x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
აღმოჩენილია ახალი სასიკვდილო ვირუსი
image
უცნობი ვირუსისგან გარდაიცვალა ერთი ქალი, კიდევ ორი მძიმე მდგომარეობაშია.


ბოლივიაში განგაში ატეხეს მას შემდეგ, როდესაც მედიკოსებმა ახალი აქამდე უცნობი ვირუსი აღმოაჩინეს, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტი გაბრიელა მონტანიო მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაეხმარონ გამოავლინონ თუ რა სახის ვირუსთან აქვთ საქმე და როგორ ებრძოლონ მას.იუწყება Sputnik Mundo.


F



უცნობმა ვირუსმა მოკლა ერთი ქალი, ორიც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება, კიდევ სამ ადამიანს აღმოაჩნდა დაავადების ნიშნები, ბოლივიის ჯანდაცვის მინისტრი თავიდან ვარაუდობდა, რომ ეს შესაძლებელია ყოფილიყო გრიპის აქამდე უცნობი ახალი ვირუსი ან დენგეს ცხელება“რომელიც შემდეგი სიმპტომებით ხასიათდება: ძლიერი ცხელება (41 გრადუს ცელსიუსამდე); თავის ტკივილი; კუნთების, ძვლების, სახსრების ტკივილი; ტკივილი თვალებს უკან. შესაძლოა გამოვლინდეს: გავრცელებული გამონაყარი; გულისრევის შეგრძნება და ღებინება; იშვიათად, მცირე სისხლდენა ღრძილებიდან ან ცხვირიდან.



ლა-პასას ორ საავადმყოფოში საგანგებო ზომებია მიღებული სანიტარულ-ჰიგიენური თვალსაზრისით, ადგილზე უკვე ჩავიდა სამი ექსპერტი ვირუსოლოგი, ადგილობრივ ლაბორატორიული კვლევებით დადგინდა, რომ ეს არ არის დენგეს ცხელება, არც ჩიკუნგუნიას ვირუსი და არც გრიპი, ნიმუშები კველევისთის ატლანტის (აშშ) დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრში გადააგზავნეს.

0
36
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0