x
image
alex999
Mediator image
9 საიდუმლო რონალდინიოს შესახებ, რომელიც დღემდე არ იცოდით!!!

რონალდინიო - ნამდვილი სახელით რონალდო დე ასის მორეირა აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად. ეს ყველამ ვიცით, მაგრამ მის შესახებ 9 საიდუმლო, რომელიც მან კარიერის დასრულების შემდეგ გაასაჯაროვა თითქმის არავინ იცოდა, დღევანდელ სტატიაში თქვენ შეიტყობთ მის 9 საიდუმლოს...


image








1. ელ-კლასიკოს წინ, რონალდინიომ სათითაოდ დაურეკა თავის თანაგუნდელებს და ამცნობა იმის შესახებ, რომ იგი რეალ მადრიდთან მატჩის შემდეგ გუნდს ტოვებდა, თუმცა ამის შესახებ არავის არ უნდა სცოდნოდა: "მე ჩემს გუნდელებს ვთხოვე, რომ შეენახათ ჩემი საიდუმლო... მე მათ ვუთხარი, რომ მატჩის შემდეგ, მადრიდის რეალის მოთამაშე უნდა გავმხდარვიყავი". შეხვედრის დაწყებამდე რამოდენიმე წუთის წინ, რონალდინიომ თანაგუნდელებთან განაცხადა, რომ ეს უბრალოდ გამოცდა იყო და აინტერესებდა თუ რამდენ თანაგუნდელს შეეძლო საიდუმლოს შენახვა: "დავრწმუნდი, რომ ჩემი თანაგუნდელები საუკეთესოები იყვნენ, მე მათ იმის პირობა მივეცი, რომ მათთან დავრჩებოდი ყოველთვის და რეალის გასანდგურებლად მუდამ მზად უნდა ვყოფილვიყავით". ნაგულისხმევი შეხვედრა ბარსელონას უპირატესობით დასრულდა 3-0.

image







2. გაინტერესებთ, თუ რომელი ვიდეო იყო პირველი, რომელმაც Youtube -ში 1 მილიონი ნახვა დააგროვა? მაშინ პასუხი მზადაა - რონალდინიოს მონაწილეობით Joga Bonita -ს რეკლამამ, რომელიც კომპანია Nike-მა დაუკვეთა, პირველი გახდა იუტუბის ისტორიაში, რომელმაც მილიონი ნახვა დააგროვა. ეს იყო 2005 წელს.

image







3. 2005 წლის 19 ნოემბერს, ბარსელონამ სტუმრად, სანტიაგო ბერნაბეუზე მადრიდის რეალი 3-0 დაამარცხა. შეხვედრაში გაუჩომ 2 გოლი გაიტანა და მაყურებლის აპლოდისმენტიც დაიმსახურა. როგორც რონალდინიო იხსენებს, მაგ დღეს რეალის ფანები რონალდინიოს მარადონასთან აიგივებდნენ.

image






4. რონალდინიო ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი 6-ვე თასი მოიგო: მსოფლიო ჩემპიონატი, კონფედერაციის თასი, კოპა ამერიკა, ჩემპიონთა ლიგა, კოპა ლიბერტადორესი და, Ballon d'Or. ამ ყველაფრის გარდა უამრავი პირადი ტიტულიც გააჩნია, აქედან გამომდინარე ის სხვა ლეგენდებისგან განსხვავდება.


image







5. 2003 წელს ეჭვგარეშე იყო, რომ რონალდინიო მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდოდა დევიდ ბექჰემის შემცვლელად. თუმცა მას პირობა ჰქონდა მიცემული სანდრო რუსელთან... თუ რუსელი გახდებოდა ბარსას პრეზიდენტი, რონალდინიო აუცილებლად მის გუნდში ითამაშებდა. ყველასთვის მოულოდნელად რუსელი გახდა ბარსელონას პრეზიდენტი და რონალდინიომაც პირობა შეასრულა, ასე ჩაიშალა გაუჩოს ტრანსფერი მანჩესტერ იუნაიტედში.

image







6. არც ისე სასიამოვნოა რონალდინიოს ფანებისთვის, თუმცა რეალობაა ის ფაქტი, რომ რონალდინიოს საკუთარი სახელწოდების პრეზერვატივების წარმოების კომპანია გააჩნია. ერთ-ერთ ინტერვიუს დროს მან განაცხადა: "ჩემი პრეზერვატივები შიდსისგან სრულიად დაგიცავთ, ამას მამაკაცების კეთილდღეობისთვის ვაკეთებ".

image






7. კარიერის მიწურულისკენ რონალდინიომ კოკო-კოლასთან სარეკლამო კონტრაქტი გააფორმა, თუმცა მოგვიანებით ფირმამ ვარსკვლავი ფეხბურთელი "პეპსი" -სთან ურთიერთობისას შენიშნა, რის გამოც კონტრაქტრი გაუქმდა და გაუჩომ 2, 3 მილიონი დოლარი იზარალა.

image







8. იყო დრო, როდესაც რონალდინიოს საბანკო ანგარიშზე მხოლოდ 8 დოლარი ჰქონდა. რონალდინიომ არაკანონიერად ააშენა სახლი, რის გამოც სასამართლომ 2.5 მილიონი დოლარით დააჯარიმა, ხოლო როდესაც მისი საბანკო ანგარიშები გადაამოწმეს, მას მხოლოდ 8 დოლარი ჰქონდა ანგარიშზე. ამიტომ სასამართლო 8 დოლარით დაკმაყოფილდა.

image







9. რონალდინიომ 13 წლის ასაკში პირველი რეკორდი მიითვალა. გრემიოს რიგებში მან ერთ მატჩში 23 გოლი გაიტანა, ხოლო მატჩიც რონალდინიოს გოლებით დასრულდა გრემიოს სასარგებლოდ 23-0.

image











სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

















<<<<< თქვენთვის საინტერესო >>>>>



5 ყველაზე არაჩვეულებრივი სოფელი დედამიწაზე - დაუჯერებელი არაფერია!!!

image





შაოლინის ბერების უსაზღვრო ფიზიკური მომზადება - კუნგ-ფუს ხელოვნება

image





15 უძლიერესი სახელმწიფო მსოფლიო ისტორიაში (ნაწილი 1 - ტოპ 8 სახელმწიფო)

image





თურქული პრესა: "ქართველები კვლავ თავისუფლებისთვის იბრძვიან"

image





ახალგაზრდა მიმტანმა ქალბატონი გაამხიარულა... რა იმოქმედა მეორე დღეს ამ ქალბატონის ქალიშვილმა?

image

0
1249
6-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1249
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0