x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134058
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
Ferrari F40-ის იუბილე Silverstone-ზე

imageimageimage

image




დაუჯერებელია, რომ სუპერქარი Ferrari F40 25 წლის გახდა... ამ ღონისძიების აღსანიშნავად დიდ ბრიტანეთში გზა Silverstone-ზე შეგროვდა რეკორდული რაოდენობა F40–ისა. 2007 წელს F40–ის 20 წლისთავთან დაკავშირებით მსოფლიოდან შეიკრიბნენ ამ ავტომობილის მფლობელები ბრიტანეთში, მონაწილეობის მისაღებად Silverstone Classic–ში, ამ დროს გზაზე იმყოფებოდა 40 – F40, მაგრამ წელს Ferrari–ის კლუბის მფლობელებმა ბრიტანეთში, მოხსნეს რეკორდი და შეაგროვეს 60 – F40.


პირველად F40 1987 წელს Ferrari–ის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოვიდა, ეს იყო ბოლო მანქანა ცენტრში განლაგებული ძრავით, კომპანია Ferrari–ის დამფუძნებლის Enzo Ferrari–ის დაკვეთით, რომელიც ამტკიცებდა მისი პიროვნების პროფესიონალიზმს. მანქანას ჰქონდა უფრო სპორტული სახე ვიდრე მის წინამორბედებს, რომელიც, როგორც ფიქრობდნენ გამოუსადეგარი იყო საერთო სარგებლობისთვის. მას აქვს 2, 9 ლიტრიანი Twin-Turbo V8, 471 ცხენისძალიანი ძრავი.


წონა F40–ის არის 1100 კგ და მისმა მაღალმა სიმძლავრემ მანქანას მისცა მართვის დიდი პოტენციალი. საგზაო ტესტებმა აჩვენა აჩქარება 100 კმ/სთ 3, 8 წამში (3, 2 სპორტულ მოდელებში), რითაც მან აჯობა Porsche 959–ს, რომელიც იყო მისი უმთავრესი კონკურენტი. ეს იყო პირველი საერთო სარგებლობის მანქანა, რომელმაც გადააჭრბა 320 კმ/სთ–იან ნიშნულს და ორი ათეული წლის განმავლობაში ის ითვლებოდა ყველა დროის საუკეკეთესო სუპერქარად.


Ferrari F40 იწარმოებოდა მხოლოდ 2 წელი, რა დროშიც გაყიდული
იქნა 1315 ავტომობილი, რომელთა უდიდესი ნაწილი დღესაც ფუნქციონირებს.
















1
105
6-ს მოსწონს
ავტორი:ნიკუშა
ნიკუშა
105
  
2012, 25 ივლისი, 19:50
+1
0 1 1