x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
როგორ მოვამზადოთ ბროკოლი, რომ შევინარჩუნოთ მისი სასარგებლო და საგემოვნო თვისებები

image
ბროკოლი
– ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია, ის ძალიან პოპულარობით სარგებლობს მომხმარებლებში, რადგან უსაზღვროდ მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით. მისი მიღება ხელს უწყობს სისხლის განახლებას და ტონუსის ამაღლებას. მასში ბევრია C ვიტამინი (მისი შემცველობით ბროკოლი ციტრუსებს სამჯერ აღემატება), ვიტამინი K, რომელიც პასუხსიმგებელია ძლიერ სისხლძარღვებზე, კანის ახალგაზრდობაზე და ტონუსზე. ბროკოლში ბევრია A და PP ვიტამინები, რომლებიც საჭიროა კარგი მხედველობისათვის. ბროკოლში დიდი რაოდენობითაა კალიუმი, ნატრიუმი, ფოსფორი, რკინა და კალციუმი. ბროკოლის სისტემატური გამოყენება საკვებში აფერხებს ათეროსკლეროზის და ნაადრევი სიბერის განვითარებას, ასევე ბროკოლს აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო პროფილაქტიკის თვისება.

როგორ მოვამზადოთ ბროკოლი, რომ შენარჩუნდეს მაქსიმალურად მისი სასარგებლო თვისებები? ბროკოლისთვის მაღალი ტემპერატურა საზიანოა, რადგან იკარგება მისი ყველა სასარგებლო თვისება. ის შეგვიძლია მივიღოთ უმად, ასევე მისგან მოვამზადოთ წვნიანი და ვხარშოთ მხოლოდ ერთი წუთი. შემდგომ გამოვრთოთ გაზქურა და გავაჩეროთ თავდახურულ ქვაბში ხუთი წუთი, ასე ის ინარჩუნებს როგორც სასარგებლო თვისებებს, ასევე გემოს. წვნიანის მომზადებისას შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერი ბოსტნეული, რომლებსაც მოვხარშავთ წყალში და ბოლოს დავამატებთ მწვანილს და ბროკოლს, სანელებლებს.

ექიმები გვირჩევენ, ხშირად მივირთვათ ბროკოლი როგორც ბავშვებმა, ასევე მშობლებმაც.

0
146
შეფასება არ არის
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
146
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0