x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ქრისტიანობის შესახებ

image


ქრისტიანობაქრისტეს მოძღვრება, სამთაგან ერთ-ერთი მსოფლიო რელიგია ბუდიზმთან და ისლამთანერთად. მას სამი ძირითადი მიმართულება აქვს: კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი და მართლმადიდებლობა. საერთო ნიშანი, რომელიც აერთიანებს ქრისტიანობის სხვადასხვა დენომინაციებს, არის რწმენა იესო ქრისტესადმი, როგორც ღმერთკაცის, მსოფლიოს მხსნელის, სამების მეორე პირის განმასახიერებლისადმი. ქრისტიანული სწავლების მთავარი წყაროა ქრისტიანებისთვის წმინდა წიგნი — ბიბლია, განსაკუთრებით მისი მეორე ნაწილი — ახალი აღთქმა. ქრისტიანობა ისლამთან და იუდაიზმთან ერთად მიეკუთვნება ე. წ. „აბრაამისეულ რელიგიებს“.



ქრისტიანობის წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქრისტიანობა წარმოიშვა იუდაიზმის წიაღში ახ. წ. I საუკუნეში რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში —პალესტინაში. ახალი მოძღვრება ბერძნული და ლათინური ენების წყალობით იოლად ვრცელდებოდა უზარმაზარ რომის იმპერიაში. გადმოცემის თანახმად, თომა ქადაგებდა ინდოეთში და სპარსეთში, ანდრიაკავკასიასა და ბალკანეთში, მარკოზიეგვიპტეში. ქრისტიანული გადმოცემის თანახმად პირველ ქრისტიანეთა ხვედრი მძიმე იყო, მათ დევნიდნენ, დასცინოდნენ, სხვადასხვა ბრალდებებს უყენებდნენ. პეტრე და პავლე 64 წელს აწამეს რომში, მოციქულთაგან უკანასკნელი გარდაიცვალა იოანე. მოციქულები შეცვალეს ეკლესიის მამებმა. ქრისტიანული გადმოცემების თანახმად მათაც დევნიდნენ, აწამებდნენ, კლავდნენ. ქრისტიანობას მალე გამოუჩნდნენ დამცველები თვით რომის იმპერიაში. იმპერატორმა კონსტანტინემ ცნობილი „სასწაულის“ შემდეგ იწამა და ნება დართო ღვთისმსახურებისა. ასე თანდათან იკვალავდა გზას ახალი ჰუმანური მოძღვრება.

ქრისტიანობის გავრცელება.

ქრონოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


ქრისტიანებს პირველად "ქრისტიანები" უწოდეს ანტიოქიაში 40-44 წლებში. (საქმე მოციქულთა. 11:26), ქრიასტიანები არიან ისინი ვინც აღიარეს იესო ნაზარეველი მესიად (ან ბერძნულად the Christ), ქრისტიანებს სწამთ შემოქმედი ღმერთის (მამა, ძე და სულიწმინდის) ძე ღმრთისა, რომელიც მამისგან იშვება იგია არქეტიპი ყველა შემოქმედებისა, რომელიც პიროვნება იესო ქრისტეა, სული წმინდა მამისაგან გამოდის, ეკლესიის დაარსებაც მას უკავშირდება. ქრისტიანებს სწამთ რომ შესაძლებელია ადამიანი შეიცვალოს დატოვოს ცოდვილი ცხოვრება და მოექცეს მართალი გზისაკენ, ღმერთის სიყვარულის საშუალებით. ქრისტე როდესაც დიდებით მოვა მიაგებს მათ პატივს და მარადიულ ცხოვრებას მიანიჭებს, ქრისტე შეუნდობს მონანულ ადამიანებს ცოდვებს და დაამკვიდრებს სასუფეველში.დფდ




ქრისტიანობა საქართველოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს ქრისტიანული ეკლესია შეიქმნა ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიადგამოცხადებისთანავე — დაახლოებით 326 წელს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იერარქიულად საბერძნეთის ეკლესიას ექვემდებარებოდა. V საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა მცხეთის საეპისკოპოსო შეცვალა ქართლის საკათალიკოსოთი და კათალიკოსი ანტიოქიის პატრიარქისგან დამოუკიდებელი გახადა. ამგვარად, ვახტანგ გორგასალმა ქართლის ეკლესიას ავტოკეფალია მოუპოვა.

დაახლოებით IX-X საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს ეკლესია — აფხაზეთის საკათალიკოსო გამოვიდა კონსტანტინოპოლის პატრიარქის დაქვემდებარებიდან და ქართლის საკათალიკოსოს დაექვემდებარა.

XI საუკუნიდან საქართველოს მართლმდიდებელი ეკლესიის უმაღლესი მესაჭე კათალიკოს-პატრიარქისტიტულს ატარებდა და რიგით მეექვსე იყო მსოფლიო პატრიარქთა შორის. 1054 წლის საეკლესიო განხეთქილების შემდეგ კი მართლმადიდებლურ სამყაროში დარჩენილმა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა მეხუთე ადგილზე გადმოინაცვლა ალექსანდრიის, ანტიოქიის, კონსტანტინოპოლისა და იერუსალიმის პატრიარქებს შორის.

ივანე ჯავახიშვილის აზრით, ქრისტიანობის ისტორია საქართველოში III საუკუნის დამდეგიდან იწყება, ხოლო ოფიციალურ თარიღად ცნობილი 326 წელი სარწმუნოების ოფიციალურად გამოცხადებას ეხება, რაც ყველა ქვეყანაში უფრო გვიან ხდებოდა. ქრისტიანობის გავრცელებას საქართველოში მოციქულ ანდრია პირველწოდებულს და სიმონ კანანელს მიაწერენ.

კათოლიკური ეკლესია საქართველოში მოღვაწეობს ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან, ხოლო პირველი პროტესტანტული ეკლესიები დაარსდა მე-19 საუკუნეში.




ქრისტიანობა
P christ2.png
წმინდა წერილი ძველი აღთქმა ახალი აღთქმა (სახარება) ისტორია მოციქულების ეპოქა ეკლესიის დევნის პერიოდი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება საეკლესიო განხეთქილებები კიდევ... მიმდინარეობები მართლმადიდებლობა კათოლიციზმი მონოფიზიტობა პროტესტანტიზმი კიდევ... ღვთისმეტყველება შობა ჯვარცმა ამაღლება ანტიქრისტე კიდევ... სხვადასხვა ქრისტიანობა პორტალი


რისტიანული სამყაროს გაყოფა[რედაქტირება | წყაროს

რედაქტირება


რომის პაპები მიისწრაფვოდნენ აღმოსავლეთ ქრისტიანული ეკლესიის დაქვემდებარებისკენ და აღვივებდნენ პაექრობას კონსტანტინოპოლის პატრიარქებთან საღვთისმეყველო საკითხების ირგვლივ. 1054 წელს, რომის პაპმა კონსტანტინოპოლში გააგზავნა თავისი ელჩები — ლეგატები. ლეგატებმა წმინდა სოფიას ტაძრის საკურთხეველზე დადეს ბერძნული ეკლესიის წყევლა-კრულვის შემცველი სიგელი. ბერძნულმა სამღვდელოებამ დაწვა წერილი და თავის მხრივ წყევლა-კრულვა შეუთვალა რომის პაპს. ამის გამო, 1054 წელს, დასავლური და აღმოსავლური ქრისტიანული ეკლესია საბოლოოდ გაიყო. აღმოსავლურ ეკლესიას მართლმადიდებლური ეწოდა, ხოლო დასავლურს — კათოლიკური.

კათოლიკური ეკლესია ამჟმადაც ცენტრალიზებულია და ექვემდებარება რომის პაპს, ხოლო მართლმადიდებლური — დეცენტრალიზებული ავტოკეფალიურ ეკლესიებად. კათოლიკურ ეკლესიაში მღვდელმსახურება მხოლოდ ლათინურ ენაზე სრულდებოდა 1960-იანი წლების რეფორმებამდე (ვატიკანის II კრება), მართლმადიდებლურ ეკლესიებში კი — ეროვნულ ენებზე.




რომის პაპების აღზევება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად ხუთივე პატრიარქის უფლება-მოვალეობები თანაბარი იყო და რომის პაპს არავითარი უპირატესობა არ გააჩნდა სხვა დანარჩენ პატრიარქებთან შედარებით. რაც შეეხება სიტყვა "პაპს", ამ სახელს ყველა პატრიარქს უწოდებდნენ მამის, მოძღვრის გაგებით. შემდგომი ეს ტერმინი კონკრეტულად რომის პაპს დაუმკვიდრდა. რომის პაპების მიერ განსაკუთრებული მდგომარეობის მოპოვება ორმა გარემოებამ გამოიწვია. ყოფილი დასავლეთ რომის იმპერიის ტერიტორიაზე რომის პაპებს მეტოქეები არ ჰყავდათ და ისინი ერთადერთი პატრიარქები იყვნენ. ამასთანავე, 476 წელს დასავლეთ რომის იმპერიაში მოისპო საიმპერატორო ხელისუფლება, რომელსაც შეეძლო მნიშვნელოვნად შეეზღუდა რომის პატრიარქების ძალაუფლება. 755წელს, ფრანკთა მეფის პიპინ მოკლეს მიერ რომის პაპის ოლქის შექმნამ, რომის პაპები, რომლებიც დასავლეთ ევროპის უმაღლესი სასულიერო პირები იყვნენ, საერო ხელისუფლებითაც აღჭურვა.




თანამედროვე ქრისტიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქრისტიანობა შედგება სამი ძირითადი მიმდინარეობისგან: კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი და მართლმადიდებლობა.




ქრისტიანული სწავლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქრისტიანული სწავლება მოიცავს სწავლებას ღმერთის, იესო ქრისტეს, სულიწმინდის, სულის ცხონების, ეკლესიის არსის და სამყაროს აღსასრულის შესახებ და გარკვეულწილად ეფუძნება ძველი აღთქმის ათ მცნებას:

  • 1. მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე.
  • 2. არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.
  • 3. არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა.
  • 4. მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა.
  • 5. პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა.
  • 6. არა კაც-ჰკლა.
  • 7. არ იმრუშო.
  • 8. არ იპარო.
  • 9. არა ცილი-სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა.
  • 10. არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა.
ქრისტეს მთაზე ქადაგება იესოს მოძღვრების ბირთვს წარმოადგენს. მამა ღმერთის ათ მცნებასთან ერთად ქრისტეს სწავლება ქრისტიანთათვის წმინდათა-წმინდაა. სულიწმინდის შთაგონებით მას სრულყოფილად მათე მოციქული გადმოგვცემს წმინდა წერილში: მათე 5, 1-48, მათე 6, 1-34, მათე 7, 1-29

0
358
1-ს მოსწონს
ავტორი:საინტერესო ინფორმაცია
საინტერესო ინფორმაცია
358
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0