x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134329
  • ვიდეო:352456
  • სურათი:508412
ნათია ფანჯიკიძე გიორგი გაბუნიაზე - "საინტერესოა, ვინ დაავალა და რატომ შეასრულა ეს ძალიან ბანძი სცენა"
image
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გუშინდელ მონოლოგს ეხმაურება.


ფანჯიკიძის თქმით, მას გაბუნია ასეთი დაბალი კულტურის ადამიანი არ გონია და საინტერესოა, ვინ დაავალა და რატომ შეასრულა ეს ძალიან ბანძი სცენა.


"მტრობას მეგობრობაზე მაღალი ღირსება სჭირდება, რადგან მეგობრობა თავისი არსით შეცდომებიან-წყენებიანად ადამიანური ღირსებაა. მტრობაში, ცხოველურ ინსტინქტში კი ღირსება ასე თავისთავადად არ არსებობს, თუ ღირებულებითი მხარე არ შესძინე. ჩვენ ეს ღირსება ბუნებრივად გვაქვს რუსებთან ჩვენი აბსოლუტური სიმართლის გამო. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ერთ მუჭა, საუკუნეების მანძილზე ჩვენივე სისხლით განოყიერებულ, საწყალ მიწას, ჩვენს პატარა სახლს. მტერი კი უშველებელი, ცხრათავიანი გველეშაპია, რომელსაც ამდენი ხანია ვუძალიანდებით. გაბუნიას გინება მეეჭვება პუტინისთვის რამეს ნიშნავდეს, მაგრამ ჩემი აზრით, ბევრს ნიშნავს ქართველებისთვის, რადგან გვძარცვავს მტრობაში ღირსების გრძნობისგან, ესთეტიკისგან, რაც ასე მნიშვნელოვანია ყველა ნამდვილი ქართველისთვის, აუბრალოებს ჩვენი გმირების განსაკუთრებული შინაგანი ძალის დემონსტრირების მაგალითებს. ასეთი ჭყვიტინა, მდარე გამოხტომებით არაფერი გამოიხატება, გარდა იმისა, რომ უღირსები ვხდებით, უმწეო, სულელი, უაზროდ ენაფხანია ხალხი, როგორიც ჩვენ სინამდვილეში არ ვართ. გაბისკირიას "არასდროს ცხოვრებაში", ანწუხელიძის, 19 წლის ბიჭის უტეხი სიმტკიცე, - ესაა ერის ხასიათის უმაღლესი გამოვლინება და თვითშეფასების ეტალონი და არა "სენმოკუკიპუკიტყტყ".


კომედიის მეორე სცენა ცხადია მთავრობას ეკუთვნის, - გავრილოვის მასპინძლობაში კუდებნაღრძობი მთავრობის წევრების ამდენი შარვლებიდან ამოხტომა კიდევ უფრო ამწვავებს სიტუაციის სიმდარეს. მგონი ყველა ერთად, სულ რომ გავჩუმდეთ, ვითომ არც გაგვიგია, აჯობებს, ასეც და ისეც სამარცხვინოა სიტუაცია.



პ.ს. რატომღაც გაბუნია ასეთი დაბალი კულტურის ადამიანი არ მგონია. საინტერესოა, ვინ დაავალა და რატომ შეასრულა ეს ძალიან ბანძი სცენა."- წერს ფანჯიკიძე.


ცნობისთვის, გუშინ ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ "პოსკრიპტუმი" რუსულ ენაზე დაიწყო და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს აგინა.

მან რუსეთის პრეზიდენტი უშვერი სიტყვებით მოიხსენია და დედამისთან და მამამისთან ერთად ჯოჯოხეთში დაწვა უსურვა.



ასევე დაგაინტერესებთ:

ნანუკა ჟორჟოლიანის მიმართვა რუს ჟურნალისტებს - "მივმართავ რუს ჟურნალისტებს"

ნოდარ მელაძე ბოდიშს იხდის - "გიორგი გაბუნია გადასცდა ჟურნალისტიკის სტანდარტს!"

0
4098
3-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
4098
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0