x
image
melody_inside
ხერხემალგადატეხილი მამაკაცი ერთი თვე დათვს ყავდა ბუნაგში და გადარჩა
image


ეს საოცარი ისტორია რუსეთში მოხდა: მამაკაცი გადატეხილი ხერხემლით ერთი თვე ყავდა დათვს ბუნაგში. მამაკაცი გადარჩა.


როგორც თავად ამბობს - დათვმა ხერხემალი გადაუტეხა და ბუნაგში დააგდო როგორც საჭმლის მარაგი.


მამაკაცი საკუთარ შარდს სვამდა სიცოცხლე რომ შეენარჩუნებია. იწვა გაუნძრევლად (დათვის ყურადღება რომ არ მიექცია) ისე დიდხანს, რომ მისმა კანმა ლპობა დაიწყო.



image

East2West


ადგილობრივმა მონადირეებმა მომაკვდავი ძაღლების დახმარებით აღმოაჩინეს: ისინი გაუჩერებლად ყეფდნენ და არ შორდებოდნენ ბუნაგის შესასვლელს..

ალექსანდრე მუმიას ჰგავდა. ექიმები ამ შემთხვევას სასწაულს უწოდებენ.




image


მომხდარის გამო მამაკაცს არაფერი ახსოვს საკუთარი სახელის გარდა. ის ახლა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში წევს, მცირედით ამოძრავებს ხელებს და თვალებს.


იხილეთ ვიდეო:



ეს ძალიან გაურკვეველი ისტორიაა ვინმეს შეუძლია კი ასეთი განსაცდელის გადატანა? ან იქნებ არც კი ყოფილა ასეთი განსაცდელი!




EADaily-ის რედაქტორმა ალექსეი დიომინმა თქვა, რომ ამ ადამიანის ვიდეო ადგილობრივი წყაროდან მიიღო, რომ ვიდეო გამოუგზავნეს „ მეგობარმა მონადირეებმა სოციალური ქსელის საშუალებით“. დიომინმა განმარტა, რომ მისი საიტი დამატებით დეტალებს ელოდება.

მან ასევე დაადასტურა, რომ ტუვის ადგილობრივი პოლიცია EADaily-ს დათვის ისტორიის გაყალბების ბრალდებით დაუკავშირდა.



ასე რომ, ალექსანდრე ნამდვილად არსებობს? როგორც სჩანს - კი, მაგრამ მისი ისტორია საუკეთესო შემთხვევაში ბურუსითაა მოცული.


ამ ისტორიაში ალექსანდრეს EADaily რუსეთის საავადმყოფოს უკავშირებს და არა მეზობელ ყაზახეთში.


Zello.poisk-ის სახელით ცნობილმა ჯგუფმა შეისწავლა რა ვიდეო, გააკვია რომ ენა- რომელზეც საუბრობენ გადაღებული მასალის ფონზე, ტუვინის არაა.

ორგანიზაციის განცხადებაში, რომელიც ცდილობდა დაედგინა იყო თუ არა ალექსანდრე დაკარგულთა სიაში წერია, რომ ეს ადამიანი ყაზახეთის ქალაქის -აკტობეს საავადმყოფოშია.


image

ტუვა. რუსეთი. აკტობე. ყაზხეთი. Google-ის რუკა


პოსტში ეწერა:


ჩვენ შევამოწმეთ საავადმყოფოები (აკტობში) და ვითხოვეთ დახმარება.


ბოლოს აღმოვაჩინეთ, რომ ეს ადამიანი ჩვენი ქალაქიდანაა.

ის ერთ-ერთ საავადმყოფოშია და უკეთესად გრძნობს თავს. ის ავადაა. მაგრამ ექიმებმა თქვეს, რომ განკურნავენ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ ასეთ მდგომარეობაში როგორ აღმოჩნდა...


ფაქტების ონლაინ - გადამოწმება Snopes-ში დეტალების გარკვევას ცდილობდა, თუმცა ისინიც აღიარებენ, რომ სოც-ქსელში არსებული დეტალები ძალიან განხვავდებიან ერთმანეთისგან. კანის ასეთ მდგომარეობას ზოგი წამლების ბოროტად გამოყენებას და „კრაკადილს“ უკავშირებს. ერთადერთი, რასაც დაზუსტებით ამბობენ ისაა, რომ პირველადი ჩვენება დათვის თავდასხმაზე უსაფუძვლოა.



UNILAD გააგრძელებს ამ ისტორიაზე ახალი შეტყობინებების შეგროვებას.





იხილეთ ასევე




თქვენ როგორ ფიქრობთ. როგორ და რატომ აღმოჩნდა ეს მამაკაცი ტყეში მარტო?

იხილეთ კიდევ ერთი ვიდეო, რომელსაც თავისი წილი სიმართლე აქვს!

როგორ იტყუებიან ტელევიზიები:

იხილეთ ასევე:



ხუთი წლის გოგონა ღამე სრულიად მარტო, ტანსაცმლის, წყლის და უფროსების გარეშე სამ ოთახიან ბინაში, მოსკოვში იპოვეს. როგორც МК-თვის გახდა ცნობილი, პატარა გოგონას ეს საშინელი ისტორია უკვე ერთ წელზე მეტია გრძელდება. რამდენიმე წლის წინ მოსკოველმა ქალბატონმა გაიცნო უკრაინელი წარმოშობის მამაკ...

ასტანელი (ყაზახეთი) ერნარ ალინბეკოვი დაიბადა მოდუნებული კანის სინდრომით - იშვიათი პათოლოგიით, რომლის დროსაც კანი მარტივად იწელება და ეკიდება საკუთარი წონის სიმძიმით, ქმნის რა ნაკეცებს და ნაოჭებს. ბავშვი ახლა ექვსი წლისაა, მაგრამ გამოიყურება როგორც მოხუცი. Соцсети ერნარს ეძახიან ყაზახ ბენჟამინ ბატტონს, იხსე...

საქვეყნოდ ცნობილი, 75 წლის შვილების მკვლელი მერიბეტ ტინინგი ნიუ-იორკში ციხიდან დროზე ადრე იქნება გათავისუფლებული. მანამდე ქალმა ექვსჯერ წარადგინა შუამდგომლობა შეწყალებაზე, მაგრამ კომისიამ უარი უთხრა. მერბეტმა უვადო პატიმრობა 1987 წელს მიიღო: ის გაასამართლეს ცხრა ბავშვის მკვლელობისთვის, რომლებიდანაც რვა

1876 წელს 25 წლის ბლანშ მონიე იყო ერთ-ერთი იმ ლამაზმანთაგანი, რომელიც აღმერთებდა პარიზის მაღალი საზოგადოების ცხოვრების სტილს. ის იყო ახალგაზრდა, ლამაზი, ყოველთვის მხიარული, ულამაზესი თმებით, მომხიბვლელი თვალებით და იდეალური სხეულით. გოგონა დიდი წარმატებით სარგებლობდა საპირისპირო სქესის წა...

ადგილობრივ მოსახლეობას კედლიდან კვნესის ხმა ესმოდათ. ჩამოამტვრიეს რა ეს კედელი, საკუთარ თვალებს არ უჯერებდნენ... ნიგერია. შტატი ონდო. ბიჭუნა ამოიყვანეს ამოშენებული კედლიდან. იქ მან სამი დღეღამე დაჰყო. ადგილობრივ მოსახლეობას ტირილის მსგავსი, რაღაც უცნაური ხმები ესმოდათ კედლიდან ადამიანებს...

2
3450
6-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
3450
  
2019, 9 ივლისი, 9:23
ფილმი ,,რევენანტი,, გამახსენდა
2019, 9 ივლისი, 9:03
ნუთუ მართლა მხოლოდ და მხოლოდ ფსორიაზია დამნაშავე?
0 1 2