x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"თუ არ მოგწონს თქვი. თუ არ მოგწონს გადართე, მაგრამ სხვის სისუსტეზე შენს თავს ნუ დააშენებ!" - კახა კინწურაშვილი

image



გიორგი გაბუნიას უცენზურო მონოლოგის გარშემო საზოგადოების მხრიდან ვნებათაღელვა კვლავ არ ცხრება, ამჯერად, ამ თემასთან დაკავშირებით, მსახიობმა და ტელეწამყვამა, კახა კინწურაშვილმა სოციალური ქსელის საშუალებით საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა: "პუტინის ოჯახი მოვტყან და მისი პოლიტიკა, თავის მომხრეებთან ერთად რუსეთშიც და საქართველოშიც! რუსულმა პოლიტიკამ ბავშვობა გამინადგურა და ასიათასობით ადამიანს სიცოცხლე გაუმწარა! მიუხედავათ ამისა ვიაზრებ, რომ საჯარო სივრცეში გინება უზრდელობაა და სისუსტე. აუცილებლად გიბრუნდება უკან სხვა და სხვა ფორმით. ყოფილი პრემიერი პირდაპირ ეთერში იგინებოდა, პარლამენტარები იგინებიან პარლამენტში თუ მის გარეთ, მწერლები და სხვა სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლებიც სოციალურ ქსელში თუ ეთერში იგინებიან და ილანძღებიან.მღვდლები, ვითომ რაინდები, ვითომ პატრიოტები, ვითომ მეზობლები, ვითომ სიმართლის დამცველები, ვითომ ქრისტიანები, ყველა, ყველა იგინება და იწყევლება. და რატომ გვიკვირს რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით მივიღეთ გაბუნიას უსუსტესი და გადატყლარჭული მონოლოგი?! მაგრამ გაბუნიას თუ მისი უფროსობის ქვეყნიდან გაძევების უფლება არავის არ ააქვს! თუ არ მოგწონს თქვი. თუ არ მოგწონს შეიცვალე. თუ არ მოგწონს გადართე, მაგრამ სხვის სისუსტეზე შენს თავს ნუ დააშენებ! და მთავარს ნუ დავივიწყებთ რუსეთი მტერია! საქართველო უკეთესი იქნება! გახარია გადადგება!".




0
314
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
314