიწყო იტალიაში. "რომაულ არდადეგებს" და ფაქტს, რომ წყვილის კავშირი კვლავ მომხდარიყო, ხელი შეუწყეს მათმა მეგობრებმა - ჯორჯ და ამალ კლუნებმა. ასევე ჭორების თანახმად, არდადეგებიდან რამდენიმე დღეში, ორივე ძალიან ბედნიერად გამოიყურებოდა, თითქოს უფრო გაახალგაზრდავდნენ.




image




შეგახსენებთ, რომ წყვილის ისტორია 1998 წელს დაიწყო. ბრედის თქმით, ეს იყო სიყვარული პირველი დანახვისთანავე და რომანი მალევე, 2000 წელს ქორწილით დაგვირგვინდა. თუმცა, ბედნიერი ქორწინება 5 წლის შემდეგ განქორწინებით დასრულდა. მათი დაშორების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ანჯელინა ჯოლია, რომელთანაც რომანი ბრედმა ფილმი "ბატონი და ქალბატონი სმიტები"-ის გადაღებების დროს დაიწყო.


image



ჯენიფერმა ვერ აიტანა ბრედის ღალატი, მისთვის მძიმე გადასატანი გახდა ის ფაქტი, რომ ანჯელინა მისი ქმრისგან ბავშვს ელოდებოდა, ამიტომ პირველმა შეიტანა სარჩელი განქორწინების შესახებ.



ბრედ პიტის ანჯელინა ჯოლისთან განქორწინების შემდეგ ჟურნალისტებს არაერთხელ უვარაუდიათ ბრედის ჯენიფერთან კვლავ კავშირის შესახებ. თავდაპირველად ეს მხოლოდ ჭორის დონეზე იყო, თუმცა ახლა როგორც ჩანს, წყვილი ტკბება მეორე თაფლობის თვით. გულშემატკივრებიც კმაყოფილები არიან ახალი ამბით და უსურვებენ მსახიობებს ბედნიერ ცხოვრებას.



1
281
13-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
281
  
2019, 11 ივლისი, 13:56
რაღას შორდებოდნენ? :)))
0 1 1