x
image
თორ ნიკე
Mediator image
ბაიანილი - ურარტუ
ბაიანილი - ურარტუ


ურარტუ იყო სამხრეთ კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი უძველესი იბერო-კავკასიური სახელმწიფო, რომელიც ჩამოაყალიბა იმავე არმენების მოსვლამდე აქ მცხოვრებმა მოსახლეობამ, რომელიც იყო ნაირის ქვეყნების (ძვ.წ. 1114-860) მოსახლეობა. ნაირის 22 ქვეყნის გაერთიანება ჩამოყალიბდა ურარტუს სახელმწიფოდ, რომელმაც იარსება ძვ.წ. 860 წლიდან ძვ.წ. 590 წლამდე. სიტყვა "ურარტუ" ამ სახელმწიფოს უწოდეს ასურელებმა, ხოლო სინამდვილეში თვითსახელწოდება ამ ქვეყნისა იყო ბაიანილი. დედაქალაქი თავიდან გახლდათ არზაში (ან არსისა - სომხების მოსვლის შემდგომ გადაკეთებული, როგორც "არზაშკუნ") და ძვ.წ. 832 წლის შემდეგ დედაქალაქად არზაშის შემდგომ გამოცხადდა თოსფა (შემდგომში გადაკეთებული, როგორც "ტუშპა"). დღევანდელი არმენიის (სომხეთის) ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ნაირის ქვეყნების გაერთიანებამდე მოსახლეობდა ქართველური, კერძოდ ძველმესხური დიდი და ძლიერი ტომი - მუშქები (იგივე მოსხები/მესხები), რომლებიც ბიბლიაშიც კი არიან მოხსენიებულნი. ფრანსუა ლენორმანი (1837-1883) ცნობილი ორიენტალისტი, ასირიოლოგი, სორბონის უნივერსიტეტის პროფესორი და არქეოლოგი წერდა: "ურარტუს ენის გაგება შეუძლებელია ქართული ენის გაუთვალისწინებლად." ურარტული ენა ასევე ძალიან ჰგავს დღევანდელ ნახურ-დაღესტნური ოჯახის ენებს და ასევე ენათესავებოდა ხურიტულს. საერთო ჯამში ურარტული ენა იყო იბერო-კავკასიური ენათა დიდი ოჯახის წევრი. ამის შესახებ აქვს დაწერილი წიგნი ლევან გორდეზიანს - "ურარტულ-ქართული ლექსიკონი", რომელიც 2014 წელს გამოიცა.


ურარტუს ღვთაება - ხალდი


ამ წიგნში აღმოაჩენთ, რომ უამრავი სიტყვა ურარტულში და დღევანდელ ქართულშიც კი, 25 საუკუნის შემდეგაც კი თითქმის ერთი და იგივეა, მაგალითად არცივი - არწივი, გურ - აგური, შალ იშან - შარშან, კირა - მიწა, ყირა, აქედან მოდის ქართული სიტყვა "თავდაყირა" (თავით მიწისკენ) და ასეთი მაგალითი უამრავია. ცნობილია ისიც, რომ ქართულ ხალხურ, უმეტესად აღმოსავლეთ საქართველოს მრავალხმიან სიმღერებში გავრცელებული მისამღერი არალე, მოდის უძველესი დროიდან არსებული კულტიდან, როდესაც აღმოსავლეთ საქართველოსა და ურარტუს ხალხში პატივი მიეგებოდა ღმერთ - არალეს.



ფრანსუა ლენორმანი ურარტული და ქართული ენების შესახებ


ურარტული ენა და უამრავი ინფორმაცია ბაიანილის სახელმწიფოს შესახებ შემოგვინახა მათსავე ხელნაწერებმა, რომელიც ლურსმნული დამწერლობით სრულდებოდა და უამრავგანაა შემონახული სხვადასხვა ნივთებზე, კედლებზე, და კლდეებზეც კი ვანის ტბის მიდემოებში და მათ შორის საქართველოს სამხრეთ საზღვრებზე, ისტორიულ ქართულ რეგიონში - ლორეში. ურარტუ ემეზობლებოდა უძველეს ქართველურ სახელმწიფოებს - დიაოხსა და კოლხას. აღწერილია მათ შორის რამდენიმე ომის შემთხვევა და ასევე ჰქონდათ დიდი კულტურული და სავაჭრო ურთიერთობები. ურარტუში ასევე პატივი მიეგებოდა დიდ ღვთაება "ხალდი"-ს, რომელიც ვიცით, რომ ერთ-ერთი ქართველური ტომის - ხალიბების სახელიც გახლდათ. ბაიანილის სახელმწიფო დაასუსტა სკვითების შემოსევამ და საბოლოოდ განადგურებული იქნა მიდიის სამეფოს მიერ ძვ.წ. 590 წელს. სწორედ ამის შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთიდან შემოდიან ამ ტერიტორიაზე ინდო-ევროპული მოდგმის არმენები და იწყება სომეხი ერის ისტორია. ისინი ადგილობირივი იბერო-კავკასიელი ურარტუელების ასიმილაციას ახდენენ ხოლო ნაწილს კი ჩრდილოეთისკენ, საქართველოსა და ჩრდილო კავკასიისკენ უბიძგებენ, იკავებენ მათს ტერიტორიას. ასეთ პირობებში ყალიბდება ძვ.წ. 570 წელს არმენიის სატრაპია, რომელიც აქემენიდური ირანის შემადგენლობაში შედიოდა და მან იარსება ძვ.წ. 331 წლამდე. ძვ.წ. 321 წელს კი ყალიბდება პირველი არმენიული (სომხური) დამოუკიდებელი სახელმწიფო - არმენიის სამეფო, რომელმაც იარსება ძვ.წ. 331- ახ.წ. 428 წლებში.



ბაიანილის მეფეები:


1. არამე - ბაიანილის პირველი მეფე ძვ.წ. 859-844 წლებში.


არამე - ურარტუს პირველი მეფე


2. ლუტიფრი - ბაიანილის მეორე მეფე ძვ.წ. 844-834 წლებში.


3. სარდური I - ლუტიფრის ძე. ბაიანილის მეფე ძვ.წ. 834-828 წლებში.


სარდური I - ურარტუს მეფე



4. იშფუინი - ბაიანილის მეფე ძვ.წ. 828-810 წლებში.


5. მენუა - ბაიანილის მეფე ძვ.წ. 810-786 წლებში.


მენუა - ურარტუს მეფე


6. არგიშთი I - ბაიანილის მეფე ძვ.წ. 786-764 წლებში.


არგიშთი I - ბაიანილის მეფე



7. სარდური II - ბაიანილის მეფე ძვ.წ. 764-735 წლებში.


სარდური II - ურარტუს მეფე



8. რუსა I - ბაიანილის მეფე ძვ.წ. 735-714 წლებში.


რუსა I - ურარტუს მეფე


9. არგიშთი II - ბაიანილის მეფე ძვ.წ. 714-685 წლებში.


10. რუსა II - ბაიანილის მეფე ძვ.წ. 685-645 წლებში.


11. სარდური III - ბაიანილის მეფე ძვ.წ. 645-625 წლებში.


სარდური III - ურარტუს მეფე



12. სარდური IV - ბაიანილის მეფე ძვ.წ. 625-620 წლებში.


13. ერიმენა - ბაიანილის მეფე ძვ.წ. 620-605 წლებში.


14. რუსა III - ბაიანილის მეფე ძვ.წ. 605-595 წლებში.


15. რუსა IV - ბაიანილის მეფე ძვ.წ. 595-585 წლებში.






კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. იბერო-კავკასიური კულტურები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. მეცნიერება

9. რელიგია



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


4
1238
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
1238
  
2021, 4 სექტემბერი, 16:26
"ვანურის" ნაცვლად, შემოთავაზებული იქნა, რომ ამ ენის სახელწოდება იყოს "ხალდური". ხალხის მთავარი ღმერთი, ვინც ლაპარაკობდა ამ ენაზე, იყო ხალდი და წარწერებში ჩვენ ვხვდებით ხალხს, რომლებიც აღწერილია როგორც "ხალდის შვილები". სახელის წარმოშობა გვხვდება გეოგრაფიული გაგებით იმ რეგიონის ჩრდილოეთით, რომელსაც წარწერები ეკუთვნის. ამრიგად, ხალდის "კოლხეთის მეზობელ მიდამოებში" ასევე ჰქვია ხალდეი. "ხალდებს" ხშირად მოიხსენიებენ სომეხი მწერლები, როგორც ხალხს, რომლებიც ცხოვრობენ ტრაპეზუნტსა და ბათუმს შორის და თურქების ისტორიული ჩანაწერი სუმელაში გვიჩვენებს, რომ ჯერ კიდევ მეთხუთმეტე საუკუნის დასაწყისში "ლაზისტანი" (ლაზონა) ჯერ ისევ ცნობილი იყო როგორც ხალდია.
2021, 4 სექტემბერი, 16:21
"Insted of "Vannic", it has been proposed to call the language "Khaldian". the chief God of the people who spoke this language, was Khaldis and in the inscriptions we find the people themselves described as "the Children of Khaldis". Derivatives from the name are found employed in a geographical sense northward of the region to which the inscriptions belong. Thus, the Khaldi "in the neighborhood of Colchis" are said to have been also called Khaldaei. "Khaldees" are frequently referred to by Armenian writers as living between Trapezont and Batum, and a Turkish incription in Sumela shows that as late as the beginning of the fifteenth century "Lazistan" (Lazona) was still known as Khaldia. that the name was ever applied, however to the kingdom which had its chiaf seat at Van is not proved, and it is therefor best to adhere to the term "Vannic", which commits those, who use it to no theory."
2020, 4 დეკემბერი, 20:07
Kingdom of Baianili (Also called as Kingdom of Urartu or the Kingdom of Van) - 860 BC – 590 BC.
Baianili was one of the oldest Ibero-Caucasian states in the South Caucasus and the Middle East, formed by the people, who lived here before the arrival of the same Armenians. These Ibero-Caucasian tribes were the inhabitants of the Nairi countries (1114-860 BC). The union of the 22 countries of Nair was formed as the state of Urartu, which existed in 860-590 BC. The word "Urartu" was given to this state by the Assyrians, when in fact the self-name of this country was Baianili . The capital was to arza in (after the Armenians arrival, later it was called as "arzashkun"). After 832, Tushpa was declared the capital after Arzashi. The territory of present-day Armenia was inhabited before the unification of the Nairi countries by the Kartvelian, in particular the large and powerful ancient Georgian tribes like Gugars and Meskhetian tribe - the Mushks (the same as the Moskhes / Meskhs), who are even mentioned in the Bible.
François Lenorman (1837-1883), a famous orientalist, Assyriologist, professor at the Sorbonne University and archaeologist, wrote:
"Understanding the language of Urartu is impossible without considering the Georgian language."
The Urartian language is also very similar to the languages ​​of the present-day Nakh-Dagestani family and was also related to Hurrian. In general, the Urartian language was a member of a large family of Ibero-Caucasian languages. Levan Gordeziani has written a book about it - "Urartian-Georgian Dictionary", which was published in 2014.
2020, 4 დეკემბერი, 20:06
In this book you will find that many words in Urartian and even in modern Georgian, even after 25 centuries, are almost the same, for example, artsivi - eagle, gur - aguri (brick), shal ishan - Sharshan (last year), kira - kira (ground), kira, hence the Georgian word "upside down") and such examples abound.
It is also known that the "Arale" cult and his pagan song was sang commonly in the Georgian folk songs, mostly in eastern Georgia, comes from a cult that has existed since ancient times, when the people of eastern Georgia and Urartu worshiped the same god - Arale.
Urartian language and a lot of information about the state of Baianili have been preserved in their manuscripts, which were carved in cuneiform and are abundantly preserved on various objects, walls, and even rocks around Lake Van, including the southern borders of Georgia, in the historic Georgian region of Lore (Now Western Armenia). Urartu was a neighbor of the ancient Kartvelian states - Diaokhi (Diauehi) and Colchis. Several cases of war have been described between them and they also had great cultural and trade relations. Urartu also honored the great deity Khaldi, who we know to be a name of one of the Kartvelian tribes - the Khalsds, Chalds.
The state of Bayanili was weakened by the invasion of the Scythians and was finally destroyed by the kingdom of the Medes In 590 BC. It was after this, that Indo-European tribe of Phrigians, called Armenians entered the area from the southeast and the history of the Armenian nation began. They assimilate the local Ibero-Caucasian Urartians and push some of them to the north, Georgia and the North Caucasus, occupying their territory. Under such conditions was formed the satrapy of Armenia In 570 BC, which was part of Achaemenid Iran, and it existed in 331-321 BC.
the first Armenian independent state was formed in 331 BC - the Kingdom of Armenia, which existed in 331 BC - 428 AD.
0 1 4