x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
NATO - ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია
NATO - ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია


ნატო (NATO - North Atlantic Treaty Organization) არის 1949 წლის 4 აპრილს შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ჩრდილო-ატლანტიკური სივრცის (ამერიკის და ევროპის) დემოკრატიულ ქვეყნებს. ნატოს წევრი ვერ გახდება სახელმწიფო, რომელიც არ მდებარეობს ევროპის ან ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე და თუ არ არის დემოკრატიული. 2008 წელს სქართველომ მიიღო პირობა, რომ ის გახდება ორგანიზაციის წევრი, მაგრამ დრო არ იქნა დაკონკრეტებული, თუ როდის. 2019 წლის მდგომარეობით ნატოს შემადგენლობაში შედის 29 სახელმწიფო. ნატოს დაცვის ქვეშ მყოფი მოსახლოების საერტო რაოდენობა აჭარბებს მილიარდ მოქალაქეს. ვაშინგტონის მე-5 პუნქტის მიხედვით, ნატოს რომელიმე წევრზე თავდასხმა განიხილება თავდასხმად ყველა მის წევრ ქვეყანაზე. ალიანსის არცერთ წევრ სახელმწიფოს დღემდე არავინ დასხმია თავს, ამას ვერავინ ბედავს და წევრთა შორის უპირობო და სრული მშვიდობა სუფევს. ნატოს 5 სახელმწიფო ცალ-ცალკე შედის მსოფლიოს 5 უძლიერესი არმიის ათეულში. ესენია: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია და თურქეთი. ნატოს წევრი სახელმწიფოების შეიარაღებაში არსებული სამხედრო ტექნიკის ჯამური რაოდენობა 200 ათასს აჭარბებს, რაც რუსეთთან შედარებით 3-ჯერ მეტია. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საკმაოდ ძვირადღირებული ორგანიზაციაა. ოფიციალური მონაცემებით, მაგალითად 2015 წელს მისმა ბიუჯეტმა და სამხედრო ხარჯებმა 892 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან 641 მილიარდი დოლარი აშშ-ის ფინანსური წილი იყო. შედარებისთვის, იმავე წელს რუსეთის თავდაცვის უწყების ბიუჯეტმა 66 მილიარდი დოლარი შეადგინა.




ნატო არის ორგანიზაცია, რომელიც საბჭოთა კავშირის გაფართოების წინააღმდეგ შეიქმნა, რომ აღკვეტილიყო ამ ქვეყნის აგრესია დანარჩენი ევროპული სახელმწიფოების წინააღმდეგ, მაგრამ ამ იმპერიის წარმატებულად დაშლის შემდეგ, წარმოიქმნა ახალი საფრთხეები, მათ შორის აგრესიული რუსული პოლიტიკა მეზობლების წინააღმდეგ, ასევე მზარდი ჩინური ძალა, რომელიც არ ვიცით როდის გახდება აგრესიული. ამათთან ერთად მსოფლიო ისლამური ტერორიზმი. არსებობს გეგმა, რომ ამ საფრთხეების განეიტრალების შემდეგ, ნატო მაინც არ დაიშალოს და გარდაიქმნას ე.წ. "მსოფლიო ნატოდ", სადაც გააწევრიანებენ არა მხოლოდ ჩრდილო-ატლანტიკური სივრცის ანუ ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტების ქვეყნებს, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ ნაწილში მდებარე ქვეყანას, რომელიც იქნება დემოკრატიული, ჰუმანისტური, სეკულარული, ადამიანის უფლებებისა და თაისუფლებების დამცველი, კანონის უზენაესობის პატივისმცემელი და გაიზიარებს დასავლურ იდეალებს. ასეთი ერები დაცულნი იყვნენ გარეშე საფრთეებისგან. ამ გზით, ნატოს მესვეურები მსოფლიოს საბოლოოდ ყველა ქვეყანას ამ ორგანიზაციაში გააერთიანებენ და მოწინაარმდეგეც შემდგომ მოიაზრებენ მხოლოდ ტერორისტულ ორგანიზაციებს. წევრ ქვეყნებს შორის სამხედრო შეიარაღებული კონფლიკტების გაღვივების ყოველი მცდელობა და შესაზლებლობა თავშივე იქნება აღმოფხვრილი და განეიტრალებული, როგორც ეს აქამდე ხდება ნატოს დღევანდელ წევრ 29 ქვეყანას შორის. ეს მსოფლიო მშვიდობის დამყარების ერთადერთი რეალისტური გეგმაა. შემოგთავაზებთ ნატოს წევრი ქვეყნების ჩამონათვალს და იმას თუ როდის შევიდნენ ეს ქვეყნები ჩრდილო-ატლანტიკურ ორგანიზაციაში:




1. ამერიკის შეერთებული შტატები - დამფუძნებელი. გაწევრიანდა 1949 წელს.


აშშ




2. კანადა - დამფუძნებელი. გაწევრიანდა 1949 წელს.


კანადა




3. დიდი ბრიტანეთი - დამფუძნებელი. გაწევრიანდა 1949 წელს.


დიდი ბრიტანეთი




4. საფრანგეთი - დამფუძნებელი. გაწევრიანდა 1949 წელს.


საფრანგეთი




5. იტალია - დამფუძნებელი. გაწევრიანდა 1949 წელს.


იტალია




6. ნორვეგია - დამფუძნებელი. გაწევრიანდა 1949 წელს.


ნორვეგია




7. დანია - დამფუძნებელი. გაწევრიანდა 1949 წელს.


დანია




8. ნიდერლანდების სამეფო (ჰოლანდია) - დამფუძნებელი. გაწევრიანდა 1949 წელს.


ნიდერლანდების სამეფო




9. ბელგია - დამფუძნებელი. გაწევრიანდა 1949 წელს.


ბელგია




10. ლუქსემბურგი - დამფუძნებელი. გაწევრიანდა 1949 წელს.


ლუქსემბურგი




11. პორტუგალია - დამფუძნებელი. გაწევრიანდა 1949 წელს.


პორტუგალია




12. ისლანდია - დამფუძნებელი. გაწევრიანდა 1949 წელს.


ისლანდია




13. საბერძნეთი - გაწევრიანდა 1952 წელს.


საბერძნეთი




14. თურქეთი - გაწევრიანდა 1952 წელს.


თურქეთი




15. გერმანია - გაწევრიანდა 1955 წელს.


გერმანია




16. ესპანეთი - გაწევრიანდა 1982 წელს.


ესპანეთი




17. ჩეხეთი - გაწევრიანდა 1999 წელს.


ჩეხეთი




18. უნგრეთი - გაწევრიანდა 1999 წელს.


უნგრეთი




19. პოლონეთი - გაწევრიანდა 1999 წელს.


პოლონეთი




20. ბულგარეთი - გაწევრიანდა 2004 წელს.


ბულგარეთი




21. ესტონეთი - გაწევრიანდა 2004 წელს.


ესტონეთი




22. ლატვია - გაწევრიანდა 2004 წელს.


ლატვია




23. ლიეტუვა - გაწევრიანდა 2004 წელს.


ლიეტუვა




24. რუმინეთი - გაწევრიანდა 2004 წელს.


რუმინეთი




25. სლოვაკეთი - გაწევრიანდა 2004 წელს.


სლოვაკეთი




26. სლოვენია - გაწევრიანდა 2004 წელს.


სლოვენია




27. ალბანეთი - გაწევრიანდა 2009 წელს.


ალბანეთი




28. ხორვატია - გაწევრიანდა 2009 წელს.


ხორვატია




29. მონტენეგრო - გაწევრიანდა 2017 წელს.


მონტენეგრო





კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. იბერო-კავკასიური კულტურები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. მეცნიერება

9. რელიგია



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
123
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
123
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0