x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"გიორგი გაბუნიას ეთერი იყო სამარცხვინო, ვულგარული, გულისამრევი და.... " - ნახეთ, როგორ ეხმაურება გაბუნიას მონოლოგს ნინო ჯანგირაშვილი

image


ჟურნალისტი და ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი გუშინდელ "P.S" -ს, კერძოდ კი გიორგი გაბუნიას მიერ, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის რუსულ ენაზე უცენზურო მოხსენიებას ეხმაურება და ჟურნალისტის საქციელს უსასუხისმგებლოდ და სამარცხვინოდ აფასებს, თუმცა ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებას კიდევ უფრო ამაზრენსა და აღმაშფოთებელს უწოდებს: "გიორგი გაბუნიას ეთერი იყო სამარცხვინო, ვულგარული, გულისამრევი, უპასუხისმგებლო მაყურებლის და საკუთარი არხის მიმართ, რომელიც დიდი ხანია ბეწვის ხიდზე გადის. მაგრამ რეაქცია მის ეთერზე არის მხოლოდ და მხოლოდ არხის საქმე. მაქსიმუმ ჟურნალისტური ეთიკის დამცველი ორგანიზაციების საქმე. შეფასება, რა თქმა უნდა ნებისმიერი მაყურებლის საქმე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში იმ "კოლეგების" საქმე, რომლებსაც არც ეთიკასთან გაუვლიათ ახლოს, არც ჟურნალისტიკასთან. სამარცხვინოა სახელისუფლო პერსონების ისტერიკა, რომლებმაც იპოვნეს დრო პუტინს სიყვარულში გამოუტყდნენ და კიდევ ერთხელ შეუტიონ რუსთავი2–ს. თუ თქვენი სახელმწიფოს ყოფნა–არყოფნა გაბუნიას ეთერებზეა დამოკიდებული, თქვენ ვინ ჩემი ფეხები ხართ საერთოდ. სამარცხვინოა ქოცების თავყრილობა ამ წუთებში რუსთავი2–თან, რომლებმაც 20 ივნისის შემდეგ საერთოდ ხმის ამოღების მორალური უფლება დაკარგეს ამ ქვეყნის ბედზე, რადგან სილაში თავჩარგულები არიან ოკუპანტის მიერ საქართველოს შეურაცხყოფის და საკუთარი ხელისუფლების მიერ მოქალაქეების დასისხლიანების მიუხედავად. შეწყვიტეთ ეს მასკარადი. გაბუნიას იდიოტობა ვერ გადამაფიქრებინებს რუსთავი ორის დაცვას ვერც მე და ვერც ათასობით სხვა ადამიანს. ნუ გგონიათ რომ მომენტი იპოვნეთ თორემ მიიღებთ საკადრის პასუხს", - წერს ჟურნალისტი საკუთარ ფეისბუქგვერდზე.




0
323
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
323