x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134508
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
რამდენია ვლადიმერ პუტინის ხელფასი
image


რამდენია ვლადიმერ პუტინის წლიური ანაზღაურება?

2015 წელს ანაზღაურების სახით ვლადიმერ პუტინმა 134 034$, 2014 წელს კი დაახლოებით 115 000$ მიიღო. ამის შესახებ კრემლის ვებგვერდზე განთავსებულ ქონებრივი დეკლარაციაშია ნათქვამი.



აღსანიშნავია, რომ 2013 წელს ვლადიმერ პუტინის ხელფასი თვეში, 280 000 რუბლიდან (4 474$) 250 000 რუბლამდე (3 995$) შემცირდა, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ფინანსურმა კრიზისმა გამოიწვია.

მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ლიდერები



გარდა ამისა, დეკლარაციის მიხედვით რუსეთის პრეზიდენტი 4 ავტომობილს: "ნივას, " ორ ГАЗ М21-სადა ერთ მისაბმელიან ავტომობილ Скиф-ს ფლობს, რომელთა საერთო ღირებულებაც 8 891 777 რუბლია.




ამასთან, კრემლის ლიდერის საკუთრებაში ერთი მიწის ნაკვეთი და ორი ბინაა.

The Moscow Times-ის მიერ მომზადებულ სტატიაში კი აღნიშნულია, რომ პუტინი არაოფიციალურად, მილიარდების მფლობელია. გამოცემა აღნიშნავს, რომ ჟურნალ Forbes-ს რუსეთის პირველი პირი მილიარდერთა

სიაში არასდროს შეუყვანია, რადგან მის მიერ აღნიშნული თანხების ფლობა ოფიციალურად არ დასტურდება.

0
255
შეფასება არ არის
ავტორი:საინტერესო ინფორმაცია
საინტერესო ინფორმაცია
255
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0