x
კარგი ტაქტიკოსი, მაგრამ ცუდი სტრატეგი - ვინ არის ვლადიმირ პუტინი?

image

"კუდი ძაღლისა არ განიმართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს" - ეს არის ანდაზა, რომელიც გენიალურად აღწერს როგორც ზოგადად რუსულ პოლიტიკას საქართველოს მიმართ, ისე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ხასიათსა და მიდგომებს.
ჩემს გადაცემაში ხშირად მყავს ხოლმე სტუმრად საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში ვალერი ჩეჩელაშვილი. გუშინდელი გადაცემისას და გადაცემის შემდეგაც ვსაუბრობდით რუსეთთან ურთიერთობაზე. საუბრისას მან აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინი არის ძალიან ცუდი, როდესაც საქმე ეხება სტრატეგიას, მაგრამ არის ძალიან კარგი ტაქტიკოსი. ეს ხედვაც ზუსტად
შეეფერება იმას, რაც გუშინ ჩვენ ყველამ ვნახეთ პუტინისგან.

20 ივნისის მოვლენების შემდეგ ვითარება კიდევ უფრო დაძაბა ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ერთ-ერთი წამყვანის სრულიად მიუღებელმა მიმართვამ. ბუნებრივი იყო, რომ ამას უნდა მოჰყოლოდა პასუხი რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან - ეს იყო მისი პირადი შეურაცხყოფა და არ აქვს მნიშვნელობა, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა რუსეთის სახელმწიფო დუმა ან რა განცხადებებს გააკეთებდნენ სხვა პოლიტიკოსები. აუცილებელი იყო "რუსთავი 2-ის" უპასუხისმგებლო და არაპროფესიონალურ განცხადებაზე პასუხის გაცემა რუსეთის სახელმწიფოს პირველი პირის მხრიდან.
მაგრამ როგორი უნდა ყოფილიყო ეს პასუხი?

ან დამატებითი სანქციები, ან ის რაც ვნახეთ. ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის ნიშნად და საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით, არ ღირს სანქციების შემოღება ამ ქვეყნის წინააღმდეგ. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ანტირუსულ განწყობებს საქართველოში აქეზებს ხალხი, რომლებმაც არ იციან ისტორია და საბოლოოდ ვნებენ ქვეყანას.


ალბათ, ეს იყო პუტინისთვის სწორი პოლიტიკური განცხადება, მაგრამ მალევე, ყველამ ვნახეთ მისი მეორე განცხადება, რომლითაც როგორც იტყვიან, ცივი წყალი გადაასხა ყველაფერ იმას, რისი გაკეთებაც და რისი მიღწევაც სურდა. იხილეთ ვრცლად და ნახეთ ვიდეო

0
103
1-ს მოსწონს
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0