x
ასე მიყვარდი...
მე რომ უშენობა შემეძლოს,

გადავიკარგებოდის სადმე,

ბნელეთის სხივს მივენდობოდი,

ვიხეტიალებდი ასე...



მე რომ უშენობა შემეძლოს,

ქვესკნელში ჩავიდოდი ღამე,

სულიწმინდისაგან მიტოვებული

ჩავიფერფლებოდი მალე...


მე რომ უშენობა შემეძლოს,

შეგიყვარებდი კი ასე?

დროებით სულს შენს სითბოს ვასმევდი და...

დაგიხურავდი სარკმელს!


მაგრამ... შენ არ იცი...

მე უშენობაც მიყვარს შენი,

შენ თუ კი გეხება,

ყოველი სიტყვის ბგერასაც ვეტრფი.


ვესათუთები მაგ წმინდა ღიმილს,

სუფთას, უცოდველს,

სახლის კარამდე სანამ მივალ

მცველად რომ მომდევს...


დედის ლოცვაზე უმანკოა ჩემთვის ის ცრემლი

განშორებით სულშეძრულმა რომ ვერ დამალე...

შენი მკლავებია მზის სითბოს წალკოტი

მოჯადოვებულმა რომ დავივანე...


თვალები?... მათზე ბევრს ვერას გეტყვი,

ერთს კი გაგინდობ,

მე მათი მზერის ცეცხლოვანმა ვნებამ დამიპყრო...image

2
109
3-ს მოსწონს
ავტორი:მაკი
მაკი
109
  
2012, 26 ივლისი, 23:23
https://www.facebook.com/photo.php?fbid=256565684460368&set=a.239192429531027.51743.239165969533673&type=3&theater
2012, 26 ივლისი, 9:51
მმმმმმმმმმ...........
0 1 2