x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ირინა შერბაკოვა:"რუსეთში დემოკრატია არასდროს იქნება,სანამ არ გავასამართლებთ სტალინს და მის შექმნილ სისტემას"
image


"გორბაჩოვის ეპოქამ რუსეთს მოუტანა გარდაქმნების ახალი ტალღა, რა დროსაც მილიონობით ადამიანი მოითხოვდა თავისუფლებას და დემოკრატიას-წერს საერთაშორისო უფლებადამცველი საზოგადოება "Мемориал"-ის ხელმძღვანელი ირინა შერბაკოვა გაზეთ Guardian-ში, მაგრამ ხელისუფლებაში ვლადიმერ პუტინის მოსვლამ მოიტანა პატრიოტიზმის ახალი ვერსია, რომლის აქცენტი საბჭოთა წარსულზეა დაფუძნებული.


ისევ იყენებენ სტალინის იმიჯს, როგორც ძლიერი ლიდერი, რომელმაც მოიგო მეორე მსოფლიო ომი და საბჭოთა კავშირი აქცია ზესახელმწიფოდ.


მის მიერ რეპერესიების შედეგად მოკლული მილიონობით ადამიანი, რაღაცნაირად ამოვარდა კოლექტიური მეხსიერებიდან.



imageფოტოზე: ირინა შერბაკოვა

ცივი ომის დასასრული, აღმოსავლეთ ევროპის გათავისუფლება, ბერლინის კედელის დაცემა-ახლა უკვე ბევრი რუსი მიიჩნევს, რომ ეს არის რუსეთის მარცხი, მეტიც კატასტროფა, ამიტომ არაა გასაკვირი, როდესაც პუტინმა საბჭოთა კავშირის დაშლას "უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა"უწოდა, მათ იციან სტალინური ტერორის შესახებ, თუმცა არ არიან მზად, აღიარონ, რომ, სწორედ ეს დევნა იყო რეჟიმის საფუძველი



სტალინის პერიოდის "გათეთრება" პირდაპირ კავშირშია იმ ფაქტთან, რომ რუსეთი ვერ ხვდება, როგორი იქნება მისი მომავალი.



იქნება ქვეყანა, რომელიც წამოიმართება და საკუთარი გზით წავა? მაგრამ საით მიდის ეს გზა?




ისტორიას ხელახლა ვერ გადაწერ, პუტინი არის მთელი მსოფლიოსთვის თავის ტკივილი, მაგრამ ჩვენთან რუსეთში ბევრი ხვდება, რომ ქვეყანაში დემოკრატიის დაბრუნება შეუძლებელი იქნება იქამდე, სანამ არ გავასამართლებთ სტალინს და მის შექმნილ სისტემას"-წერს ირინა შერბაკოვა.


0
241
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
241
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0