განათლება „დაფიქრდი, დაწყვილდი, გაუზიარე“ – მეთოდის გამოყენება ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე 2019, 8 ივლისი, 23:35 ეს მეთოდი საშუალებას აძლევს მოსწავლეს, ჩამოაყალიბოს თავისი აზრი და გაუზიაროს სხვებს. ეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია იმისთვის, რომ მოსწავლეს გამოუმუშავდეს ზეპირმეტყველების, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, შეჯამებისა და დასკვნების გამოტანის უნარ-ჩვევები, ჩამოუყალიბდეს ანალიტიკური აზროვნება, მიეჩვიოს სხვისი აზრის პატივისცემას, იყოს კარგი მსმენელი, ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში. მეთოდი სამსაფეხურიანია და თითოეულ საფეხურზე კონკრეტულად არის განსაზღვრული მოსწავლეთა საქმიანობა:
ამ მეთოდის გამოყენება სწავლების ყველა საფეხურზე შეიძლება. ის შეგვიძლია მოვარგოთ სხვადასხვა ხასიათის ნაწარმოებს. გამოიყენება წაკითხვამდე, კითხვის პროცესში და კითხვის შემდეგ. იმისთვის, რომ მოსწავლეებმა ეფექტურად შეძლონ ამ მეთოდის დახმარებით ტექსტის დამუშავება, ვესაუბროთ მათ მეთოდის შესახებ, ავუხსნათ, რომ იგი სამი საფეხურისგან შედგება და განვუმარტოთ, რას მოიცავს თითოეული საფეხური. თავდაპირველად ვარჩევთ ტექსტს, დავსვამთ კითხვას გამოწვევისთვის, რომელიც უშუალოდ უკავშირდება შესასწავლ საკითხს. კითხვის დასმა და მასზე პასუხის ძიება სასწავლო პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ის ეხმარება მოსწავლეს, განსაზღვროს მოცემული ტექსტის წაკითხვის მიზანი, ხოლო მასწავლებელს – განსაზღვროს მოსწავლის გაგების დონე. თუმცა კითხვის დასმას თან ახლავს ორი სირთულე:
მე რა ვიფიქრე მეწყვილემ რა იფიქრა რა გავუზიარეთ ერთმანეთს დაწყვილდი შემდეგ მოსწავლე უწყვილდება გვერდით მჯდომს ან ერთიანდება ჯგუფში. მასწავლებელმა წინასწარ უნდა განსაზღვროს წყვილებში მომუშავე მოსწავლეთა ვინაობა. დაახლოებით 1-3 წუთის განმავლობაში მოსწავლეები განიხილავენ თავიანთ იდეებს. საუბრის დროს ისინი ხელახლა ფიქრობენ და ებადებათ ახალი იდეები. ისიც გასათვალისწინებელია, რომ მოსწავლე, რომელიც სიმორცხვის გამო თავს იკავებდა პასუხის გაცემისაგან, მეწყვილესთან მაინც განიხილავს თავის იდეას. ეს არის ერთ-ერთი საშუალება, მოსწავლე გახდეს უფრო თავდაჯერებული და თავის შეხედულებაზე თამამად ისაუბროს. თუ მასწავლებელი შეამჩნევს, რომ წყვილებში მუშაობის დროს რომელიმე მოსწავლე დიალოგში ერთპიროვნულად დომინირებს, უნდა ჩაერიოს, რეგლამენტის რეჟიმზე გადაიყვანოს. ამ შემთხვევაში თითოეულ მოსწავლეს განსაზღვრული სალაპარაკო დრო ეძლევა. გაუზიარე მას შემდეგ, რაც წყვილები ერთმანეთის პასუხს მოისმენენ (რასაც3 წუთზე მეტი დრო არ უნდა დაეთმოს), მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, თავიანთი აზრი კლასს გაუზიარონ. დაწყვილების შემდეგ მოსწავლეებს უფრო მეტი სურვილი აქვთ, გამოთქვან აზრი, რადგან პასუხზე პასუხისმგებლობას წყვილი იყოფს. დაწყვილების შემდეგ მოსწავლეები სათქმელს უფრო ლაკონურად აყალიბებენ, რადგან ჰქონდათ საშუალება, ემსჯელათ და განეხილათ. გაზიარებაში მათ სამუშაო ფურცელიც ეხმარება, რომელიც შეჯამებისთვის გამოადგებათ. ამ სქემას პირობითად შეიძლება ანგარიშის ფორმაც ვუწოდოთ. 22 შეფასება არ არის
|