x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
საქართველო გამანადგურებელ დარტყმას მიიღებს, ერთი რაკეტა პირდაპირ თბილისში ჩავარდება-ვლადიმერ ჟირინოვსკი

image
"რა მიზანია საქართველოში - საბოლოოდ განდევნონ რუსები, შეცვალონ მთავრობა და უფლება მისცენ ამერიკულ თვითმფრინავებს, რომ გამოიყენონ ქართული აეროდრომები ანუ ყოფილი საბჭოთა აეროდრომები, ირანის დასაბომბად.

ამის სანაცვლოდ, საქართველო გამანადგურებელ დარტყმას მიიღებს და ქვეყნისგან არაფერი დარჩება, მაგრამ ამას ვერ აცნობიერებენ, მერე გვიანი იქნება.

ეს პატარა ტერიტორიაა, თან საუკეთესო აეროპორტი - ვაზიანი - თბილისთანაა. სრულიად შემთხვევით ერთი რაკეტა არა ვაზიანში, არამედ პირდაპირ ქალაქ თბილისში ჩავარდება, მაგრამ ამ ეტაპზე რისთვისაც უხდიან, იმ მუსიკას უკრავენ“ - განაცხადა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ფრაქციის თავმჯდომარემ, ვლადიმერ ჟირინოვსკიმ.

0
666
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
666
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0