x
image
melody_inside
6  ფილმი, რომელმაც  ცნობილ  ადამიანებს ოჯახი დაუნგრია

image

ჩვენთვის მხატვრული ფილმი პოპკორნის, კოკა-კოლას და დარბაზში მაყურებლების კომენტარების თანხლებით სასიამოვნოდ გატარებული 2-2, 5 საათია, წერს Dazzling News.


მსახიობებისთვის კი ეს პატარა ცხოვრებაა - მუშაობის გრძელი თვეები და წლებიც კი, მუდმივი გადაღებები და განმეორებული დუბლები.





image

20th Century Fox/dazzling.news



გასაკვირი არაა, რომ ხშირად კოლეგები გადასაღებ მოედანზე რომანს, ახალ ურთიერთობებს იწყებენ.



გთავაზობთ, გაიხსენოთ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც ვერ გაუძლეს ცდუნებას და ეკრანზე არსებული ურთიერთობები ცხოვრებაში გადაიტანეს, რითაც საკუთარი ოჯახები დაანგრიეს.



1) მწვანე ლამპიონი- (Green Lantern)



დანგრეული ოჯახი: რაიან რეინოლდსი და სკარლეტ იოანსონი (2008-2011).

დანგრეული ურთიერთობა: ბლეიკ ლაივლი და პენ ბედჟლი (2007-2010).



ჭორი ბლეიკ ლაივლის და რაიან რეინოლდსის რომანზე პირველად გამოჩნდა ფილმ „მწვანე ლამპიონი“-ში მსახიობების გადაღების დროს.

image
arner Bros/dazzling.news


გადაღებების დასრულების შემდეგ მალევე ბლეიკი დაშორდა პენ ბედჟლის, ხოლო სკარლეტ იოჰანსონი გაშორდა რაიან რეინოლდს. ბლეიკი და რაიანი 2012 წელს დაქორწინდნენ.






2) ჭექა-ქუხილის დღეები - (Days Of Thunder)




image
Paramount Pictures/dazzling.news



დანგრეული ოჯახი: ტომ კრუზი და მიმი როჯერსი (1987-1990).



ტომ კრუზს კიდმანი 1989 წელს შეხვდა ფილმის გადაღებაზე.

ამ დროს კრუზს ცოლად ჰყავდა სხვა მსახიობი, მიმი როჯერსი.

მაგრამ ტომის გრძნობები იმდენად ძლიერი აღმოჩნდა ჟღალთმიანი ავსტრალიელისადმი, რომ სხვა არაფერი დარჩენოდა, გარდა განქორწინებისა.




3) მისტერ და მისის სმიტები - (Mr. & Mrs. Smith)




image
20th Century Fox/dazzling.news



დანგრეული ოჯახი: ბრედ პიტი და ჯენიფერ ენისტონი (2000-2005).



ერთი შეხედვით, მსახიობებს ერთმანეთი არ მოეწონათ: ჯოლი იხსენებს, რომ ბრედი თავხედი და ამპარტავანი მოეჩვენა, ბრედს კი _ ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ქალბატონი.


იმ დროს ანჯელინა ორჯერ განქორწინებული, მარტოხელა დედა იყო და ზრდიდა აყვანილ შვილს, მედოკს...


...ბრედი კი ბედნიერ ოჯახში ცხოვრობდა მსახიობ ჯენიფერ ენისტონთან, რომელთან დაშორებას არ აპირებდა.




imagedazzling.news




ისინი თავიდან მეგობრობდნენ, შემდეგ მიხვდნენ: მათი ურთიერთობა გაცილებით სერიოზულია, ვიდრე უბრალოდ მეგობრული განწყობა. ბრედის ცოლმა, ენისტონმა ეს რომ შეიყო, გრანდიოზული სკანდალი მოაწყო და მოღალატე ქმარი სახლიდან გააგდო.




4) ზურმუხტისფერი სანაპირო - (By The Sea)



image

Universal Pictures/dazzling.news



დანგრეული ოჯახი: ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი (2014-2016).



2016 წლის დასაწყისში გაქირავებაში გამოვიდა ჯოლის და პიტის მეორე ერთობლივი ნამუშევარი „ზურმუხტისფერი სანაპირო“, რამდენიმე თვეში კი მეუღლეები განქორწინდნენ. აი რას ყვებოდა თავად ჯოლი ფილმის გადაღებებზე:



მინდოდა, ერთად გაგვეკეთებია სერიოზული სამუშაო და ვფიქრობდი, რომ ეს კარგი მეთოდი იქნებოდა ურთიერთობის დალაგებაში და გადაარჩენდა ჩვენს ქორწინებას. გარკვეულწილად ასეც იყო, ჩვენ რაღაც ვისწავლეთ.

მაგრამ ამან ვერ უშველა იმ ზოგ პრობლემას, რაც მანამდე გვქონდა უკვე“.

image

dazzling.news




5) თავქარიანი - (Daredevil)



image


დანგრეული ოჯახი: ჯენიფერ გარნერი და სკოტ ფოული (2000-2004).

ჩაშლილი ჯვრისწერა: ბენ აფლეკი და ჯენიფერ ლოპესი (2002-2004)




გარნერი და აფლეკი ბედმა ფილმის გადაღებაზე შეახვედრა ერთმანეთს-

მსახიობებმა ფილმში შეყვარებულები ითამაშეს, შემდეგ კი რომანი კადრს მიღმაც გააგრძელეს.


image

20th Century Fox/dazzling.news



ფილმში მონაწილეობისას ბენ აფლეკი და ჯენიფერ გარნერი ურთიერთობაში იყვნენ. გარნერი გათხოვილი იყო სკოტ ფოულიზე.

სკოტი - შესანიშნავი ბიჭია, -ირწმუნებოდა გარნერი. - ერთად ვიზრდებოდით კარიერაში, მაგრამ უკან მოხედვისას, ზუსტად არც შემიძლია ვთქვა, რამ დაგვაშორა. საერთოდ არ ვჩხუბობდით.

ის ნამდვილად კარგი ბიჭია, მაგრამ ვთვლი, რომ ჩვენი ურთიერთობა დროთა განმავლობაში ამოიწურა“.


6) ოცნებების სახლი-(Dream House)


ანგრეული ურთიერთობა: რეიჩელ ვაისი და დარენ არონოფსკი (2001-2010).

დანგრეული ურთიერთობა: დენიელ კრეიგი და საცუკი მიტჩელი (2005- 2010).


image

ვაისმა და კრეიგმა ერთმანეთი 2010 წელს გაიცნეს ფილმის გადაღებისას და რომანის დაწყებიდან ექვს თვეში ფარულად შეუღლდნენ.



ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება - მსახიობები უთიერთობის დაწყებამდე მრავალი წელი მეგობრები იყვნენ.



image

dazzling.news



ისინი ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს ღონისძიებებზე, ერთ წრეში ტრიალებდნენ, პარალელურად მიდიოდნენ წარმატებებისკენ კარიერაში.



ახალი ურთიერთობისთვის რეიჩელი დაშორდა რეჟისორ დარენ არონოფსკის, რომელსაც ათ წელზე მეტია რაც ხვდებოდა. დენიელმა კი ნიშნობა ჩაშალა პროდიუსერ საცუკი მიტჩელტან (მათი ურთიერთობა ხუთი წელი გრძელდებოდა)


გინახავთ ეს ფილმები? თუ არა- აუცილებლად უყურეთ.



იხილეთ ასევე:


აბდულ რაშიდ კარდარი (1904- 1989), იმ დროის ცნობილი რეჟისორი, გადაღებული აქვს ორმოცი ფილმი. მათ შორისაა - "შახდჟეხანი" (1946), "დილაგი" (1949), "დულარი" (1949) და "დილ დია დარლ ლია" (1966). ჟურნალმა Life, გამოაქვეყნა ის ფოტოსურათები, რომლებიც გადაღებული იყო 1951 წელს ჯეიმს ბიორკის მიერ იმ დროს, როდესაც რეჟისორი აბდულ რაშიდ კარდარი

იდეალური სილამაზის მქონე მოდელები პრიალა ჟურნალებიდან ისეთი პოპულარულები აღარ არიან, როგორც ადრე. მათ ნაცვლად ხშირად მოდიან არასტანდარტული გარეგნობის მქონე გოგონები. ცოტა ხნის წინ მათ მორიდებულად არიდებდნენ მზერას, დღეს კი ისინი უკვე სუპერმოდელები არიან. გადავავლოთ თვალი ყველაზე ცნობილებს...

ცოცხალი ბარბი! ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს უმშვენიერესი გოგონა, ნატურალური სიმაღლის თოჯინა ბარბია. იდეალურად გლუვი კანი და აბრეშუმივით თმა სამხრეთ სუდანელ - ავსტრალიელი მოდელის დაკი ტოტის Инстаграме.-ის გამომწერებს მუდმივად აბნევს და თავგზას ურევს. თუმცა, ამ ლამაზმანის გზა მსოფლიო ა...

ცნობილმა რუსმა მომღერალმა ფილიპ კირკოროვმა ყველა საიდუმლოს ფარდა ახადა ტელეწამყვან ლერა კუდრიავცევთან. გადაცემის ჩაწერისას მომღერალმა თავისი საგასტროლო მეუღლე აჩვენა. პოპულარულმა შემსრულებელმა განაცხადა, რომ მის პირად ცხოვრებაში წერტილია დასმული. იმაზე უკეთესი რაც იყო, შეუძლ...

ირანში ცხოვრობს მსახიობი, რომელიც ძალიან ჰგავს ჰოლივუდელ ვარსკვლავს, ანჯელინა ჯოლის. რამანა საიაჰი და რეჟისორი მოჰსენ მოჰსენი ჰასბ / ფოტოს წყარო: @ramana_sayahi Instagram სოციალურ ქსელში გამოჩნდა ინტერვიუ ირანელ მსახიობთან რამანა საიაჰისთან, რომლის გარეგნული მსგავსება მსოფლიოში ცნობილ მსახიობთან, ანჯელინა

0
1135
8-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
1135
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0