x
image
ნათია ჩხაიძე
"თბილისი პრაიდის" " ღირსების მარშის" ხელახალ დაანონსებას საპატრიარქო გამოეხმაურა და მთლიანი პასუხისმგებლობა აქციის ორგანიზატორებს დააკისრა

image
"თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებმა 20 ივნისს გადადებული "ღირსების მარში" ხელახლა დააანონსეს, რასაც საქართველოს საპატრიარქო გამოეხმაურა.

"თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების მიერ სოციალურ ქსელში ე.წ. “ღირსების მარშის“ ჩატარების ხელახლა დაანონსებას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. სოდომური ცხოვრების წესის მქონე ადამიანები მუდამ იყვნენ და მათი არსებობა ჩვენს საზოგადოებაში არასდროს იწვევდა მწვავე დაპირისპირებას, მაგრამ ამ გარყვნილების ნებისმიერი სახით პროპაგანდა ყოველთვის იყო მიუღებელი. ამიტომაც, როდესაც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაში აქტიურად მონაწილეობდნენ ე.წ. „პრაიდის“ ორგანიზატორები და LGBT წარმომადგენლები, ამას რაიმე სახის ექსცესი არ გამოუწვევია; ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მათ, როგორც ყველას, არ ეზღუდებათ თავიანთი უფლებების რეალიზება; მაგრამ, როდესაც აღნიშნული ჯგუფები უგულებელყოფენ ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას და ეწევიან თავიანთი “ფასეულობების” პოპულარიზაციას, ეს ბუნებრივად იწვევს დიდ გაღიზიანებას და სამოქალაქო დაძაბულობის შექმნის მიზანმიმართულ მცდელობად აღიქმება" - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს საპატრიარქო მიიჩნევს, რომ განვითარებულ მოვლენებზე მთელი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ე.წ. პრაიდის ორგანიზატორებს და მხარდამჭერებს.

0
47
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0