x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა რეაქცია ჰქონდა ჯულიეტა ვაშაყმაძეს შვილის მონოლოგზე - "გაბუნიას დედა შოკშია..."
image
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას დედა, ჯულიეტა ვაშაყმაძე შოკირებული იყო იმ ამბებით რაც ბოლო პერიოდში მოხდა.


ამის შესახებ რუსული მედია „რუსეთში ქართველთა კავშირის“ წევრ გიორგი გვრიტიშვილზე დაყრდნობით წერს.

როგორც გვრიტიშვილი ამბობს, ის პირადად იცნობს ჯულიეტა ვაშაყმაძეს.


"ის უკვე 80 წლის არის, ულამაზესი ქალია, საოცარი დიქციით. ის ქვეყანაში პირველი ტელეწამყვანი იყო. გიორგი გაბუნიას კი მხოლოდ ეკრანიდან ვიცნობ. გავიგე, რომ ვაშაყმაძე შეძრული იყო იმით, თუ როგორ მიიღო საზოგადოებამ მისი ვაჟის პასაჟი. არ ელოდა, რომ მას ასე გალანძღავდნენ. რა თქმა უნდა, რთულია ამ საკითხზე დედის ობიექტურობაზე გათვლა“, - ამბობს გვრიტიშვილი.



ცნობისთვის, ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აგინა, რის გამოც მთელი დღის განმავლობაში აჟიოტაჟი არ წყდება.


საზოგადოების ნაწილი გუშინვე შეიკრიბა ტელეკომპანიასთან და აღნიშნული ფაქტი გააპროტესტეს.


რაც შეეხება თავად ტელეკომპანიას, ბოდიში მოიხადა მაყურებლის წინაშე და გიორგი გაბუნიას 2 თვით სამსახურეობრივი უფლება მოსილება შეუზღუდა.


ამავე თემაზე:

ნათია ფანჯიკიძე გიორგი გაბუნიაზე - "საინტერესოა, ვინ დაავალა და რატომ შეასრულა ეს ძალიან ბანძი სცენა"

0
2252
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
2252
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0