x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"გვარამია არ მიყვარს! დაბლოკილიც კი მყავს ფბ-ზეც, მაგრამ აი აქ რასაც ამბობს..." - ანიტა რაჭველიშვილი ნიკა გვარამიაზე

image


ცნობილი ქართველი მეცო - სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი გუშინ, "კვირის აქცენტების" სპეციალურ გამოშვებას, კერძოდ კი ნიკა გვარამიას საკმაოდ ემოციურ მონოლოგს ეხმაურება: "გვარამია არ მიყვარს! დაბლოკილიც კი მყავს ფბ-ზე და კარგად ნაჩხუბარიც ვარ, მაგრამ აი აქ რასაც ამბობს, აბსოლუტურად ყველა სიტყვას ვეთანხმები და ქედს ვიხრი!" - დაწერა რაჭველიშვილმა სოციალურ ქსელში. გუშინ, როგორც ნიკა გვარამიმ "კვირის აქცენტებში" განაცხადა, ქვეყნის გადარჩენის საკითხს ის სწორედ ახლა ხედვს. "რუსთავი 2"- ის გენერალური დირექტორი, ასევე არასერიოზულად მიიჩნევს ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე საუბარს ემბარგოზე, ღვინოსა და ბორჯომზე, მისი თქმით, ქართული პროდუქტების რუსეთის ბაზარზე გატანას ქვეყნის მომავალი არ უნდა გადავაყოლოთ. გვარამიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც სახელისუფლებო შტოს თითოეული წარმომადგენელი ერთი ჟურნალისტის უცენზურო გამონათქვამის გამო ქვეყნის მთავარ მტერს პუტინს ბოდიშს ერთიმეორის მიყოლებით უხდის, ის ქვეყნის ხელისუფლებას ვეღარ ენდობა და სრულიად დასაშვებად მიიჩნევს, რომ ერთ დღესაც ქვეყნის მთავრობამ საკუთარი "მოღვაწეობა" სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებით დაასრულოს.








0
811
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
811