x
მეტი
  • 20.08.2019
  • სტატია:93678
  • ვიდეო:342165
  • სურათი:455881
რა არის გამოსახული სინამდვილეში ცნობილი მხატვრების ტილოებზე

image

ხელოვნების სამყარო ბევრს აბნევს. თითოეული ტილო ხომ მხატვრის ჩანაფიქრს, მის იდეას გადმოსცემს. ალბათ თქვენც გაინტერესებთ, თუ რა იმალება იმ ცნობილი ტილოების მიღმა, რომლებიც მილიონობით დოლარი ღირს და მუზეუმებში კი რიგები დგას მათ სანახავად.


“ლაქტულოზა", დემიენ ჰორსტი, 2017წ.

imageყველაზე მდიდარი მხატვარი ბრიტანელი დემიენ ჰორსტია. უკვე 25 წელია ის ექპერიმენტებს ატარებს ფერადი წრეებით. ეს მისი საფირმო ხელწერაა. საქმე ისაა, რომ ეს უბრალო წრეები კი არა, ჰომეოპათიური აბებია. მხატვარი თანამედროვე სამყაროში ჯანმრთელობაზე ზრუნვის იდეითაა შეპყრობილი. წრეების ფერები ფსიქოაქტიური ნივთიერებების ფორმულებში გამოყენებული ასოების ფერებს შეესაბამება.


“ორი ფრიდა"-ფრიდა კალო, 1939 წელი

imageეს ტილო ცნობილი მექსიკელი მხატვრის ერთგვარი ავტობიოგრაფიაა. ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, ეს ტილო ფრიდას მტკივნეულ დაშორებას ასახავს ქმართან. ტილოზე ორი ფრიდაა გამოსახული. მარჯვნივ ის, რომელიც მის მეუღლეს, ასევე ცნობილ მხატვარ-მონუმენტალისტ დიეგო რივერას უყვარდა, მარცხნივ კი ის ფრიდაა, რომელსაც უღალატეს.


“გასეირნება"-მარკ შაგალი, 1917-1918 წწ.

imageეს ტილო შაგალის ერთერთი ცნობილი ნამუშევარია. მისი ტილოებიც ავტობიოგრაფიულია, ამდენად, ტილოზე არა უბრალოდ ქალი და კაცი, არამედ მხატვარი და მისი მეუღლე არიან გამოსახულნი. კაცი მიწაზე დგას, ქალი კი ჰაერშია, მაგრამ მაინც ერთად არიან და მიზიდულობის კანონს არღვევენ.


“ქალი და მამაკაცი ექსკრემენტების გროვასთან"-ჟოან მირო, 1935 წ.

imageეს ტილო ერთერთია იმ 12 ნამუშევრიდან, რომელიც ესპანეთის არეულობისას შეიქმნა. ერთი შეხედვით გაუგებარია ამ მამლისმაგვარი არსებების ცეკვა. თვალში რაც გვხვდება-ეს კონტრასტული ფერებია შავ ფონზე.

სინამდვილეში კი მხატვარმა ამგვარად გადმოსცა სამოქალაქო ომის საშინელება. ექსკრემენტების გროვა ღია-ოქროსფერში-ეს ფაშისტური ამბიციებია, მუქი ნარინჯისფერი-ომის მსხვერპლნი, წითელი ხელები კი-სისხლი.


“საიდან მოვედით?ვინ ვართ? საით მივდივართ?"-პოლ გოგენი, 1897-1898 წწ.

imageამ ტილოზე მუშაობა გოგენმა 1897 წელს დაიწყო. მისი თავისებურება ისაა, რომ მარჯვნიდან მარცხნივ უნდა “წაიკითხოთ".ტილოზე ფიგურების 3 ძირითადი ჯგუფია. ახალგაზრდა გოგონები მძინარე ბავშვით-სიცოცხლის დასაწყისია. მეორე ჯგუფი სულის განვითარების უმაღლეს სტადიას გამოსახავს. ხოლო მოხუცი ქალი ბოლო ჯგუფში-სიკვდილის, განწირულობის სიმბოლოა.


“კემპბელის სუპის ქილები"-ენდი უორჰოლი.1962წ.

imageენდი უორჰოლი ცნობილი ამერიკელი მხატვარი, პოპ-არტის წარმომადგენელია. 1949 წელს მან ბაკალავრის ხარისხი მიიღო და შთაგონების წყაროს ეძებდა. ის ბევრ ექსპერიმენტს ატარებდა, სანამ მიურიელ ლატოუს ცნობილი გალერეის მფლობელისგან ფასიანი რჩევა არ მიიღო:“დახატე ის, რასაც ყოველდღე ხედავ და რასაც ყველა სცნობს. რაღაც, კემპბელის სუპის ქილების მსგავსი." ასე დაიწყო ამ ცნობილი ტილოს ისტორია.


“ბირკენაუ"-გერჰარდ რიხტერი-2014 წ.

imageაბსტრაქტული სერია “ბირკენაუ" თანამედროვე მხატვრის შემოქმედებიდანაა, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკების ტყვეებს ეძღვნება. მხატვარზე ზონდერ ჯგუფის მიერ გადაღებულმა ფოტოებმა იმოქმედა, სადაც აღბეჭდილია, თუ როგორ ამზადებენ გვამებს დასაწვავად.


“ნარინჯისფერი, წითელი, ყვითელი"-მარკ როტკო-1961წ.

image2012 წელს ეს ტილო 86 მლნ. დოლარად გაიყიდა. ზოგადად, როტკოს აბსტრაქციებში დაფარული აზრი და იდეა არ უნდა ეძებოთ. აქ მთავარი სხვა რამეა:უნდა კონცენტრირდეთ იმ გრძობებზე, რომელთაც ეს ტილოები მნახველში იწვევენ.


“ქალის სამი ასაკი"-გუსტავ კლიმტი, 1905წ.

imageამ ტილოზე ბავშვიანი ახალგაზრდა ქალი და ხანშიშესული ქალია გამოსახული, რომელიც სასოწარკვეთილი იფარავს სახე. და რაც უფრო დიდხანს ვაკვირდებით ტილოს, მით უფრო ვრწმუნდებით, რომ მასზე ოჯახის სამი თაობა კი არა, ერთი და იგივე ქალია სხვადასხვა ასაკში-ცხოვრების ციკლის სიმბოლო.


“კაფის ტერასა ღამით"–ვინსენტ ვან გოგი, 1888წ.

imageერთი შეხედვით, ამ ტილოზე არაფერია უჩვეულო. მკვლევარმა ჯარედ ბაქსტერმა, რომელიც მხატვრის შემოქმედებას სწავლობს, გამოთქვა აზრი, რომ მასზე საიდუმლო სერობის სიუჟეტია ასახული.

თუ ყურადღებით დააკვირდებით ტილოს, დაინახავთ, რომ ცენტრში თეთრტუნიკიანი ოფიციანტია, მის გარშემო კი 12 სტუმარი. ოფიციანტის უკან კი ფანჯარაა, რომლის ჩარჩოებიც ჯვარს ქმნიან.



0
194
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
194
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0