x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ჯგუფური მუშაობის მნიშვნელობა, მასთან დაკავშირებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე.“
image

მსოფლიოში სასწავლო პროცესის ორგანიზაციის ფორმებს შორის აღსანიშნავია ჯგუფური მუშაობა. ტრადიციულად ჩატარებულ გაკვეთილზე სხვადასხვა აქტივობის დროს ძირითადად აქტიურობენ ძლიერი მოსწავლეები, რადგან ისინი მასალას სწრაფად იგებემ, ითვისებენ და ხშირ შემთხვევაში მასწავლებელიც მათ ეყრდნობა. სუსტი და გაუბედავი მოსწავლე კი ჩრდილშია, ვინაიდან, დრო არ ჰყოფნის, რომ ყველაფერი გაიაზროს, ნათლად წარმოიდგინოს და ვერც იმას ბედავს, კითხვით მიმართოს მასწავლებელს. ჯგუფური (თანამშრომლობითი) სწავლება სხვაგვარ ფორმას გვთავაზობს. მოსწავლის გვერდით გუნდია, რომლის წინაშეც პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს, რადგან გუნდის წარმატებაში თითოეულ წევრს შეაქვს წვლილი. ერთმანეთს უნდა დაეხმარონ გაგება-გააზრებაში, ერთად იმსჯელონ და დასკვნებიც ერთად უნდა გამოიტანონ.

სწავლა-სწავლების პროცესს თან ახლავს სირთულეები, ჯგუფური მუშაობა მნიშვნელოვანი ნაწილია ამ პროცესისა და, რა თქმა უნდა, მასაც თან ახლავს პრობლემები, რომელიც ჯერ უნდა გამოავლინოს მასწავლებელმა და შემდეგ იზრუნოს მათ აღმოფხვრაზე

მოსწავლეზე ორიენტირებულმა განათლებამ ძლიერი ბიძგი მისცა თანამშრომლობითი პედაგოგიკის განვითარებას და დღეს ფართოს არის გავრცელებული მსოდლიოში. სასწავლო პროცესების ორგანიზაციის ფორმებს შორის აღსანიშნავია წყვილებში და ჯგუფური მუშაობა. ტრადიციული გაკვეთილების დროს ძირითადად ძლიერი მოსწავლეები აქტიურობენ ისინი ახალ მასალას ადვილად იგებენ, სწრაფად ითვისებენ და მასწავლებელიც მათ ეყრდნობა. სუსტი და გაუბედავი მოსწავლე კი ჩრდილში რჩება.ვინაიდან, დრო არ ჰყოფნის ყველაფის ასათვისებლად და გასააზრებლად, ვერც იმას ბედავს, რომ ჰკითხოს მასწავლებელს და თუ მასწავლებელი კითხვით მიმართავს, ან ვერ პასუხობს, ან არასწორად პასუხობს და აფერხებს საგაკვეთილო პროცესს.


თანამშრომლობითი პედაგოგიკა გვთავაზობს სხვანაირად სწავლას, როცა მოსწავლის გვერდით არიან მისი ამხანაგები, რომელთაც უნდა დაეხმაროს ან დაეკითხოს, გაარკვიოს ის, რაც მისთვის გაუგებარია. მოსწავლეებს შეუძლიათ ერთობლივად იმსჯელონ და გამოიტანონ დასკვნები, როცა თითოეულ მოსწავლეზეა დამოკიდებული ჯგუფის წარმატება თუ წარუმატებლობა შეუძლებელია, არ გააცნობიეროს პასუხისმგებლობა საკუთარი თავისა და ჯგუფის წინაშე.

საკუთარმა პედაგოგიურმა პრაქტიკამ მიჩვენა, რომ ერთობლივად სწავლა უფრო იოლი, საინტერესო და ეფექტურია. ეს ეფექტურობა ეხება, როგორც აკადემიურ წარმატებასა და ინტელექტუალურ განვითარებას, ისე - ზნეობრივ ზრდას. და დღეს ისე, როგორ არასდროს, გვჭირდება თანამშრომლობაზე, ურთიერთპატივისცემასა და ტოლერანტობაზე დამყარებული საზოგადოებრივი ურთიერთობები, ისეთი საზოგადოება გვჭირდება, რომელსაც ექნება უნარი ღირსეულად უპასუხოს XXI საუკუნის გამოწვევებს.

ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვთილზე გამომუშავებული კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარები მოსწავლეს დაეხმარება, მარტივად ადაფტირდეს საზოგადოებასთან, რომელთანაც არის ან მომავალში მოუწევს ყოფნა, ეს საზოგადოება კი მრავალფეროვანია, ადამიანები განსხვავდებიან რელიგიის, კულტურისა თუ მსოფლმხედველობის თვალსაზრისით.

მოსწავლის ფორმირებაში განსაუკუთრებულ როლს ასრულებს კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარი. ამ უნარების განვითარებას კი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს კლასის ორგანიზების ისეთი ფორმა, როგორიცაა ჯგუფური მუშაობა.

„ჯგუფური მუშაობის მნიშვნელობა უდავოა, თუ გვითვალისწინებთ, რომ თანამედროვე განათლების მიზანი არა მხოლოდ ცოდნის დონის, ფაქტობრივი ინფორმაციის დაგროვებაა, არამედ მიღებული ინფორმაციის ანალიზის, კრიტიკული შეფასების უნარის განვითარებაც. კრიტიკული აზროვნების უნარის ჩამოყალიბებისთვის კი მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ საშუალება იაზროვნონ, ილაპარაკონ და ჰყავდეთ მსმენელი. ამისათვის არ არის საკმარის საუბარი მხოლოდ მასწავლებელთან და, მით უფრო, მხოლოდ მასწავლებლის საუბრის მოსმენა, მოსწავლეთ კრიტიკული აზროვნება ყალიბდება მხოლოდ ისეთ სასწავლო გარემოში, სადაც ხშირია ინტენსიური, სტრუქტუირებული ურთიერთობა მოსწავლეთას შორის. სწორედ ამ მიზანს ისახავს ჯგუფური მუშაობა.“ ( სასწავლო და პროფესიული გარემო“ დამხმარე სახელმძღვანელო III 2008წ ).

თანამშრომლობის უნარს. მთავარია, მასწავლებელმა სწორად დაგეგმოს და განახორციელოს იგი.

პრობლემების გამოკვეტის მიზნით, გადავწყვიტე სხვადასხვა მეთოდით ჩამეტარებინა ჯგუფური მუშაობა და მოსწავლეები ჯგუფებში გადამენაწილებინა შემდეგი პრინციპით:

  • შემთხვევითობის პრინციპით ( მოსწავლეები, რომლებიც ერთი ფერის ბარათებს ამოიღებენ ყუთიდან ან გათვლა) მოსწავლეები ამგვარ დაყოფას არ ეწინააღმდეგებიან, ხშიე შემთხვევაში, მოსწონთ კიდეც;
  • მასწავლებელი თავად წყვეტს, როგორ დააჯგუფოს მოსწავლეები, მაგრამ ამავე დროს, იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს მოსწავლეთა მხრიდან პროტესტი, დეტალურად უნდა აუხსნას მათ, რას ემსახურება ამგვარი დაყოფის პრინციპი;
  • მოსწავლეები თავად წყვეტენ როგორ დაჯგუფდნენ (პირადი სიმპათიისა თუ თემის მიხედვით), ამ პრინციპს აქვს როგორც დადებითი ისე უარყოფითი მხარე. (დადებითი- მოსწავლე უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობს თავს კომფორტულ გარემოში. უარყოფითი-ზოგიერთი მოსწავლე შეიძლება ჯგუფის გარეთ დარჩეს ან დაკარგოს სხვა მოსწავლეებთან ახლო კონტაქტი).
შედეგად დადგინდა პრობლემების წამოჭრის მიზეზები:

გამოიკვეთა ის, რომ მოსწავლეებისთვის კარგია, როცა თავად წყვეტენ როგორ დაჯგუფდნენ რადგან უსაფრთხო და კომფორტულ ზონაში ჯგუფური მუშაობა მათთვის კარგია და უსაფრთხო, თუმცა ბევრჯერ უშედეგო. სამივე შემთხვევაში, მოსწავლეებში დაბალია თანამშრომლობითი უნარი. იჩაგრება შედარებით სუსტი და გაუბედავი. ჯგუფური მუშაობის შემდეგ მოსწავლეები ერთმანეთის მიმართ გამოხატავენ უკმაყოფილებას იმის გამო, რომ ვერ შეძლეს საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება, მას არ უსმენდნენ, ჯგუფის წევრები ვერ თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან, ყველას სურდა ლიდერობა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად საჭირო იყო, რომელიმე ეფექტური მეთოდის გამოყენება ჯგუფური მუშაობის დროს. ამ საკითხში დიდი დახმარება გამიწია ლიტერატურამ, რომელსაც გავეცანი.

შესწავლილი მეთოდებიდან შევარჩიე „ჯიქსოუსა“ და „უსიტყვი, სტიმულზე ორიენტირებული“ მეთოდები

ჯგუფური მუშაობა ჯიგსოუს მეთოდით:

I ფაზა - მოსწავლეებთან მოკლედ მიმოვიხილე განსახილველი თემა და გავაცანი ჯიქსოუს მეთოდი. შემდეგ დავყავი ჯგუფებად, ჯგუფებში მოსწავლეთა რაოდენობა არ აღემატებოდა 6 მოსწავლეს. გავითვალისწინე, რომ ჯგუფები ყოფილიყო ჰეტეროგებული (სხვადასხვაგვარი – შემადგენლობით, უნარეით, თვისებებით). რაც მოსწავლეებს ტოლერანტობის, თანამშრომლობისა და ურთიერთპატივისცემის გრძნობათა გამომუშავებაში ეხმარება. ამის შემდეგ ძირითადი ჯგუფებიდან ავირჩიე ე.წ. ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც მუშაობის პერიოდში პასუხისმგებელი იქნებოდა ჯგუფის პრობლემებზე.

II ფაზა - დასამუშავებელი თემა დავყავი იმდენ ნაწილად, რამდენი წევრიც იყო ჯგუფში, გავითვალისწინე, რომ ცალკეული ნაწილები ყოფილიყო თანაბარი სირთულის და დასჭირვებოდა ერთი და იგივე დრო. ჯგუფის თითოეული წევრი მუშაობს ინდივიდუალურად და ამუშავებს იმ ნაწილს, რომელიც შეხვდა.

III ფაზა - თემის ნაწილის გაღრმავება ექსპერტთა ჯგუფებში. მას შემდეგ, რაც მოსწავლეებმა დაამუშავეს ცალკეული ნაწილები, დგება ექსპერტთა ჯგუფები. მოსწავლეებმა, რომელთაც თემის ერთი და იგივე ნაწილი დაამუშავეს, ქმნიან ექსპერტთა ჯგუფებს საკითხის უკეთ გააზრებისთვის და გაურკვეველ საკითხებში(თუ ასეთი იქნება) გასარკვევად. ექსპერტთა იმდენი ჯგუფი უნდა შედგეს, რამდენ ნაწილადაც იყო თემა დაყოფილი (დაყოფილი ტექსტის ნაწილები არ უნდა აღემატებოდეს ჯგუფში მოსწავლეთა როდენობას). ექსპერტთა ჯგუფებში მოსწავლეები აჯერებენ ინდივიდუალურად მოპოვებულ ცოდნას და მსჯელობენ იმაზე, როგორ გადასცენ უკეთ მათ მიერ მოპოვებული ცოდნა ძირითადი ჯგუფის წევრებს.

IV ფაზა - თემის ნაწილის გადაცემა ჯიგსოუს ჯგუფებში. ძირითადი ჯგუფის წევრები ერთმანეთს გადასცემენ თემის მათ მიერ დამშავებულ და შემდეგ ექსპერტთა ჯგუფებში გაღრმავებულ ნაწილს, ცალკეული ნაწილების ერთმანეთისთვის გაცნობის შემდეგ

მოსწავლეები ამ ნაწილებს აერთებენ და დასამუშავებელ თემას ერთ მთლიანობად მოიაზრებენ.

V - თითოეული მოსწავლის ინდივიდუაური ცოდნის შემოწმება და შეფასება. დასკვინით, მეხუთე ფაზაში მოწმდება რამდენად კარგად აითვისა თითოეულმა მოსწავლემ. იმართება საკლასო დისკუსია. სადაც განიხილება ჩატარებული სამუშაოს შედეგები - რამდენად კარგად შესრულდა იგი, სად იჩინა თავი დაბრკოლებამ, რატომ და მომავალში როგორ შეიძლება უკეთესი შედეგის მიღწევა.

ჯიგსოუს მეთოდით ჩატარებულმა ჯგუფურმა მუშაობამ მოსწავლეები და განსაკუთრებით გაუბედაები და მორცხვები დაარწმუნა, რომ შეუძლებელი არაფერია, ნებისმიერს შეუძლია იყოს ლიდერი.

არანაკლებ ეფექტური იყო ჯგუფური მუშაობის ჩატარება „უხმო, სტიმულზე ორიენტირებული მეთოდით:

I ფაზა - შემთხვევითი შერჩევის პრინციპით კლასი დაცყავი სამ ჯგუფად. ჯგუფებს მივეცი დავალება, დავურიგე ფლიპჩარტები, რომელებზეც დამაგრებულია წინასწარ მომზადებული“ სტიმულები“ მოსწავლეები წერილობით აკეთებენ კომენტარებს „სტიმულზე“ და ერთმანეთს შეკითხვებს უსვამენ .ისინი სხვადასხვა ფერის მარკერებით მუშაობენ, ამით დისკუსიის მიმდინარეობა უფრო თვალსაჩინო ხდება, მოსწავლეებს შეუძლიათ კითხვები, პასუხები და კომენტარები ხაზებითა და ისრებით დააკავშირონ ერთმანეთთან.

II ფაზა - მოსწავლეებს ვუთითებ, რომ სიჩუმის დაურღვევლად დატოვონ თავიანთი ადგილები და სხვა ჯგუფის ფლიპჩარტებთან გადაინაცვლონ, მათ თან მიაქვთ თავიანთი მარკერები, გაეცნობიან თანატოლების მოსაზრებებს, წერენ კომენტარებსა და შეკითხვებს.

III ფაზა- მოსწავლეები ბრუნდებიან თავიანთ ადგილზე და არ არღვევენ სიჩუმეს. ისინი თავიანთ ფლიპჩარტს უბრუნდებიან, მათ კვლავ შეუძლიათ თანატოლების მიერ დატოვებული რჩევის, კითხვისა თუ კომენტარის გაანალიზება წერილობითი ფორმით (სრულყონ თავიანთი ნამუშევარი). დაასრულებენ დავალებას და ფლიპჩარტებს გააკრავენ დაფაზე.

IV ფაზა- დისკუსია ჯგუფის წევრებთან. ეძლევათ თავიანთ ჯგუფში თავისუფალი კომუნიკაციის საშუალება განსახილველი საკითხისა და წამოჭრილი პრობლემების ( თუ ასეთი იქნება) ირგვლივ.

V - სამუშაოს დასრულების შემდეგ თითოეული ჯგუფის პრეზენტატორი (ან პრეზენტატორები) მოსწალეები წარადგენენ შესრულებულ დავალებას.

„უხმო, სტიმულზე ორიენტირებულმა ჯგუფურმა მუშაობამ“ მოაგვარა მთავარი პრობლემა, ერთმანეთის მოსმენა. მოსწავლეები დარწმუნდნენ, რომ ჯგუფში ყველას აზრი მნიშვნელოვანია და თუ ერთმანეთს ყურადღებით მოუსმენენ, წარმატებას მიაღწევენ.

პერიოდულად, ჯგუფური მუშაობის დასასრულს მოსწავლეებს უნდა შევავსებინოთ კითხვარი:

  • კმაყოფილი ხართ თუ არა დღევანდელი ჯგუფური მუშაობით?
  • თავი იგრძენი ჯგუფის თანასწორუფლებიან წევრად?
  • იყავი აქტიური?
4 თვლი, რომ შენი წარმატება ჯგუფის წარმატებაა და პირიქით-ჯგუფის წარმატება შენი წარმატებაა?

5.დარწმუნდი შენს შესაძლებლობებში?

ეს სტრატეგია დაეხმარება მათ დააკვირდნენ საკუთარი დამოკიდებულებას ჯგუფური მუშაობისადმი ( ანუ, როგორ იცვლება დამოკიდებულება უკეთესობისკენ).

ბევრი სტრატეგია არსებობს იმისათვის, რომ მოსწავლეებს ჯგუფური მუშაობის ეფექტურად ჩატარებაში შეუწყოს ხელი, თუმცა მე ეს სტრატეგიები შევარჩიე და თანმიმდევრობით განვახორციელე.

შერჩეულმა სტრატეგიებმა მოსწავლეები დაარწმუნა, რომ ჯგუფში ყველა მოსწავლე თანაბარი უფლებებით უნდა სარგებლობდეს, ყველას უნდა ჰქონდეს აზრის გამოხატვის საშუალება, ერთმანეთს ყურადღებით მოუსმინონ, აზრი გაიზიარონ, საჭიროების შემთხვევაში დაეხმარონ. ჯგუფის ყველა წევრი თანასწორუფლებიანია. ჯგუფური მუშაობის დროს მათთვის ნებისმიერი პოზიცია მისაღებია.

ხწორად დაგეგმილი მრავალფეროვანი ჯგუფური მუშაობით მოსწავლეებს დავეხმარებით აიმაღლონ თვითშეფასება, დაძლიონ სიმორცხვე, გამოიმუშაონ ყველა საჭირო უნარი ღირსეულად უპასუხონ XXI საუკუნის გამოწვევებს.

0
430
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა ბაქრაძე
მანანა ბაქრაძე
430
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0