x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"საქართველო -5-6 ადამიანი არ არის,რომლებიც ღვარძლს ანთხევენ და იფურთხებიან მოსკოვის მიმართ"-ლეონიდ სლუცკი
image

პარტია „პატრიოტთა ალიანსი"მოსკოვში რუს დეპუტატებს შეხვდება ევრაზიული პარტნიორობის სახელმწიფოთა ახალგაზრდა დიპლომატების VI ფორუმზე.

საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ სლუცკიმ დაადასტურა ინფორმაცია, რომ "პატრიოტთა ალიანსის" წევრებს შეხვდება.




ლეონიდ სლუცკი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღონ, მაგალითად, ახალგაზრდა დიპლომატთა მომდევნო ფორუმში.


ირმა ინაშვილმა ორიოდე დღის წინ "ფეისბუქზე" გამოქვეყნა პოსტი, სადაც აღნიშნავს, რომ უახლოეს დღეებში მისი გუნდის წევრები მოსკოვში მიემგზავრებიან:



"არ დავმალავ, ეს დღეები უკიდურესად დაძაბული შრომის დღეები იყო. ჩვენ ჩვენი წილი ვიშრომეთ, რომ ვითარება განმუხტულიყო და უდაოდ კმაყოფილი ვარ, რომ ჩვენმა შრომამ პირველი ნაყოფი გამოიღო. ჩვენი გუნდის წევრები უახლოეს დღეებში ჩავლენ მოსკოვში. თქვენ იცით, რომ ვიზების გაუქმებაზეც ვიყავით შეთანხმებული, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, ბევრი სხვა სასიკეთო ინიციატივაც ძალზედ პოზიტიურად განიხილებოდა. პროვოკატორებმა ქვეყანა უკან დახიეს და ეს პირველად არ ხდება... მაგრამ გამოსავალს, ღვთის წყალობით, კვლავ მოვძებნით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი მეგობრების ვიზიტი მოსკოვში ჩვენს სამშობლოს საგრძნობ და ჩვენი მტრებისთვის შესაშურ სიკეთეს მოუტანს."წერს ინაშვილი, იქვე დასძენს:



" გვინდა სოხუმის და ცხინვალის დაბრუნება? გასაღები დევს მოსკოვში, სოხუმში, ცხინვალში! გვინდა ეს, თუ არა? და რაც უფრო გაღვივდება საქართველოში ანტირუსული ისტერია, მით უფრო დაგვაშორებს ეს სოხუმსა და ცხინვალთან, ამიტომ პოლიტიკა, დიპლომატია იმას გულისხმობს, რომ საერთო ტექსტიდან, პათოსიდან ჩვენთვის საგულისხმო მომენტებს მივაქციოთ ყურადღება. მერე სწორად ვიმოქმედოთ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ."



"მგონი ისინი უკვე აქ არიან, -აღნიშნა სლუცკიმ - ხვალ დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ლეონიდ კალაშნიკოვს შეხვდებიან".



სლუცკიმ იქვე დასძინა, რომ არა მარტო "პატრიოტთა ალიანსის" წევრებს არ ხვდებიან, არამედ სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც და იმ პარტიებსაც, რომლებთანაც ყოველთვის ვერ თანხმდებიან.



ლეონიდ სლუცკი არც იმას გამორიცხავს, რომ საქართველოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღონ, მაგალითად, ახალგაზრდა დიპლომატთა მომდევნო ფორუმში.


„საქართველო ხუთი-ექვსი ადამიანი არ არის, რომლებიც ღვარძლს ანთხევენ და იფურთხებიან მოსკოვის მისამართით. ეს დიდი ქვეყანაა, მთელი ერი. რუსეთში მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს. ჩვენ ვკითხულობთ მათ ლიტერატურას, ვდგამთ მათ სპექტაკლებს. ამიტომ საჭირო არ არის, რომ ამ ერის რომელიმე წარმომადგენლის თვით ყველაზე საწყენი ნაბიჯების გამო მთელ ერს გადავუსვათ ხაზი. ეს ძალიან დესტრუქციულია... და რუსეთის პრეზიდენტი სწორ მაგალითს გვაძლევს ამ ვითარებაში“ — აღნიშნა ლეონიდ სლუცკიმ Sputnik -თან ინტერვიუში.


0
304
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
304
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0