x
image
მანჩო 777
"დანდი, მეტსახელად ნიანგი": ცნობილი ფილმის პროტოტიპის ნამდვილი ისტორია
გასული საუკუნის 80-იანი წლების ამერიკული პოპ-კულტურა სავსე იყო საოცრებებითა და ეგზოტიკით, მაგრამ განსაკუთრებით უცნაური იყო უეცრად აფეთქებული სიყვარული ავსტრალიის მიმართ. რამდენიმე წლის განმავლობაში ამერიკელი კინემატოგრაფების ყურადღების ცენტრში იყო და ცხოველ ინტერესს იწვევდა კენგურუებისა და სირაქლემების სამშობლო. ბევრი ფილმი იქნა გადაღებული ავსტრალიის და ავსტრალიელების შესახებ, მაგრამ არცერთ მათგანს ისეთი პოპულარობა არ მოუპოვებია, როგორიც სათავგადასვლო, სავსებით უწყინარ და ერთი შეხედვით ბანალური შინაარსის ფილმს "დანდი, მეტსახელად ნიანგი".




image


დიახ, ალბათ ბევრ თქვენგანს ახსოვს რომანტიკული სათავგადასავლო კომედია "დანდი, მეტსახელად ნიანგი". მიუხედავად, იმისა, რომ ის სპეცეფექტებითა და მაღალი მხატვრული ღირებულებით არ გამოირჩეოდა, ძალიან ბევრს მოსწონდა და სიამოვნებით უყურებდნენ (რამდენჯერმეც კი)... მაყურებლები მოხიბლული რჩებოდნენ ფილმის მთავარი გმირის სიმამაცითა და სასიყვარულო თავგადასავლით, თუმცა ბევრმა მათგანმა არ იცოდა, რომ ფილმის მთავარ გმირს ნამდვილი, არანაკლებ ცნობილი პროტოტიპი ჰყავდა.

ფილმი გადაღებული იქნა 1986 წელს და მისმა ბიუჯეტმა 10 მილიონი დოლარი შეადგინა. მთავარი როლის შემსრულებელმა პოლ ჰოგანმა ითამაშა ბუშმენის როლი, რომელიც სიცოცხლეში პირველად ხვდება დიდ ქალაქში - ნიუ-იორკში. მაიკლ ჯო დანდის პროტოტიპი რეალურ ცხოვრებაში გახლდათ რეალური ავსტრალიელი, შესანიშნავი მკვლევარი და ბუნებისმცოდნე როდნი ანსელი.




image


ადრეული ბავშვობიდანვე უყვარდა როდნის ავსტრალიის ველური ბუნება. 15 წლის ასაკში ის კვინსლენდიდან ჩრდილოეთ ავსტრალიაში გადასახლდა და ხელი მიჰყო ველურ კამეჩებზე ნადირობას. 1977 წლის მაისში ანსელმა გადაწყვიტა სათევზაოდ წასულიყო მდინარე ვიქტორიაზე. მას თან მხოლოდ ორი ძაღლი ახლდა. ამ მოგზაურობამ ძირფესვიანად შეცვალა მონადირის ცხოვრება.

როცა ანსელი მდინარეზე მიცურავდა, მის მოტორიან ნავს რაღაც უზარმაზარი არსება დაეჯახა. მეთევზე ამტკიცებდა, რომ ეს იყო ვეშაპი, თუმცა მდინარეში მისი არსებობა მეტად საეჭვოა. სავარაუდოდ, ეს იყო უზარმაზარი ნიანგი. ნიანგმა ნავი გადააბრუნდა და ანსელს მოუწია პატარა გასაბერი ნავით გადაერჩინა თავი. მონადირეს სურსათის მარაგი თითქმის არ დარჩა. მან გასაბერ ნავში მხოლოდ ერთი დანის, შაშხანის და ძაღლის აყვანა შეძლო. დასუსტებულმა რუდნიმ გრძნობა დაკარგა და დინებამ ნავი ზღვაში გაიტაცა, შემდეგ კი პატარა უკაცრიელ კუნძულზე გამორიყა. 56 დღის განმავლობაში იბრძოდა მონადირე თავის გადარჩენისათვის ამ სასტიკი ბუნების პირობებში.



image


პირველი ორი დღის განმავლობაში ანსელმა ვერ შეძლო მტკნარი წყლის პოვნა და სასოწარკვეთილმა მოკლა საკმაოდ დიდ ფრინველი, რომ მისი სისხლით მოეკლა წყურვილი. მან დაიჭირა ფუტკარი და მიაბა ძაფი, რომ თვალყური ედევნებინა, თუ სად იყო მათი სკა, რათა თაფლი ამოეღო. ღამღამობით ანსელს თავის ძაღლთან ერთად ხეზე ეძინა, რათა მშიერი ნიანგების საკბილო არ გამხდარიყო.

კამეჩებზე მონადირეს გადარჩენის არანაირი იმედი არ ჰქონდა: რუდნიმ თავის შეყვარებულს უთხრა, რომ რამდენიმე თვით მიდიოდა სანადიროდ, ასე რომ, მას ძებნას არავინ დაუწყებდა. სწორედ მაშინ დახელოვნდა ანსელი ნიანგების დაჭერაში. ამბობდნენ, რომ რუდნის ცალი ხელით შეეძლო მოზრდილი ნიანგის მოხელთება და არანაირი შიში არ ჰქონდა ამ საშინელი ქვეწარმავლების მიმართ.



image


ერთ ბედნიერ დღეს რუდნიმ ცხენის ფეხის ხმა გაიგონა, გაიქცა იქეთ, საიდანაც ეს ხმა მოდიოდა და წააწყდა ორ აბორიგენს და ერთ თეთრკანიან ადამიანს. ამ ადამიანის წყალობით ანსელი ცივილიზაციას დაუბრუნდა და სულ მალე მთელმა ქვეყანამ იცოდა მისი თავგადასავლების ამბავი. მან დაწერა წიგნი" ველურ ბუნებასთან ბრძოლაში" და გადაღებული იქნა ამავე სახელწოდების დოკუმენტურ ფილმში. ბოლოს ანსელი თავის მშობლიურ ადგილებში დაბრუნდა და ძველებურ ცხოვრებას მიჰყო ხელი.


როცა პოლ ჰოგანი გადაიღეს ფილმში "დანდი, მეტსახელად ნიანგი", ყველა ალაპარაკდა ანსელის ისტორიაზე. ფილმის შემქმნელებმა აღიარეს, რომ მთავარი გმირის პროტოტიპი როდნი ანსელი გახლდათ, თუმცა მას ამ ფილმიდან ერთი გროშიც კი არ მიუღია და მხოლოდ ეს არა: როცა ნამდვილმა დანდიმ გადაწყვიტა თავის ფერმაში დაეწყო მცირე ბიზნესი «The Real Crocodile Dundee Adventure Tour» (ნამდვილი ნიანგ "დანდის" სათავგადასავლო ტური), კინოკომპანია Paramount Pictures მას სასამართლოთი დაემუქრა.


image


კამეჩების პოპულაციის შემცირებამ და მავნებლების გავრცელებამ, რომლებმაც ფერმერის მიწა მოუსავლიანი გახადეს, ანსელის ბიზნესი 1990-იან წლებში მიწასთან გაასწორა. ის იძულებული გახდა მიეტოვებინა მშობლიური ადგილები და ბედის საძებნელად ჩრდილოეთში წასულიყო. რუდნიმ ცოლად შირთო აბორიგენი ქალი და მასთან ერთად ცხოვრობდა რეზერვაციაში მდინარე ურაპუნგის სანაპიროზე. ყოფილმა კამეჩებზე მონადირემ თავისი დარდის და ტკივილის გასაქარვებლად მარიხუანას მოყვანას და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს მიჰყო ხელი.




1999 წელს პოლიციელებისაგან დევნილმა ანსელმა რევოლვერით მოკლა ერთ-ერთი მათგანი და თვითონაც სასიკვდილოდ დაიჭრა მათ მიერ. გვამის გაკვეთის დროს მის სისხლში დიდი რაოდენობით მეტაფტამინი აღმოჩნდა. ზოგადად, მონადირის მეგობრები ყვებოდნენ, რომ ანსელს ჰქონდა მუდმივი შიში და იტანჯებოდა დევნის მანიით. " ნამდვილი ნიანგი დანდი" აბორიგენებმა მდინარის პირას დაკრძალეს თავიანთი წეს-ჩვეულებებით.

აი ასეთი სევდიანი დასასრული აქვს ისტორიას ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობილი ავსტრალიელისა, რომელიც იყო ნამდვილი "დანდი, მეტსახელად ნიანგი".


0
137
5-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
137
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0