x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134404
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508491
10 კინოშეცდომა, რომელიც აქამდე არ შეგიმჩნევიათ
image

ის ფაქტი, რომ ყველაზე ცნობილ, მაღალბიუჯეტიან ფილმებშიც კი იპარება პატარ-პატარა შეცდომები, უკვე არაერთხელ განგვიხილავს. ჩვენ, რა თქმა უნდა, მათი პოვნით ფილმების ხარისხს სულაც არ ვაკნინებთ! უბრალოდ, გვიხარია, რომ ასეთი დაკვირვირვებული თვალი გვაქვს და ჩვენს აღმოჩენებს თქვენც გიზიარებთ:


1. ტიტანიკი

90-იან წლებში ჯეიმს კამერონის უკვე ლეგენდად ქცეული ფილმი ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური პროექტი იყო… თუმცა, თავდაუზოგავი შრომის მიუხედავად, გადაღებებს სირთულეებისა და შეცდომების გარეშე მაინც არ ჩაუვლია.

image


ერთ-ერთ სცენაში ჩვენ ვხედავთ ჯეკს, რომელიც გემბანზე მარტო დგას, ხოლო მას შემდეგ, რაც იქ როუზთან ერთად ადის, აშკარაა, რომ ქიმის დიზაინი საგრძნობლად შეცვლილია.

image

რაც შეეხება სცენას, რომელშიც ჯეკი როუზს თვითმკვლელობას გადააფიქრებინებს – მოაჯირთან დგომისას გოგონას საყურეები უკეთია, რამდენიმე წამის შემდეგ კი ისინი მისი ყურიდან უჩინარდება.

image


2. მარსელი

image

როდესაც მარკი სადილისათვის სიას ადგენს, ის რატომღაც ორჯერ წერს შემწვარ ქათამს ტკბილ-მჟავე სოუსში.

image

მარსი მზისაგან დედამიწაზე 1.5-ჯერ მეტი მანძილითაა დაშორებული, თუმცა, რატომღაც, მზე იქ უფრო მკვეთრად კაშკაშებს, ვიდრე ჩვენს პლანეტაზე.

image

კედელზე წითელი მარკერით შესრულებული ხელმოწერა დროთა განმავლობაში აშკარად იცვლება.


3. ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი

image

საიუველირო მაღაზიის ვიტრინის გატეხვის სცენაში სამკაულები პირდაპირ მთავარი პერსონაჟებისაკენ მიფრინავენ, თუმცა ისინი საკმაოდ ოსტატურად ახერხებენ მათგან თავის დაღწევას. ამის მიუხედავად, მომდევნო სცენაში, ჩვენ ვხედავთ მთლიანად მორთულ-მოკაზმულს ნიუტსა და კოვალსკის.

4. ელისი საოცრებათა ქვეყანაში

image

ელისის სიმაღლეში გაზრდის ეპიზოდში ჩვენ ვხედავთ ცარიელ ჭერს, რომელიც რამდენიმე წამის შემდეგ მოხატული ხდება.

image


5. ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა

image

როდესაც ჰარი ჰოგვორტსიდან პირველ წერილს იღებს, ჩვენ აშკარად ვხედავთ, რომ მასზე დასმული ბეჭედი რამდენიმე წამის განმავლობაში არა მხოლოდ ფორმას, არამედ კონვერტზე განთავსების ადგილსაც კი იცვლის… და სრულიად დარწმუნებულები ვართ, რომ ამ შემთხვევაში მაგია არაფერ შუაშია!

0
174
1-ს მოსწონს
ავტორი:საინტერესო ინფორმაცია
საინტერესო ინფორმაცია
174
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0