x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
გლობალური დათბობა და დანაკარგები მსოფლიოში
image


ექსპერტები მიმდინარე წელს იმაზე გაცილებით ცხელ ზაფხულს ვარაუდობენ, ვიდრე წინა წლებში ფიქსირდებოდა. ტემპერატურამ მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით ევროპაში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. სიცხის გამო, სკოლებიდან ბავშვები უკვე დაითხოვეს, ქალაქებში კი, უფასო წყალი რიგდება. თუმცა ზაფხული ჯერ მხოლოდ ახლა დაიწყო და წინ კიდევ უფრო მაღალი ტემპერატურაა ნავარაუდევი.



რა ცვლილებებს იწვევს გლობალური დათბობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სტატიას BBC აქვეყნებს და წერს, რომ კლიმატური ცვლილებები ბევრ პროდუქტზე, დაწყებული კარტოფილითა და ბანანით, ზღვის პროდუქტებითა და ზეითუნის ზეთით დამთავრებული, უარყოფითად მოქმედებს. არსებობს ასეთი ვარაუდიც, რომ უახლოეს ათწლეულებში, გლობალური დათბობის შედეგად, ჩვენ დავკარგავთ ხუთ პროდუქტს, პირველი კი მათგან ყავა სახელდება. სასმელი უახლოეს მომავალში დელიკატესი გახდება და ასე მარტივად ხელმისაწვდომი აღარ იქნება.



მიზეზი არის ის, რომ მაგალითად ყავის განაშენიანება სპეციალურ პირობებს მოითხოვს: მას სჭირდება ტროპიკული კლიმატი, მაღალმთიანი რეგიონი, სტაბილური ტემპერატურა და ნალექი, მთელი წლის განმავლობაში, ასეთი ადგილები კი სამყაროში სულ უფრო ცოტა რჩება. ანუ გლობალური დათბობის გამო, 2050 წლისთვის ყავის მოსაყვანად ხელსაყრელი ტერიტორიების რაოდენობა ორჯერ შემცირდება, 2028 წლისთვის კი მთლიანად გაქრება. მაგალითად, ტანზანია ყავის მარცვლების მოპოვებით, ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, თუმცა ბოლო 50 წლის განმავლობაში, მოსავალი თითქმის ორჯერ შემცირდა, იმიტომ რომ ყოველი ტემპერატურული ცვლილება ერთი გრადუსითაც კი, მცენარეზე უარყოფითად აისახება.



რაც შეეხება ჩაის პლანტაციებს, აქ მდგომარეობა გაცილებით უკეთესადაა. ცხადია შემცირება არის მოსალოდნელი და 2050 წლისთვის განახევრებასაც ვარაუდობენ განსაკუთრებით აღმოსავლეთ აფრიკაში, თუმცა შემცირების გარდა პრობლემაა მისი ხარისხი, რომელიც პერიოდულად მცირდება და კარგავს არომატს. გლობალური დათბობა და ცხელი დღეების გახანგრძლივება, რისკის ქვეშ აყენებს მსოფლიოში კიდევ ერთ უძველეს კულტურას, კონიაკისა და ვისკის წარმოებას, რადგან მწველი მზე ყურძენს ზომაზე მეტად ატკბობს და მისგან ვეღარ კეთდება კონიაკი ან/და ვისკი.



ამიტომაც დღეს სასმელის უმსხვილესი მწარმოებლები, ახალ შესაძლებლობებს ეძებენ, ცდილობენ სხვა ჯიშის ყურძენი მოიყვანონ, იმისათვის, რომ არ დაიკარგოს ყველაზე მოთხოვნადი სასმელი და მის შესანარჩნებლად ყოველწლიურად ექსპერიმენტები ტარდება, რაშიც ათასობით ევრო იხარჯება, გარანტია კი ყველა შემთხვევაში ნულია. მეორე პრობლემაა შოტლანდიური ვისკის მწარმოებლებისთვის მტკნარი წლის ნაკლებობა, რასაც ასევე კლიმატის ცვლილება განაპირობებს.


პრობლემას ვერც ლუდის მწარმოებლები გადაურჩებიან და ჩეხეთიდან დაწყებული კალიფორნიით დასრულებული, პრობლემასთან გამკლავებას ცდილობს ყველა კომპანია ვინც ლუდზეა ორიენტირებული. გარდა ამისა, გლობალური დათბობის კიდევ ერთი მსხვერპლი - თითქმის ყველასთვის საყვარელი პროდუქტი, შოკოლადია. კაკაოს მარცვლების მოსაყვანად უმთავრესი პირობა ძალიან ცხელი და ნოტიო კლიმატია.


თუმცა, საშუალო ტემპერატურის ზრდა არღვევს მიმდინარე კლიმატურ სისტემას, რაც ამინდს არაპროგნოზირებადს და ექსტრემალურს ხდის, ხოლო შოკოლადის ხეები ძალიან მგრძნობიარეა და ძნელად იტანენ ამ ცვლილებებს. სწორედ ამ პირეობების დარღვევის გამო ბოლო 40 წლის განმავლობაში მისი რაოდენობა 40%-ით შემცირდა. ასევე უნდა დავემშვიდობოთ უახლოეს მომავალში მიწის თხილს, რადგან გლობალური დათბობა ამ კულტურებსაც ანადგურებს. მისი მოყვანა რთული პროცესია, რადგან განსაკუთრებით უყვარს სტაბილურობა.

0
26
შეფასება არ არის
ავტორი:საინტერესო ინფორმაცია
საინტერესო ინფორმაცია
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0