x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
10 რამ, რაც ქალს უყვარდება მამაკაცში
image

ამბობენ, რომ ქალი ბოლოს იმას რჩება, ვისაც ყველაზე მეტად უყვარსო, თუმცა ის ფაქტი, რომ ამ გამოთქმაში სიტყვა "ბოლოს" ფიგურირებს, უყურადღებოდ დასატოვებელი არ არის. ბევრი მამაკაცი, მათ შორის ბევრი ყურებამდე შეყვარებული მამაკაციც კი ხშირად ვერაფრით პოულობს გზას ქალის გულისკენ, მერე კი გულგატეხილი ყველას არწმუნებს - "სადაც დოლარებს მოუფენ, იქ აწერია open-ო".

ის, რომ ქალები ყველაზე მეტად ფულით იხიბლებიან, მითია. ამქვეყნად ყველაზე ზედაპირული და პრაგმატული ქალიც კი იმაზე მეტს ეძებს კაცში, ვიდრე მისი ფინანსური შესაძლებლობებია და თუ თქვენ ფულით ცდილობთ მასზე შთაბეჭდილების მოხდენას (და ამას მაშინვე ხვდებიან, შესანიშნავი ინტუიციის წყალობით), ჩათვლის, რომ მეტი არაფერია თქვენში საინტერესო და თუ თქვენთან გაჩერდება, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენი დაფინანსებით უფრო უკეთესად გაიპრანჭოს თქვენზე ცოტა უფრო საინტერესო მამაკაცისთვის.

ზუსტად ასევე არ აინტერესებს მათ თქვენი გარეგნობაც. სულაც არ არის საჭირო კატალოგიდან გადმოსულ მოდელს ჰგავდეთ, მას რომ თავბრუ დაახვიოთ. თუკი დაკუნთული სხეულისა და ვნებიანი მზერის მეტი არაფერი გაქვთ თავის მოსაწონებლად, ისინი თქვენთან ერთად "სელფს" გადაიღებენ და სოციალურ ქსელში ატვირთავენ, სხვა თქვენზე უფრო საინტერესო მამაკაცების საეჭვიანოდ.



მაშინ რას აქცევენ ისინი ყურადღებას?

  • პირველ ყოვლისა, თავდაჯერებულობას. მათ თავდაჯერებული მამაკაცები მოსწონთ, ისინი, ვინც იცის, რა უნდა. იყავით ორიენტირებულები საკუთარ თავზე. ეცადეთ საკუთარი თავის რწმენა აიმაღლოთ, მოძებნეთ ჰობი, დაკავდით რამე საინტერესო საქმიანობით, წაიკითხეთ, განვითარდით, ისწავლეთ. თუნდაც ახალი ენა და არავითარ შემთხვევაში არ ეცადოთ მიბაძოთ ვინმე სხვას. დაივიწყეთ კერპები, ტონი მონტანები თუ სხვა განგსტერები. თქვენ ხართ თქვენ და ეს ძალიან მაგარია! შთაბეჭდილების მოსახდენად სხვის მანქანებსა და "ბაითებში" გადაღებული ფოტოებით ყალბი იმიჯის შექმნას, რომელსაც თქვენს პიროვნებასთან საერთო არაფერი აქვთ, არ გირჩევთ. ქალები ძალიან მალე ხვდებიან სიყალბეს და თუ შეხვედრაზე დაგთანხმდებათ, მხოლოდ ისეთები, ვინც თქვენს გამოყენებას აპირებს.

    image

  • ძალიან მომხიბლავი თვისებაა მიზანდასახულობაც. ეს თქვენს ქარიზმას ზრდის. გქონდეთ თქვენი ოცნებები და მისდიეთ მათ. დაგეგმეთ, რას აპირებთ და გახდით ადამიანი, რომელიც ცდილობს უკეთესობისკენ შეცვალოს პირველ რიგში საკუთარი და მერე გარშემომყოფების ცხოვრება. დაიწყეთ საკუთარი მომავლის შექმნა და ქალები თავად დაიწყებენ ამ მომავალში მოხვედრაზე ზრუნვას.

  • იყავით საინტერესო. ეცადეთ იკითხოთ, გაეცნოთ სიახლეებს, ეს იუმორსაც დაგიხვეწთ და ხომ გაგიგიათ - "ვინც ამ გოგოს გააცინებს, ეს გოგონაც მისიაო". ნუ დაიძაბებით, გაიღიმეთ და მოეშვით. ქურდული მენტალიტეტის ბიჭების რომანტიზმის ხანა კარგა ხანია დამთავრდა. ასეთი ბიჭები მხოლოდ ისეთ გოგონებს მოსწონთ, როგორებიც უკეთ გაცნობისას თავადაც ძალიან არ მოგეწონებათ. "ბაბულიკებს" ან ფინანსური უზრუნველყოფისთვის, ან ოჯახის შექმნის მიზნით ხვდებიან ქალები. ქართველი გოგონები უკარება გოგონები სულაც არ არიან. ეგებ თქვენ არ იცით როგორ მიეკაროთ? ცოტა თავისუფალი, მოშვებული და გაღიმებული თუ იქნებით, ისინიც მიგიკარებენ.

  • იზრუნეთ საკუთარ გარეგნობაზე. ბრედ პიტი რომ არ არის სავალდებულო იყოთ, ზემოთაც ვახსენეთ, მაგრამ თავის მოვლა არც თქვენ გაწყენთ. ქალებს მოვლილი მამაკაცები მოსწონთ, ოღონდ ზედმეტად ბრიოლინიანიც არა. დაიცავით ჰიგიენა, მუდმივად იხმარეთ დეოდორანტი, წესრიგში გქონდეთ ფრჩხილები და სუფთად და ლამაზად ჩაიცვით. ბრენდები სავალდებულო არაა. იარლიყებზე მეტად გოგონები ფერთა შეხამებას და გემოვნებით ჩაცმას აქცევენ ყურადღებას. კიდევ კარგ სუნს.


    image

  • დაინტერესდით მისით. შეეცადეთ კარგად გაიცნოთ, დაუსვით შეკითხვები, ოღონდაც მაინცდამაინც რა უბნელია, სად მუშაობს, რამდენი აქვს ხელფასი, ვისთან ცხოვრობს, ჰყავს თუ არა ბოიფრენდი და რას ფიქრობს თავისუფალ სექსზე - არ გინდათ. დაინტერესდით მისი აზრებით, შეხედულებებით, ჰკითხეთ რისი კეთება უხარია, რომელია მისი საყვარელი კერძი, რაზე ოცნებობს, რა უყვარს, რა ახარებს, - მოძებნეთ საერთო მასთან. ასეთ საუბრებში ის მისი ცხოვრების შესახებაც მოგიყვებათ აუცილებლად და თუ მისი გული დაკავებულია, ისედაც გაგრძნობინებთ, პირდაპირი შეკითხვები საჭირო არაა.

  • ნუ მიაშტერდების სხეულის გარკვეულ ნაწილებზე, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს. თუკი თქვენ სექსუალურ ნართაულებს გადაუკრავთ და გასაყიდი პროდუქტივით შეათვალიერებთ, ყოველგვარ შანსს დაკარგავთ. მათ არ მოსწონთ, როცა მზერით აშიშვლებთ, არ მოსწონთ, როცა მხოლოდ სექსუალური ლტოლვის ობიექტად გრძნობენ თავს. აქვე ერთი ქართული ხასიათს შენიშვნაც - ქალი, როდესაც მასთან, კომპლექსების მოსახსნელად, საუბარს იწყებთ იმაზე, თუ როგორი ბნელი საზოგადოება გვყავს, ქალს რომ თავისუფალი სექსის გამო კიცხავენ, პირიქით კომპლექსდება.

  • ეკონტაქტეთ თვალებით. ეცადეთ ყოველთვის თვალებში უყუროთ, ეს მათ აჰიპნოზებს. ამბობენ, რომ თუ დიდხანს უყურებთ თვალებში ქალს, შესაძლებელია მხოლოდ ამის გამო შეუყვარდეთ.

  • იზრუნეთ მასზე. ეს, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს ძვირადღირებული საჩუქრების ყიდვას და იმას, რომ მთელი მისი სადაქალო რესტორნიდან რესტორანში "აგულავოთ". გარშემომყოფები რომ თქვენით მოხიბლულები არიან, მას შეიძლება უხაროდეს, მაგრამ როცა მის მოხიბვლას მოახერხებთ, მთელი სამყაროს წინააღმდეგ წავა თქვენ გამო. ასე რომ, ეს საყოველთაოდ გავრცელებული ფრაზა "შენ ტვინს გირევს ვიღაცა", საკუთარი შეცდომების გადასაფარად მოგონილი მითია.


    image

  • ნუ დაელაპარაკებით მათ სხვა ქალებზე. ქალის თქვენეული იდეალები თქვენთვის შეინახეთ. არც ერთ ქალს არ სიამოვნებს სხვა ქალის ღირსებებზე საუბარი, თუნდაც ამას არ იმჩნევდეს. თქვენ წარმოიდგინეთ და არც სხვა ქალების კრიტიკის მოსმენა არ სიამოვნებს, შესაძლოა საუბარში აგყვეთ, მაგრამ ჩათვლის, რომ სხვა ქალთან მასზეც ასე ისაუბრებთ და თავს აგარიდებთ. მითუმეტეს ნუ მოჰყვებით აქეთ-იქეთ თვალების ცეცებას, როცა მასთან ერთად ხართ. ზედმეტი ყურადღება მისი მეგობრის მიმართაც რომ გამოიჩინოთ, თუნდაც უბრალოდ კარგი შთაბეჭდილების მოსახდენად, არ გაპატიებთ. იგი უნდა გრძნობდეს, რომ მთავარი თვითონ არის.


  • და ბოლოს ყველაზე მთავარი – აგრძნობინეთ, რომ განსაკუთრებულია. დაივიწყეთ ფრაზა - ყველა ქალი ერთნაირია, რა ხართ ეს ქალები და ა.შ. მათთვის ისიც კი ტრაგედიაა, თუ წვეულებაზე მისნაირი კაბით მოვიდა სხვა ქალი. არ არსებობს ორი ერთნაირი ქალი და ეცადეთ, ზუსტად იმაზე გაუმახვილოთ ყურადღება, რაც მას სხვა ქალებისგან განასხვავებს. ქალებს საკუთარი თავი უყვარდებათ მამაკაცის გვერდით და თუკი ამ განმასხვავებელი დეტალების შემჩნევას მოახერხებთ, მისი გული თქვენი გახდება.



    სტატიის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

    ასევე დაგაინტერესებთ:

    "დედიკოს ბიჭები" უკეთესი ქმრები დგებიან - 9 მიზეზი, თუ რატომ სჯობს ის "ცუდ ბიჭს"

    ფსიქოლოგებმა მამაკაცისთვის თავის შეყვარების 7 ხერხს მიაგნეს

    როდის იღებს კაცი ცოლის მოყვანის გადაწყვეტილებას - ზოდიაქოს ნიშნის მამაკაცები

    7 რამ, რაც მამაკაცს უყვარდება ქალში

    7 რამ, რაც ქალს გაცილებით მიმზიდველს ხდის, ვიდრე ნებისმიერი მაკიაჟი

    15 ნაკლი, რომელიც იდეალურ ქალს უნდა ჰქონდეს

1
4356
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
4356
  
2019, 14 ივლისი, 23:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1