x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ანაფილაქსია(აღწერა, სიმბტომები, მკურნალობა, პროფილაქტიკა)
imageimage










მოგესალმებით, როგორც გახსოვთ წინა სტატიაში საუბარი გვქონდა ალერგიულ რეაქციებზე
და შევეხეთ მათ შორის უმძიმესს ანაფილაქსიურ შოკს, წინამდებარე სტატიაც სწორედ ამ თემას ეხება.ტერმინი„ანაფილაქსია“ ეკუთვნისფრანგ ფიზიოლოგ შარლრიშეს, რომელმაც ამ თემის გამოკვლევისთვის ფიზიოლოგიასა
და მედიცინაში 1913 წელს ნობელის პრემია მიიღო.იგი სამეცნიერო მიზნებით მოგზაურობდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და ერთერთი მორიგი ექსპერიმენტის დროს მან მის საცდელ ცხოველებს
, შეატყო რომ ზოგიერთი ნივთიერების ორგანიზმში შეყვანის შემდეგ მათ უცნაური ქცევა ახასიათებდათ : იწყებდნენ ქოშინს, სახის
ისტერიულ ფხანას, და რამდენიმე წუთში იღუპებოდნენ.არაერთი მსგავსი შემთხვევის განმეორების შემდეგ, როდესაც სიკვდილის მიზეზი მეტნაკლებად იდენტური იყო სხვადასხვა ცხოველი შემთხვევაში ექიმებმა და მეცნიერებმა უკვე შეძლეს
დაენახათ, რომ ასეთი გართულებები სავადმყოფოებში
მათ პაციენტებსაც საკმაოდ ხშირად ემართებოდათ
და იღუპებოდნენ კიდეც. დაიწყო ამ თემაზე მასშტაბური
კვლევები, რომლებიც დღესაც გრძელდება(მაგ:თხილზე ანაფილაქსიური რეაქცია სულ რაღაც
20 წლის წინ აღწერეს). დღესღეობით ანაფილაქსიების რიცხვი მკვეთრად მომატებულია ადრინდელთან
შედარებით, გარემოს დაბინძურების, დაავადებათა „გამრავალფეროვნების“ და ზოგადად ალერგიების
რიცხვის ზრდის გამო(ალერგიას მესამე ათასწლეულის „შავ ჭირსაც“ უწოდებენ).100000
ადამიანზე საზოგადოდ მოდის 5 შემთხვევა,
1980 წელს ამ რაოდენობაზე 20, ხოლო 1990 წლეს 50 შემთხვევა მოდიოდა
, ზოგადად კი ანაფილაქსიის ლეტალობის მაჩვენებელი 10% - 20 % ია.არათუ სახლის პირობებში
ან ბუნებაში, კლინიკებსა და საავადმყოფოებშიც ხშირია პაციენტის გარდაცვალება ამ მიზეზით.საანესთეზიო
საშუალებები, ანტიბიოტიკები, ლატექსი(მასალა რომლისგანაც მზადება: გადასხმის მილები, ხელთათმანები, პრეზერვატივები
და სხვ.) იწვევენ ანაფილაქსიურ რეაქციას.ექიმის ან პაციენტის დაუდევრობის გამო სამწუხაროდსაკმაოდ ხშირიასტომატოლოგიაში პაციენტის საანესტეზიო საშუალებაზე(მაგ: ლიდოკაინი) ალერგიის გამოვლენისა და დაღუპვის
ფაქტები.ისტორიას თუ გადავხედავთ ეგვიპტის მეფე
მენესზე წერია, რომ მისი სიკვდილის
მიზეზი(გარდაიცვალა ძვ.წ. 2641 წელს) ფუტკრის ნაკბენი გახლდათ, მაშინ რა თქმა უნდა ვერ მიხვდნენ
თუ სინამდვილეში რამ მოკლა მათი მეფე, მიზეზი აქაც ანაფილაქსია იყო. ცნობილი მომღერლის
ელვის პრესლის გარდაცვალების მიზეზად, ერთ ერთი ვერსიით ჩვენთვის უკვე ნაცნობი რეაქცია სახლდება, რომელიც
მას წინა დღით სტომატოლოგის მიერ მიცემულ პრეპარატ კოდეინზე ჰქონდა.სამწუხაროდ ასეთი ადამიანიების სია საკმაოდ
გრძელია, შესავალი გვერდზე გადავდოთ და შევეცადოთ ავხსნათ ანაფილაქსიის მოქმედების
პრინციპი. რეაქცია საკმაოდ სწრაფი ტემპით ვითარდება ორგანიზმში ალერგენის განმეორებით მოხვედრის შემთხვევაში(
თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც რეაქცია ალერგენთან პირველივე შეხებისას იჩენს
თავს) და როგორც უკვე ავღნიშნეთ საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას ლეტალური
შედეგის თავიდან ასაცილებლად. ახლა ავღწეროთ რეაქციის მოქმედების მექანიზმი:

ანაფილაქსიური რეაქცია იწყება მაშინ, როდესაც ალერგენი
ხვდება სისხლში და რეაგირებს იმუნოგლობულინ
ე(igE
) -ს ანტისხეულებთან .ეს რეაქცია სტიმულს
აძლევს ჰისტამინის უჯრედებისა და
სხვა ნივთიერებების გამოყობას, რომლებიც მონაწილეობენ ანთებით რეაქციებში. ამ
დროს ორგანიზმში ხდება მთელი რიგი ნეგატიური ცვლილებები: სასუნთქი გზების შეშუპება, ადამიანის
სუთქვა გახშირებულია და თან ახლავს არასასიამოვნო ხრინწიანი ხმა, სივდება ხორხი, სისხლძარღვების გაფართოების შედეგად ეცემა არტერიული
წნევა, სისხლძარღვების კედლებიდან ჟონავს სითხე, რაც იწვევს შეშუპებასა და ჭინჭრის ციებას ((სურ.1)მკვეთრი გამონაყარი, რომელიც ვიზუალურად
გავს ჭინჭით დასუსხვის შედეგად წარმოქმნილ გამონაყარს), ირღვევა გულის რიტმული მუშაობა(ირღვევა
სისხლის მიმოქცევის ჰარმონიული ციკლი), ტვინს და სხვა ორგანოებს ჟანგბადი არასკმარისი რაოდენობით მიეწოდებათ, ადამიანი ვარდება
შოკურ მდგომარეობაში.

სურ. 1


image

დაზარალებულს ანაფილაქსიის სიმბტომები (სურ.2) უვითარდება 1-2 ან რამდენიმე წუთში(თუმცა შეიძლება

ამას 6-8 საათიც დასჭირდეს).პირველი და ყველაზე მკაფიო სიმბტომია ალერგენის ირგანიზმში
მოხვედრის ადგილას ადგილობრივი რეაქცია(უჩვეულოდ მძაფრი ტკივილი, შესიება, სიწითლე).თუ
მაგალითად ალერგენი ორგანიზმში საკვების მეშვეობით მოხდა ადამიანს აღენიშნება : მუცლის
ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, პირღებინება, პირის ღრუსა და ხორხის შეშუპება .ცოტა ხნის
შემდეგ ეს უკანასკნელი ვითარდება და სიმბტომებს ერთვის ბრონქოსპაზმი და ლარინგოსპაზმი, რაც იწვევს სუნთვის გაძნელებას.ვითარდება
ჰიპოქსია .დაზარელებული კარგავს ფერს, თითები,
ტუჩები იღებს ციანოზურ ელფერს(ლურჯდება).ვითარდება კოლაფსი, შესაძლებალია ადამიანმა
დაკარგოს გონება და ჩავარდეს კომაში.


სურ 2.

image


როგორც უკვე ვთქვით ამ რეაქციის დროს, საჭიროა დაუყონებლივ სამედიცინო ჩარევა.პირველი
რაც უნდა გაკეთდეს ეს არის ადრენალინის 0.2მლ-0.5 მლ 0.1 %-იანი ხსნარის კანქვეშა ან ინტრავენური ინექცია.საჭიროების
შემთხვევაში შეიძლება განმეორებითი ინექციაც, (ჯამური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 1-2მლ-ს.)ადრენალინი
ხელს უწყობს გულის მუშაობის დარეგულირებას.ასევე პულსოთერაპიისთვის გამოიყენება მეთილპრედნიზოლონი(1 ცალი 500მგ-იანი ამპულა).
შემდგომ ამისა კეთდება დექსამეტაზონის(20მგ-4
ცალი 5 მგ-იანი ამპულა), პრედნიზოლონის(150
მგ, 5ცალი 30 მგ-იანი ამპულა), ინექცია.ასევე ძალიან ეფეთურია პრეპარატი ეპინეფრინი, იგი იყიდება ავტოინექტორის (სურ.4) ფორმითაც, რომლის გამოყენება(სურ.5)
ძალზედ მარტივია სპეციალური სამედიცინო უნარების ქონას არ მოითხოვს(სამწუხაროთ
საქართველოში არ ხდება ამ საშუალების იმპროტი). აღნიშნული პრეპარატები რეაქციას არ აძლევენ მეტად
განვითარების საშუალებას ან სრულიად აჩერებენ მას, მაგრამ მიუხედავად ამისა აუცილებელია
ინექციების ჩატარების შემდეგ მივმართოთ სტაციონარს.მათთვის ვისაც ერთხელ უკვე ქონდა
ანაფილაქსიური რეაქცია აუცილებელია მუდამ თან იქონიონ ამპულა საჭირო პრეპარატით(მაგ:დექსამეტაზონი), მოერიდონ
უცხო საკვების დაგემოვნებას, მწერებს და ზოგადად იმას რაზეც ადრე უკვე გამოავლინეს მომატებული
მგრძნობელობა.

სურ.3. ავტოინექტორი სურ.4.

imageimage










ფეხზე ავტოინექტორის წვერის სრწაფი დარტყმით
შიგნით მოთავსებული პრეპარატი ხვდება ორგანიზმში




















პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა
თავი ავარიდოთ იმ ნივთიერების ორგანიზმში მოხვედრას რაც იწვევს ალერგიულ რეაქციას, ასევე
მოგვიწევს გარკვეული სახის საკვებზე უარის თქმა მაგ: თხილი, ნუში, ზღვის პროდუქტები და
სხვ. საგულისხმოა, რომ ხანგრძლივ იმუნოთერაპიას შეუძლია ანაფილაქსიური შოკის რისკის
შემცირება.მთავარი კი მაინც სიფრთხილეა (განსაკუთრებით მათთვის ვისაც სიცოცხლეში ერთხელ
მაინც ქონია მსგავსი რეაქცია) და გახსოვდეთ რომ ერთმა 5 გრამიანმა ამპულამ რომელიც
თქვენს სამგზავრო ჩანთას სულაც არ დაამძიმებს შეიძლება ოდესმე სიცოცხლე გაჩუქოთ.




© აქიმი

3
1429
2-ს მოსწონს
ავტორი:აქიმი
აქიმი
1429
  
2017, 28 აპრილი, 21:25
მოქმედებს თუ არა მასზე ალკოფოლი, მწარე ან მჭავე, სხეულის ტემპერატურის მომატება, ანუ როდესაც ვიმყოფებით სითბოში, როდესაც გამოიყოფა ოფლი, ამ დროს თუ რთულდება, თუნდაც მზის სხივები მოქმედებს მასზე? ნერვული აშლილობა, და ასევე იმ დროსაც იცის გაღიზიანება თუ რამის შევგვრცხვა ანუ თავი უხერხულად ვიგრზენით, ეს ყველაფერ ჩემთვის ნაცნობია და თუ ვინმე განიცდის იგივე შემთხვევას? იმედია არა მაგრამ მაინც, სურათი სადაც არის ეს დაავადება ნაჩვენები ძალიან გავს ჩემს დაავადებას, და ასე იმ შემთცვევაში მემართება და იღებს მასეთ სახეს როდესაც მოვიქავებ, ოფლის გამოყოფის დროს იცის გაღიზიანება, ასევე როდესაც მზის სხივები მეხება და მეწვება, მექავება, მიწვავს სახეს, შუბლს საერთოდ კანს
2017, 28 აპრილი, 21:10
მხოლოდ მიწის თხილი იწვევს ამის გაღიზიანებას? იქნებ ვისაუბროთ თუ გსურთ საუბარი ვინც ამას კითხულობთ, იქნებ ნაცნობია ეს დაავადება თქვენთვის და თქვენც გიჩნდებათ კითხვები
2017, 28 აპრილი, 21:08
ჯანმრთელობას გისურვებთ
0 1 3