x
თუ უფრო თამამად დავუპირისპირდებით ქაჯობას და მტრობას, ჩვენი ქვეყანა უფრო სწრაფად წავა წინ - სიმშვიდისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროპისკენ და ნატოსკენ“ –პოლიტიკოსები გაბუნიას განაცხადს აპროტესტებენ
გიორგი გაბუნიას მიერ P.S.-ში გაკეთებულმა განაცხადმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მისამართით, საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. განაცხადს გამოეხმაურნენ ცნობილი პოლიტიკოსებიც, რომელთა უმრავლესობამ დაგმო გაბუნიას მონოლოგი და მას არაცივილიზებული, ქაჯური და მტრული უწოდეს.

აი რას წერენ ისინი სოციალურ ქსელებში:

image

“რუსულ იმპერიალიზმთან და ოკუპაციასთან ბრძოლისას ჩვენი მედია ისტერიულ რუსულ მედიას არ უნდა დაემსგავსოს!
ჩვენ მხარეზეა სიმართლე და სიმართლის გადმოცემა საჭიროა ცივილიზებული ფორმით!
ეპატაჟი და ისტერიულობა ჩვენს საქმეს მხოლოდ დააზარალებს“. _აცხადებს მიხეილ სააკაშვილი


image

“იმაში, რაც დღეს ნაცმოძრაობამ და მისმა ტელევიზიამ გააკეთეს, სინამდვილეში, ახალი არაფერია. ეს იყო უბრალოდ კულმინაცია, კულმინაცია იმ ყველაფრის, რასაც ავანტურისტების ეს "შპანა" მთელი ამ წლების განმავლობაში აკეთებდა. ამ ყველაფერს ორი სახელი შეიძლება დავარქვათ - ა) ქაჯობა, ბ) საკუთარი ქვეყნის მტრობა. სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრისთვის პასუხის გაცემა მთელი ეს წლები რაღაცნაირად გვეთაკილებოდა. თუ უფრო თამამად დავუპირისპირდებით ქაჯობას და მტრობას, ჩვენი ქვეყანა უფრო სწრაფად წავა წინ - სიმშვიდისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროპისკენ და ნატოსკენ“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

image

კახი კალაძის თქმით კი “ნაციონალური მოძრაობა”რუსთავი2”-ს რომ პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებს ახალი არავისთვის არ არის.

არც იმის ჯერა ვინმეს, რომ “რუსთავი2”-ის ეთერში დადგმული პროვოკაცია, უბრალოდ ერთი ჟურნალისტის გაუაზრებელი და უცენზურო გამოხტომა იყო და არა კარგად გამიზნული პროვოკაციული ქმედება.

ამ ფონზე, ძალიან უსუსურად გამოიყურება”ნაციონალური მოძრაობის”უსუსური მცდელობა, საზოგადოების სრულიად ჯანსაღი რეაქცია მათ პროვოკაციაზე, ხელისუფლების მხრიდან მედიაზე ზეწოლად შეფუთოს.

ეს არის სრული უტიფრობა და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, ამ პროვოკაციის რეალურ მიზნებს“.

image

“ჩვენს ქვეყანას ურთულესი გამოწვევების წინაშე მდგომს, 20 % ოკუპირებულს და კვლავ ავადმომზირალი ჩრდილოელი მეზობლის წინაშე მყოფს - ჭირდება გაფრთხილება არა ფსევდოპატრიოტული ლოზუნგებით, არამედ ყოველი ქმედების შედეგის გააზრებით!
რასაკვირველია ყველა დასაშვებ ეთიკურ ზღვარს გადაცდა გაბუნიას გადაცემა. ეს ცუდია! არ შეიძლება! სახიფათოა და დასაგმობია”! -წერს ეკატერინე ბესელია საკუთარ fecbook გვერდზე.

image

“ ის, რაც დღეს ქართულმა საზოგადოებამ იხილა რუსთავი 2-ის ეთერში, არის კატეგორიულად მიუღებელი. ამ მიმართვას ერთმნიშვნელოვნად ვაფასებ, როგორც პროვოკაციას, როგორც უდიდესი საფრთხის შემცველ გზავნილს, მიმართულს საქართველოს მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ“. აცხადებს მამუკა ბახტაძე.


0
233
3-ს მოსწონს
ავტორი:თამთა არჩვაძე
თამთა არჩვაძე
233
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0