x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134496
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508558
ბედი, რომელიც გალაკტიონს არ ეღირსა - ვინ იყო და როგორ ცხოვრობდა მერი შერვაშიძე
image

მერი შერვაშიძე...

რუსეთის დუმის დეპუტატის, აფხაზეთის მთავრის პროკოფი შერვაშიძის ქალიშვილი, მის მსოფლიოს სილამაზის კონკურსში გამარჯვებული, კოკო შანელის მოდელი.

ყველას ყურადღებას იპყრობდა ამ საოცრი ქალის სილამაზე და მომხიბვლელობა.


მაღალი იყო, შავი თვალებითა და წაბლისფერი თმებით. ბუნებით სათნო და მოკრძალებული. როგორც ამბობენ, თითქმის არასოდეს იცინოდა... მხოლოდ იღიმოდა - უჩვეულო მიმზიდველი გაღიმებით... ჰყავდა მეგობრების ვიწრო წრე, მაგრამ ვინც მას იცნობდა, უზომოდ აფასებდა მისი თავმდაბლობისათვის, უბრალოებისა და დიდსულოვნებისათვის.

image

დუმის დეპუტატობის გამო, პროკოფის მთელი ოჯახი სანკტ-პეტერბურგში გადასახლდა, სადაც მერი იმპერატრიცას ფრეილინა გახდა.

ხოლო როდესაც პროკოფი შერვაშიძე გარდაიცვალა ოჯახი საქართველოს დაუბრუნდა და ძირითადად ქუთაისში ცხოვრობდა.

imageფოტოზე: მერი შერვაშიძის დედა ტერეზია ჩიჩუა-შერვაშიძე

უამრავ თაყვანისმცემელთა შორის მერიმ არჩევანი იპერატორ ნიკოლოზ მეორის ადიუტანტ , გიგუშა ერისთავზე შეაჩერა და 1918 წელს მათ იქორწინეს კიდეც.

...
1921 წელს, როდესაც საქართველოს ბოლშევიკების მიერ აღებამდე რამდენიმე დღე რჩებოდა, მერი ბათუმიდან გემით საფრანგეთს გაემგზავრა. გემი რამდენიმე დღით შეჩერდა სტამბოლში, სადაც მერის უკვე დევნილი ქმარიც შეუერთდა.

სწორედ სტამბოლში გაიმართა მსოფლიო სილამაზის კონკურსი, რომელშიც მერიმაც მიიღო მონაწილეობა და მისი გამარჯვებული გახდა.

თუმცა ეს არ ყოფილა მისი სილამაზის ერთადერთი წარმატება.

პარიზში ჩასული მერი შერვაშიძე, არც მეტი არც ნაკლები, თავად კოკო შანელის მოდელი ხდება. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ქართველი ქალის ჩაცმის სტილი, მისი უზადო დახვეწილობა და საკუთარი სილამაზის მისეული გადმოცემის ხერხი.

მერი ახერხებს და პარიზის ყურადღების ცენტში ექცევა!

image

ფოტოზე: მერი შევაშიძე, გიგუშა ერისთავი


წარმატებული და თავბრუდამხვევი კარიერა ... მაგრამ პირადი ცხოვრება უცებ ენგრევა...

გიგუშა ერისთავი მოულოდნელად გარდაიცვლება და ახალგაზრდა მერი შერვაშიძე, სრულიად უშვილო, ქვრივდება...

...

ქმრის სიყვარული ცხოვრების ბოლომდე ატარა ულამაზესმა ქალმა.

ხანდაზმული მერი პარიზში, ლატურის ქუჩაზე სრულიად მარტო ცხოვრობდა. იშვიათად ეკონტაქტებოდა ქართველ ემიგრანტებს, იშვიათად ქართულ ეკლესიაშიც შეივლიდა ხოლმე.

ზოგიერთს დღესაც ახსოვს ხანშისესული ლამაზი ქალბატონი, რომელსაც ხელში მუდამ იები ეჭირა.

მერი შერვაშიძე მოხუცთა თავშესაფარში 97 წლის ასაკში გარდაიცვლა.

image

მკითხველი არ გვაპატიებს ამ სტატიაში ჩვენი, მერიზე პლატონურად შეყვარებული გალა არ მოვიხსენოთ.

ქუთაისის ქუჩებში მოუკრავს პირველად თვალი ულამაზესი შერვაშიძის ქალისთვის გალაკტიონს ... ალაბათ, იმ დღის შთაბეჭდილებით თუ იკითხა: ვინ, " ვინ არის ეს ქალი ასეთი ცისფერი?"

არაერთი უძილო ღამე და არაერთი ლექსი მერიზე:

"შენ ზღვისპირას მიდიოდი, მერი"...

"ჩამოიბუროს ზეცა, მისიც აღარა მჯერა - მერის თვალებით იგი ვერ გაბრწყინდება, ვერა! "...

"შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს მერი"...


...

დიდხანს იკვლევდა დიდი თუ პატარა ვისთვის იწერებოდა გალაკტიონის შედევრები, დატვირთული ასეთი ჟრუანტელისმომგვრელი ემოციებით... ყველას აინტერესებდა, ბოლოსდაბოლოს ვინ იყო ქალი, რომელიც სხვას გაჰყვა ცოლად, ხოლო პოეტის ბედი, რომელიც გალას არ ეღირსა, ქარს ასე სასტიკად გაატანა...

ნუთუ ეს "ის" მერი იყო?

როდესაც, როგორც იქნა, მოძებნეს, მიაკვლიეს და კითხეს მერი შერვაშიძეს, ვინ იყოო თქვენი გალაკტიონი, საოცრად კეთილი ღიმილით, წყნარად მიუგო ცნობისმოყვარეთა დიდ არმიას – „ მე არ ვიცნობდიო მას“ .

უსასრულო კითხვებით თავმობეზრებულმა გალაკტიონმა კი, მკაცრი გაფრთხილებით ყველას აუკრძალა ამ თემაზე კითხვების დასმა და ბრაზმორეულმა ესღა წამოიძახა...

"მერი...მერი კი... ალბათ, არსებობდა. იყო ასეთი ქალი!“

...

მართლაც...

დიახ, ალბათ არსებობდა, იყო ასეთი საოცარი ქალი...
მერი... მერი შერვაშიძე... რომლის სახელის უკვდავებად ქცევა მხოლოდ გალაკტიონმა შეძლო....


image


გთხოვთ, პატივი სცეთ საავტორო უფლებებს.

0
856
2-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
856
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0