x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რამდენი აქვს ხელფასი და რა ქონებას ფლობს სალომე ზურაბიშვილი - ბინა პარიზში, სახლი თბილისში და აქციები „საქართველოს ბანკში“
image

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში გაიმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 28 ნოემბერს, პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში, ზურაბიშვილს მხარი ამომრჩეველთა 59.52%-მა დაუჭირა, მის მოწინააღმდეგე გრიგილ ვაშაძეს კი _ 40.48%-მა. თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ სალომე ზურაბიშვილი ფლობს ბინას პარიზში, ხოლო კერძო სახლს მიწის ნაკვეთით _ თბილისში. მან, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრმა, ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2018 წლის 17 იანვარს შეავსო.


ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილი თბილისში, კუფტინის ქ. #5-ში, 126 კვ.მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლის მფლობელია. ამავე მისამართზე აქვს დარეგისტრირებული 235 კვ.მეტრი²მიწის ნაკვეთიც, რომელიც 2006 წელს, 160 000 აშშ დოლარად შეიძინა.

ამას გარდა, სალომე ზურაბიშვილი 60 კვ.მეტრი ფართობის ბინასაც ფლობს პარიზში, რომელიც 1989 წელს, 150 000 ევროდ შეიძინა და მსუბუქ ავტომანქანა Hყუნდაი 2012-აც აქვს, რომელშიც 17 000 აშშ დოლარი გადაუხდია.


დეკლარაციით ისიც ირკვევა, რომ სალომე ზურაბიშვილი `საქართველოს ბანკში~ აქციებსაც ფლობს, რაც მემკვიდრეობით, 2013 წელს მიიღო. საბანკო აქციების გარდა, ზურაბიშვილი კომპანია `თელიანის~ აქციონერიცაა. დეკლარაციაში მითითებულია, რომ ეს აქციებიც მემკვიდრეობით მიუღია.


`საქართველოს ბანკში~ გახსნილ ანაბარზე, სალომე ზურაბიშვილი 50 000 აშშ დოლარს, სახელფასო ანგარიშზე _ 3 000 ლარს, ხოლო პარიზის ტრანსატლანტიკურ ბანკში 7 400 ევროს ინახავს.


ქონებრივ დეკლარაციაში მითითებულია, რომ სალომე ზურაბიშვილმა, როგორც პარლამენტის დეპუტატმა, გასულ წელს 57 645 ლარის შემოსავალი მიიღო.

ახალი კონსტიტუციის თანახმად, რომელიც ძალაში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევა, სალომე ზურაბიშვილს, როგორც პრეზიდენტს, მოქალაქეობის მინიჭების, მსჯავრდებულთა შეწყალებისა და პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტებზე ვეტოს დადების უფლება ექნება.


რაც შეეხება ხელფასს, ქვეყნის პრეზიდენტის ყოველთვიური ჯამაგირის საკითხს `კანონი საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების შესახებ“ არეგულირებს. იქიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტი უმაღლესი რანგის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირია, მისი ყოველთვიური ხელფასი 13 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს, თუმცა კონკრეტულ თანხას თავად პრეზიდენტი განსაზღვრავს. მაგალითად, ზურაბიშვილის წინამორბედი მარგველაშვილი თვეში 6 900 ლარს იღებდა.


პრეზიდენტისა და სხვა თანამდებობის პირთა უსაფრთხოებაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ზრუნავს. სწორედ ეს სამსახური წყვეტს, რამდენი ადამიანი დაიცავს პრეზიდენტს, მის საცხოვრებელსა თუ სამუშაო ადგილს. ავტომობილს, რომლითაც პრეზიდენტი უნდა გადაადგილდეს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ავტოპარკიდან გამოყოფენ.


პრეზიდენტს უფლება აქვს, სპეციალური თვითმფრინავით და საჭიროების შემთხვევაში, ვერტმფრენითაც კი ისარგებლოს. ეს საფრენი აპარატები სახელმწიფოს ბალანსზე ირიცხება და ანგარებში, 24-საათიანი დაცვის ქვეშ ინახება.


კანონით, ქვეყნის პრეზიდენტის გადაადგილების მარშრუტი და მისი დაცვის წევრების რაოდენობა მკაცრად გასაიდუმლოებულია. ამ ინფორმაციას მხოლოდ პრეზიდენტის დაცვის უფროსი ფლობს.

0
183
1-ს მოსწონს
ავტორი:საინტერესო ინფორმაცია
საინტერესო ინფორმაცია
183
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0