x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
დავით კიკალიშვილი: „ვწუხვარ, რომ PS სტუდიიდან ასეთი უმსგავსობის მოსმენა მოგიწიათ!“
image


რუსთავი2-ის საკვირაო გადაცემა პოსტსკრიპტუმის ყოფილი ავტორი და წამყვანი დავით კიკალიშვილი, რომელმაც ტელეკომპანია და საქართველო რამდენიმე წლის წინ დატოვა, გიორგი გაბუნიას დღევანდელ ეთერს ეხმაურება და მაყურებელს ბოდიშს უხდის. კიკალიშვილი წუხს, რომ ამ გადაცემიდან უმსგავსობის მოსმენა მოგვიწია.


„ვგონებ ჩემი მეგობრებისა და ხელმომწერების წინაშე მე უნდა მოვიხადო ბოდიში. ვწუხვარ, რომ მოგიწიათ PS სტუდიიდან ასეთი უმსგავსობის მოსმენა!“ - წერს დავით კიკალიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.




შეგახსენებთ, მომხდარს გამოეხმაურა არხის დირექტორი ნიკა გვარამიაც, რომელმაც ამ ჟესტის გამო ბოდიში მოიხადა და საგანგებო განცხადებაც გააკეთა. მას შაკიკის გამო დღევანდელი გადაცემა გაუქმებული ჰქონდა, თუმცა გაბუნიას განცხადების შემდეგ ტელევიზიაში მივიდა, საგანგებო ეთერი მოაწყო და მოდიში მოიხადა არხის სახელით.




0
1550
1-ს არ მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
1550
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0