x
image
ეკა ლაცკა
არსებობდა თუ არა რეალურად პროფესია "ეშმაკის ადვოკატი"
image

ალბათ, ყველასათვის ცნობილია რეჟისორ ტეილორ ჰეკფორდის 1997 წლის ფილმი "ეშმაკის ადვოკატი", რომელშიც მთავარ როლებს ჩვენთვის ასეთი საყვარელი მსახიობები : ალ პაჩინო, კიანუ რივზი და შარლიზ თერონი ასრულებენ.

ფილმში ასახულია ახალგაზრდა ადვოკატის, კევინ ლომაქსის ცხოვრება, რომელიც ნიუ-იორკში ჩამოდის. ადვოკატი ცნობილია იმით, რომ ის იცავს მხოლოდ არამზადებს და მის კარიერაში არ არის არცერთი წაგებული პროცესი.

ფილმის სლოგანია:

"მსოფლიოში ყველაზე ძლიერი იურიდიული ფირმის ახალი ადვოკატი ყველა საქმეს იგებს. მაგრამ მან შესაძლოა საკუთარი სული დაკარგოს".


სული დაკარგოს, რადგან ის ხდება "ეშმაკის ადვოკატი".


image



მაინც საიდან მოდის ეს ტერმინი?

ბევრისთვის ალბათ უცნობია, რომ 1983 წლამდე კათოლიკურ ეკლესიაში ოფიციალურად არსებობდა თანამდებობა - ეშმაკის ადვოკატი.

ამ ადამიანის სამსახური მდგომარეობდა იმაში, რომ შეეგროვებინა ყველანაირი სახის ინფრომაცია და არგუმენტები, რათა რომის ეკლესიას არ დაეშვა შეცდომა მორიგი ადამიანის წმინდანად შერაცხვის დროს.

რა თქმა უნდა მტკიცებულებები დამაჯერებელი და დასაბუთებული უნდა ყოფილიყო.

image

პიროვნებას ისე არ ენიჭებოდა წმინდანის სახელი, თუ მის კანდიდატურას ეშმაკის ადვოკატი არ დაუჭერდა მხარს.

ის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ეკლესიაში.

...

ამის პარალელურად არსებობდა ასევე "ღმერთის" ადვოკატის თანამდებობა, რომელსაც სრულიად საპირისპირო ფუნქცია და დავალებები ჰქონდა. მას ევალებოდა წარდგენილ კანდიდატზე შეეგროვებინა დადებითი ინფორმაცია, რომელიც დაეხმარებოდა მას წმინდანად შერაცხვაში.

...

სწორედ "ეშმაკის ადვოკატის" არსებობით იქნა განპირობებული, რომ ამ თანამდებობის არსებობის განმავლობაში(დაახლოებით 400 წელი) ძალიან ცოტა ადამიანი შერაცხეს წმინდანად.

ხოლო მას შემდეგ რაც 1983 წელს რომის პაპმა იოანე პავლე II გააუქმა ეს თანამდებობა ძალიან ბევრი ადამიანი შერაცხეს წმინდანად.

image


0
162
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
162
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0