x
image
თორ ნიკე
Mediator image
იბერო-კავკასიური მოდგმა - G2a ჰაპლოჯგუფი
G2a ჰაპლოჯგუფი


მსოფლიოს დამოუკიდებელი ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი პროცენტულობით G2a ჰაპლოჯგუფი აქვს საქართველოს მოსახლეობას. მაგალითად სვანების დიდი უმრავლესობა, 70%-ზე მეტი ატარებს ჰაპლოჯგუფს - G2a, უმეტესად სწორედ სვანებიდან გავიდა ეს ჰაპლოჯგუფი მთელ საქართველოში, დომინანტურად დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონის სუბეთნიკურ ჯგუფში: აფხაზებში, მეგრელებში, იმერლებში, გურულებში, აჭარლებში, რაჭველებსა და ლეჩხუმლებში და ა.შ. და ასევე ჩრდილოეთ კავკასიის დასავლეთ ნაწილში მცხოვრებ ხალხებში, როგორებიცაა ყაბარდო-ბალყარელები, ყარაჩაელები, ჩერქეზები და ასევე ოსები. ზემოთ ჩამოთვლილ ხალხებში ეს ჰაპლოჯგუფი არის დომინანტური და ეს საქართველოს და დასავლეთ კავკასიას გამოარჩევს დედამიწაზე დღეს არსებული ყველა რეგიონის პოპულაციისგან, ვინაიდან ეს კონკრეტული ჰაპლოჯგუფი ძალიან იშვიათია სხვა რეგიონებში დედამიწაზე და მხოლოდ რამდენიმე რეგიონია კავკასიის გარდა, სადაც ის 15%-ზე მეტ ადამიანს აქვს პოპულაციაში, ეს რეგიონებია: ცენტრალური იტალია, სამხრეთ იტალია და სარდინია, სადაც ამ ჰაპლოჯგუფს ატარებს მამაკაცთა 30%-მდე და დასავლეთ კავკასია, სადაც მამაკაცთა 50%-ზე მეტს აქვს G2a. დედამიწაზე ყველაზე მაღალი პროცენტულობით კი მას ატარებს ორი ხალხი: სვანები და ოსები (65% დვალების, სვანების და ჩერქეზების გავლენით).


სტალინი - G2a-ს ჰაპლოჯგუფის მქონე


თუ ჩვენ გვინდა, რომ გავყვეთ ქართველთა ამ ჰაპლოჯგუფის მატარებელთა წარმოშობას და საერთოდ ქართველთა წარმოშობას და მივიდეთ მის უძველეს სათავეებამდე, მაშინ დაგვჭირდება სწორედ G2a ჰაპლოჯგუფის წარმოშობის გარკვევა. საერთოდ ჰაპლოჯგუფი G, თავის მხრივ არის წარმოშობილი მაკრო-ჰაპლოჯგუფ F-ისგან, რომელსაც ატარებდა ადამიანთა ის უძველესი ჯგუფი, რომელიც აფრიკიდან აზიაში გადმოვიდა 60, 000 წლის წინ. ეს იყო ადამიანთა მეორე დიდი მიგრაციული ნაკადი აფრიკიდან. ამას წინ მოჰყვებოდა უფრო ადრეული პირველი მიგრაციული ნაკადი და იმ ნაკადის წარმომადგენლებს ჰქონდათ ორი ტიპის მაკრო-ჰაპლოჯგუფი - C და D. იმ ხალხმა გადაკვეთა არაბეთის ნახევარკუნძული და აღმოსავლეთისკენ დაიძრა, დაასახლა როგორც ოკეანეთი ავსტრალიასთან, ასევე ევრაზიის უკიდურესი აღმოსავლეთი ნაწილი.


რაც შეეხება G2a-ს ჩამოყალიბებას. მოკლედ რომ ვთქვათ, მან ამგვარი გზა განვლო:

F მაკრო-ჰაპლოჯგუფი - აფრიკიდან აზიაში მეორე ტალღის ადამიანებში ჩამოყალიბდა ახლო აღმოსავლეთში 60 ათასი წლის წინ (600 საუკუნის წინ).

შემდეგ მათგან ჩამოყალიბდა G მაკროჰაპლოჯგუფი სამხრეთ კავკასიის და მცირე აზიის ტერიტორიებზე. 50, 000 წლის წინ (500 საუკუნის წინ).

შემდგომ ის გაიყო ორ ნაწილად და წარმოიქმნა ამავე ტერიტორიაზე G1 და G2 26, 000 წლის წინ (260 საუკუნის წინ).

G2 შემდგომში გაიყო ორ ჰაპლოჯგუფად და წარმოიშვა G2a და G2b დაახლოებით 20 ათასი წლის წინ (ძვ.წ. 180-ე საუკუნეში).




სწორედ G2a-ს მოდგმამ ჩამოაყალიბა მიწათმოქმედება დედამიწაზე უპირველესმა "ნაყოფიერი ნახევარმთვარის" ტერიტორიაზე, რომელიც ცნობილია ასევე როგორც "შუმერი" და აქედან გაავრცელა იგი დედამიწის ყველა კუთხეში (ამერიკის კონტინენტების გარდა, სადაც დამოუკიდებლად ჩამოყალიბდა მიწათმოქმედება), მათ მიიღეს მონაწილეობა და ჩამოაყალიბეს 10 კავკასიური პროტოცივილიზაციაც, ასევე მცირე აზიის პროტოცივილიზაციები და ევროპის პირველი ნეოლითური კულტურებიც. ამ ხალხმა დიდი წვლილი შეიტანა ქართველური ტომების ჩამოყალიბების პროცესშიც, რომელიც მიმდინარეობდა მესოპოტამიაში, მცირე აზიაში და სამხრეთ კავკასიაში.


რიჩარდ III,  ინგლისის მეფე - G2a-ს ჰაპლოჯგუფის მქონე


ნეოლითური სამარხების გენეტიკურმა კვლევებმა ცხადყო, რომ ანატოლიიდან ევროპაში გადასული პირველი მიწათმოქმედები, რომლებმაც პირველი ნეოლითური კულტურები ჩამოაყალიბეს ევროპის კონტინენტზე იყვნენ, სწორედ ამ მოდგმის, იბერო-კავკასიელი ხალხი და ატარებდნენ G2a-ს. ისინი ანატოლიიდან ევროპაში პირველად გადავიდნენ 9000 წლის წინ, ძვ.წ. 7000 წლისთვის და ეს მიგრაცია საკმაოდ ხშირი იყო ძვ.წ. 4000 წლამდე. ისინი სწორედ ჯერ დამკვიდრდნენ დღევანდელი ბალკნაეთის ტერიტორიაზე ძვ.წ. 6500 წლისთვის, შემდგომ აითვისეს მდინარე დუნაის აუზის ტერიტორიები, განსახლდნენ სერბეთის, უნგრეთის და რუმინეთის ვრცელ ტერიტორიებზე ძვ.წ. 5800 წლისთვის, შემდგომ დამკვიდრდნენ გერმანიაში ძვ.წ. 5500 წლისთვის, დღევანდელი ბენილუქსის ქვეყნების ტერიტორიაზე ძვ.წ. 5200 წელს და მოიცვეს მთელი კონტინენტი მათ შორის უკრაინის ტერიტორიაც კი. იბერო-კავკასიელები დომინანტურნი იყვნენ კონტინენტურ ევროპაზე მანამ, სანამ არ გამოჩნდნენ ინდო-ევროპელები ძვ.წ. 2000 წლისთვის და არ დაიწყეს ნელ-ნელა შერევა, ასიმილაცია და ჩანაცვლება წინარე იბერო-კავკასიური მოსახლეობისა. დღევანდელი ევროპელები ამ ხალხთა ნარევი შთამომავლობაა, მაგრამ დღევანდელ ევროპაში G2a ჰაპლოჰგუფის მატარებელი მამაკაცების რაოდენობა მთელი პოპულაციის 5-10%-ს არ აღემატება. ევროპაში ინდო-ევროპულმა გენომმა იმძლავრა. დღესდღეობით G2a-ს მატარებელი პოპულაცია მეტადაა შემორჩენილი ევროპის მთიანეთში და მთიან ნაწილებში, სადაც ნაკლებად მიაღწია ინდო-ევროპულმა დიდმა მიგრაციულმა ტალღებმა. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიაში აღმოჩენილი მუმიის - ე.წ. "ყინულკაცა იოცის" გენომის გაშიფრვისას ის აღმოჩნდა სწორედ ამ ჰაპლოჯგუფის მატარებელი. ეს კაცი ძვ.წ. 3200 წლისთვის ცხოვრობდა შვეიცარიის ტერიტორიაზე:


"ყინულკაცა იოცი" - G2a-ს ჰაპლოჯგუფის მქონე


იბერო-კავკასიური მოდგმის G2a ჰაპლოჯგუფის მატარებელმა ხალხმა მოიგონა პირველად მარცვლეული და პარკოსანი კულტურების მოყვანა მინიმუმ 12, 000 წლის წინ, ძვ.წ. მე-100 საუკუნეში შუმერის ტერიტორიაზე. ასევე მათ მოიგონეს ჩრდილოეთ მესოპოტამიის ტერიტორიაზე მეთუნეობა, კერამიკის წარმოება ძვ.წ. 70-ე საუკუნისთვის და შემდგომ გაავრცელეს სხვადასხვა რეგიონში. სწორედ მათ მოიშინაურეს პირველად ღორები, ცხვრები, თხები 11, 000 წლის წინ, ძვ.წ. 90-ე საუკუნისთვის. G2a-ს მოდგმის ხალხი იყვნენ პირველები, რომლებსაც გაუჩნდათ ალელები, რომელმაც კანის ნათელი ფერი გამოიწვია. ისინი კავკასოიდურ რასად ჩამოყალიბდნენ ჯერ კიდევ 45 ათასი წლის წინ, მაგრამ ეს რასა დღევანდელთან შედარებიტ საკმაოდ მუქ ფერს ინარჩუნებდა ჯერ კიდევ 11 ათასი წლის წინანდელი პერიოდამდე, რის მერეც დაიწყო გათეთრების ძალიან შესამჩნევი პროცესი და დასრულდა 7000 წლის წინ, ძვ.წ. 5000 წლისთვის. აღსანიშნავია, რომ ამ ხახმა მონაწილეობა მიიღო ინდო-ევროპელთა ჩამოყალიბებაში და კავკასიიდან იამნაიას კულტურის მოსახლეობაზე მოახდინა გავლენა. იამნაიას კულტურაში G2a-ს ინდო-ევროპული განშტოებებია: L1264 (ჩამოყალიბდა ძვ.წ. 6000 წლისთვის), L13 (ჩამოყალიბდა ძვ.წ. 8500 წლისთვის) და Z1816 (ჩამოყალიბდა დაახლოებით ძვ.წ. 2500 წლისთვის).





კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. იბერო-კავკასიური კულტურები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. მეცნიერება

9. რელიგია



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
454
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
454
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0