x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
კვირის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - "8-14 ივლისი"
გთავაზობთ 2019 წლის ივლისის თვის, 8-დან 14-მდე რიცხვების, ანუ კვირის ჰოროსკოპს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის.

image




1. ვერძი.


image



ამ კვირაში გელით დიდი ფინანსური წარმატება, რომელიც დაგეხმარებათ დაგეგმოთ მოგზაურობა ან მოახერხოთ შენაძენი. თავი შეიკავეთ თქვენი სიკეთისგან და ნუ გაფლანგავთ ამ "წარმატებას".


ხუთშაბათი ხელსაყრელი დღეა საბუთების მოსაგვარებლად, ან ვიზის მისაღებად, ამიტომ მსგავს საქმეებს სხვა დღისთვის ნუ გადადებთ.


ამ კვირაში მეგობრული შეკრებები ვერ მოგიტანთ წარმატებას, ამიტომ კონცენტრირდით მხოლოდ ოჯახსა და პირად ურთიერთობებზე. ეცადეთ, რომ ეს კვირა გაატაროთ ოჯახის წევრებთან ერთად.





2. კურო.


image


წარმატებული კვირა იქნება მათთვის, ვისაც ელის ფინანსური ურთიერთობები და შეთანხმებები სამსახურში. ამიტომ, ეცადეთ კარგად კონცენტრირდეთ საქმეზე და წარმატება არ დააყოვნებს.


ხელი მოკიდეთ ისეთ საქმეებს, რომელიც მოითხოვს ყურადღებას დეტალებზე, რადგან წარმატებული დღეებია მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის. გახსოვდეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ გავლენის მოხდენა ნებისმიერ სიტუაციაზე და შეგიძლიათ ყველაფრის შეცვლა, რაც არ მოგწონთ.






3. ტყუპები.


image


ტყუპებისთვის ეს კვირა წარმოუდგენლად წარმატებული იქნება. გელით სიურპრიზები პირად ურთიერთობებშიც.


ცვლილებებს მოახდენთ სამსახურში, რადგან თქვენი ახალი ბიზნეს-გეგმები მოგცემთ საშუალებას დაწინაურდეთ.


ეცადეთ შაბათი დღე გაატაროთ მეგობრების გარემოცვაში. სასიამოვნო ურთიერთობები მოგანიჭებთ სიამოვნებას, რაც საშუალებას მოგცემთ თქვენი არეული ფიქრები დაალაგოთ. კვირას შეგიძლიათ დაგეგმოთ რომანტიკული ურთიერთობები ან მოგზაურობა.





4. კირჩხიბი.


image


კირჩხიბს დატვირთული კვირა ექნება- საქმეს საქმე დაემატება. მასთან ადვილად გასამკლავებლად, დაყავით ის პუნქტებად და თავს ადვილად და წარმატებით გაართმევთ.


შაბათი-კვირა გექნებათ ძალიან აზარტული, ამიტომ ნებისმიერი ექსპერიმენტი წარმატებით გაამართლებს.





5. ლომი.


image


ეს კვირა წარმატებული იქნება სამსახურში ყველაზე რთული წამოწყებებისთვისაც კი. ნუ იქნებით მხოლოდ საკუთარ თავზე დამოკიდებული, მიენდეთ კოლეგებს, ისინი კარგ დახმარებას გაგიწევენ. შეინარჩუნეთ ცივი გონება, რომელიც გზაა აღმაფრენისკენ.


ნუ დაგავიწყდებათ პირადი ცხოვრება, რადგან თქვენი რთული გრაფიკის გამო ოჯახის წევრები ვეღარ გხედავენ. ეცადეთ შაბათ-კვირა დაგეგმოთ ქალაქიდან გასვლა, ან თეატრსა და კინოში წასვლა მათთან ერთად.


ხუთშაბათი წარმატებული დღე იქნება ფინანსური იდეებისთვის. თუმცა, ნუ გაასესხებთ ამ კვირაში ფულს, რადგან შეიძლება დანაკარგით ან ურთიერთობის გაფუჭებით დასრულდეს.





6. ქალწული.


image


ახალი საქმეები გელოდებათ ამ კვირაში, რაც საკმაოდ დამღლელი იქნება, შვებას კი ახლობლებისა და მეგობრების გარემოცვაში ჰპოვებთ. გარდა ამისა, მოულოდნელი ფინანსური წარმატება გელით, რასაც თქვენთვის მოულოდნელად, ძველი, მივიწყებული წამოწყება მოიტანს.





7. სასწორი.


image


აუცილებლად მოახდინეთ საქმეზე მაქსიმალური კონცენტრაცია. კვირის პირველი ნახევარი წარმატების და ფულის დაბანდების ყველაზე ხელსაყრელი დღეებია. ხოლო კვირის მეორე ნახევარში გელით დაუგეგმავი დანახარჯები - მოულოდნელი რემონტი, ავეჯის განახლება და სხვა. ეცადეთ ნაკლებად მოისმინოთ სხვისი რჩევები ამ კუთხით, რადგან ეკონომიის გაწევა, სხვა არაფერია თუ არა ზარალი უახლოეს მომავალში.






8. მორიელი.


image


მორიელს კვირის დასაწყისში მოუწევს გადაწყვეტილებებისგან თავის არიდება. ეცადეთ არ გაფლანგოთ ფული და კარგად დაფიქრდეთ სანამ შეიძენთ, ნამდვილად გჭირდებათ ეს ნივთი?


ვარსკვლავები გვამცნობენ, რომ დასვენებისთვის ყველაზე ხელსაყრელი, სწორედ ეს კვირაა.






9. მშვილდოსანი.


image


კვირის პირველ ნახევარში ფინანსური პრობლემები შეგექმნებათ, თუმცა ოთხშაბათს ეს საკითხი გადაწყდება. ეცადეთ, სამსახურში არ თქვათ უარი დამატებით საქმიანობაზე, რაც შემოსავლების, ასევე დამატებითი წყარო გახდება.


თუმცა, ზოგადად, მთელი კვირა იქნება საკმაოდ პროდუქტიული. ხელსაყრელი დროა, რომ წამოიწყოთ ყველა გეგმა, რომელიც აქამდე გადადებული გქონდათ. კარგი იქნება, თუ კვირის ბოლო ნახევარს სახლის რემონტს დაუთმობთ.


უმჯობესია, შაბათი-კვირა ხმაურიანი ადგილებიდან მოშორებით გაატაროთ.





10. თხის რქა.


image


კვირის დასაწყისში უარი თქვით შემოთავაზებებზე, რადგან ისინი თქვენთვის მოსალოდნელი შედეგებით არ დასრულდება.


ეცადეთ აირჩიოთ ცხოვრების სწორი წესი, ან მოტივაციისთვის 15-20 წუთი დაუთმოთ სასარგებლო წიგნის ან სტატიის კითხვას, რაც აუცლებლად გახდება თქვენი ცხოვრების სასიკეთოდ შეცვლის საწინდარი.





11. მერწყული.


image


კვირის პირველი ნახევარი წარმატებულია საყიდლებისთვის, ამიტომ ასევე წარმატებული დღეები იქნება ინვესტიციებისთვის, რადგან მომავალში აუცილებლად ნახავთ მისგან სარგებელს. ამ კვირაში უარი თქვით ვალებსა და კრედიტებზე.


ასევე პირველ დღეებში ნუ შეასრულებთ იმ რთულ და მძიმე საქმეებს, რაც თქვენგან ენერგიის ხარჯვას ითხოვს.


პარასკევს ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება. გელით შეხვედრა, რომელიც თქვენს ფინანსურ მხარეს მოაგვარებს. თუმცა, ამ კვირაში თავი შეიკავეთ ფულის გასესხებისგან, რადგან შესაძლოა ის დაკარგოთ.






12. თევზები.


image


ამ კვირაში გექნებათ დიდი შანსი იმისა, რომ კონფლიქტების ეპიცენტრში მოხვდეთ. თქვენს პირად გეგმებსა და გადაწყვეტილებებს ნუ გაანდობთ ახლობლებსა და ნათესავებს. დროა გაფანტოთ თქვენი ორჭოფობა და ეჭვები, მიენდეთ საკუთარ აზრს და ნუ იკითხავთ რჩევას, რადგან სანამ დამოუკიდებელი და მტკიცე აზრები არ გექნებათ, მანამ წარმატებას ვერ მიაღწევთ.


შაბათი-კვირა საკმაოდ საინსტერესო იქნება. გექნებათ ახალი ნაცნობობა და ურთიერთობები, რაც არსებით გავლენას მოახდენს თქვენს ცხოვრებაზე.




0
992
10-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
992
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0