x
image
_K_
10+ სახიფათო ტატუ, რომელთა მნიშვნელობა ბევრმა არ იცის
imageტატუები ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალო გამოსახულებას სხეულზე. ადამიანთა გარკვეული ჯგუფისთვის ტატუს ინდივიდუალური მნიშვნელობა აქვს, რაც მის მფლობელთან ასოცირდება. თუმცა, არსებობს ტატუები, რომლებსაც სახიფათო მნიშვნელობა აქვს. იმისთვის, რომ დაცულები იყოთ, გადავწყვიტეთ, რამდენიმე მათგანი გაგაცნოთ. როგორც აღმოჩნდა, გარკვეული ტატუების გამო ზოგ ქვეყანაში შესაძლოა ციხეში მოხვდეთ, ზოგან კი - სვირინგი სიცოცხლის ფასად დაგიჯდეთ.








ცრემლი

ცრემლი მარჯვენა თვალის ქვეშ ხშირად იმას ნიშნავს, რომ ტატუს მფლობელმა მკვლელობა ჩაიდინა, ან სცადა მაინც ეს. ბევრი ადამიანი იკეთებს ამ სვირინგს იმ შემთხვევაში, თუ საყვარელი ადამიანი ციხეშია ან ტრაგიკულად დაიღუპა. ამ ტატუმ პრობლემა იმ შემთხვევაში შეიძლება შეგიქმნათ, თუ მას გასართობად გაიკეთებთ, რადგან კრიმინალურ სამყაროში სჯერათ, რომ ყოველი ტატუ უნდა "დაიმსახურო" და "გამოიმუშავო".

image








ბუდა

ნებისმიერი ღმერთის გამოსახვა სხეულზე დანაშაულად (უღმერთობად) მიიჩნევა. ამიტომაც, ტურისტებს, რომლებსაც ბუდას გამოსახულება აქვთ სხეულზე და ბუდისტურ ქვეყნებში სურთ შესვლა, ხშირად ექმნებათ პრობლემები საზღვრის პოლიციასთან.


image








იაკუძა

იაპონიაში მხოლოდ იაკუძას წევრებს აქვთ მისი ტატუს გაკეთების უფლება. იაკუძა ყველაზე ძლევამოსილი და სისხლს მოწყურებული კრიმინალური დაჯგუფებაა იაპონიაში. ამიტომაც ყველა, ვისაც მსგავსი ტატუ აქვს და დაჯგუფების წევრი არაა, სჯობს, მათთან შეტაკებას ერიდოს.

image








სამყურა

ადამიანები ხშირად ისვირინგებენ ამ ბალახს იღბლის სიმბოლოდ, მაგრამ თუ 4-ის ნაცვლად 3 ფოთლიანი სამყურას ტატუ გექნებათ, ეს იმას ნიშნავს, რომ ირანული კრიმინალური დაჯგუფების წევრი ხართ. თუ ამ დაჯგუფების წევრი მსგავსი ტატუთი გნახავთ და ეცოდინება, რომ მისი თანაგუნდელი არ ხართ, სერიოზული პრობლემები შეგექმნებათ.

image








მავთულხლართი

კრიმინალურ სამყაროში მავთულხლართის ტატუ ნიშნავს, რომ მისი მფლობელი გასამართლებული იყო. მავთულის ყოველი ნასკვი ციხეში გატარებულ ერთ წელიწადზე მიუთითებს. ამიტომაც არის, რომ როცა ჩვეულებრივი მოქალაქე იკეთებს მსგავს ტატუს, ყოფილი პატიმარი ამას დამცირებად ან დაცინვად აღიქვამს. სიფრთხილისთვის გირჩევთ, მსგავს სვირინგს ერიდეთ!

image








განრისხებული მტაცებელი

ჩვეულებრივი მოქალაქეები განრისხებულ მტაცებელს სიმამაცესთან, გამბედაობასთან და სიძლიერესთან ასოცირებენ. თუმცა, კრიმინალურ სამყაროში ადამიანები, რომლებსაც მსგავსი ტატუ აქვთ, ამით ამბობენ, რომ ძალადობრივი დანაშაული აქვთ ჩადენილი და ამას არ ნანობენ. ასე რომ, თუ ასეთი სვირინგი გაქვთ, სერიოზული პრობლემები შეიძლება შეგექმნათ კრიმინალებთან, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ ასეთ ტატუს დამსახურება სჭირდება.

image








"ბეჭდები" თითებზე

თითებზე გაკეთებული ბეჭდების ტატუებით სწრაფად და იოლად შეგიძლიათ მიხვდეთ, იყო თუ არა სვირინგის მფლობელი გასამართლებული და რამდენად პატივსაცემ ადამიანად მიიჩნეოდა ციხეში. თითოეული "ბეჭედი" მფლობლის ავტორიტეტსა და გამოცდილებაზე მიუთითებს. ასე რომ, თუ ყოფილი პატიმარი ნახავს, რომ მსგავსი ტატუ გასართობად გაქვთ გაკეთებული, ეს არ მოეწონება და შეიძლება დამცირებადაც კი აღიქვას.

image








ჯვარი მკერდზე

დიდი ჯვრის ტატუირება მკერდზე ყველაზე სახიფათოა რუსეთში. ამ ქვეყანაში სწორედ მსგავს სვირინგებს ატარებენ ყველაზე გავლენიანი კრიმინალები. ამიტომაც, მისი გაკეთება გასართობად საკმაოდ სახიფათოა, რადგან თუ კრიმინალი დაგინახავთ, ამისთვის პასუხს მოგთხოვთ.

image








ობობის ქსელი

ობობის ქსელი გასამართლებული ხალხის ავტობიოგრაფიასავითაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი დიდი ხნის განმავლობაში ისხდნენ ციხეში და წამალზე დამოკიდებულებას ებრძოდნენ. ერთი რგოლი შუაში მფლობელის რთულ წელზე მიუთითებს. ამ ტატუთი კრიმინალები "თავიანთ ხალხს" ცნობენ და საკმაოდ ცუდი რეაქცია ექნებათ, თუ გაიგებენ, რომ ჩვეულებრივმა მოქალაქემ მსგავსი ტატუ უბრალო მოწონების გამო გაიკეთა.

image








5 წვეტიანი გვირგვინი

აშშ-ში 5 წვეტიანი გვირგვინი "ლათინოსი მეფეების ბანდის" სიმბოლოა. ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი დაჯგუფებაა როგორც ციხეში, ასევე მის კედლებს გარეთ. ალბათ, აშკარაა, რომ ამ ტატუს გასართობად გაკეთება არ ღირს.

image








3 წერტილი

ამ პაწაწინა ტატუს მთელ მსოფლიოში ერთი და იგივე მნიშვნელობა აქვს - Mi vida loca (ჩემი გიჟური ცხოვრება). სვირინგი მფლობელზე რამე კონკრეტულს არ ამბობს, გარდა იმისა რომ მან კანონი დაარღვია, ან რამე კავშირი ჰქონდა კრიმინალურ სამყაროსთან. ასე რომ, თუ არ გინდათ, პრობლემები შეგექმნათ, სჯობს, ასეთი ტატუ თავიდან აირიდოთ.

image








ვარსკვლავები

ვარსკვლავი ჩვეული ტატუა ყოფილი პატიმრებისთვის. მის მნიშვნელობას მდებარეობის ადგილი განსაზღვრავს. მაგალითად, ვარსკვლვები მუხლებზე ნიშნავს, რომ ადამიანი არასდროს დაემორჩილება ვინმეს სურვილს, ვარსკვლავებს მხრებზე კი ძალისა და პატივისცემის დატვირთვა აქვს. კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებს ცუდი რეაქცია აქვთ, როცა ხედავენ, რომ ვიღაცამ ასეთი ტატუ გასართობად გაიკეთა.

image








ბანქო

კრიმინალურ სამყაროში თითოეულ კარტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მისი წყობის მიხედვით ხვდებია, რომელ ციხეებში იყო ტატუს მფლობელი, რამდენად ძლიერი იყო მისი გავლენა და ძალაუფლება და ა.შ. თუ კარტების წყობას კავშირი არ აქვს თქვენს ცხოვრებასთან, ამას კრიმინალები ტყუილად აღიქვამენ.

image







ხანჯალგაყრილი ვარდი

ამ ერთი შეხედვით რომანტიკულ ტატუს ციხეში იმ შემთხვევაში აკეთებენ, თუ ადამიანი სრულწლოვნებამდე მოხვდა საპატიმროში. ვარდი ხანჯლის გარეშე ნიშნავს, რომ მას ციხეში ყოფნისას შეუსრულდა 18 წელი. ასეთ ადამიანებს ისე ექცევიან, როგორც გამოცდილ და ბევრი რამის გამოვლილ პატიმრებს და თუ ვინმეს მსგავსი სვირინგი გასართობად ექნება გაკეთებული, ეს სერიოზულ გაუგებრობას გამოიწვევს.

image








კლოუნი

ბრაზილიაში ასეთი ტატუ შესაძლოა სიცოცხლის ფასად დაგიჯდეთ, რადგან ამ ქვეყანაში ამ სვირინგს ის ადამიანები იკეთებენ, ვინც პოლიციელი მოკლეს.

image








ომთან დაკავშირებული და პოლიტიკური ტატუები

ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკასთან და რელიგიასთან დაკავშირებული ტატუები აქვთ, თავიანთი შეხედულების დასაცავად ნებისმიერ მომენტში უნდა იყვნენ მზად. ბევრ ქვეყანაში მსგავსი ტატუები ჯარიმით ან პატიმრობით ისჯება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ტატუ სხვა ადამიანის შეხედულებებს შეურაცხყოფს.

image

p.s. მასალის გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.







ასევე დაგაინტერესებთ:


1. 10 რამ, რაც ტატუს გაკეთებამდე უნდა გაითვალისწინოთ

image


2. ყველაფერი, რაც პირსინგის შესახებ უნდა იცოდეთ

image


3. გაინტერესებთ, რატომ არ შეიძლება სითხის ატანა თვითმფრინავში?

image

1
13739
6-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
13739
  
2019, 14 ივლისი, 23:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1