x
image
მაია 24
"დედიკოს ბიჭები" უკეთესი ქმრები დგებიან - 9 მიზეზი, თუ რატომ სჯობს ის "ცუდ ბიჭს"
image

როდესაც შენი ცხოვრების კაცს ეძებ, პირველ რიგში, ისეთ კაცს ეძებ, ვისაც შენი ფასი ეცოდინება, იზრუნებს შენზე, პატივს გცემს და ეყვარები. არაფერი ისე კარგად არ ხსნის მამაკაცის პიროვნებას, როგორც მისი ურთიერთობა დედასთან. ბანალური ფსიქოლოგიური ფაქტია: კაცი რომელიც აფასებს დედას, აფასებს ზოგადად ქალს!

გოგონებს მოგვწონს "ცუდი ბიჭები", რომლებიც ვნების ცეცხლს გაგვიჩაღებენ და ველურ თავგადასავლებში ჩაგვითრევენ, მაგრამ როცა საქმე სერიოზულ ურთიერთობებს ეხება, ასეთ კაცებთან კარგად იშვიათად გრძნობენ თავს ქალები.

ფსიქოლოგები გვირჩევენ, სანამ საყვარელ მამაკაცთან ქორწინებაზე ფიქრს დავიწყებდეთ, კარგად დავაკვირდეთ როგორი ურთიერთობა აქვს დედასთან. მათ, ვისაც დედასთან კარგი ურთიერთობა აქვთ, იციან როგორ გახადონ ქალი ბედნიერი.


"დედიკოს ბიჭები" უკეთესი ქმრები დგებიან

რა თქმა უნდა, "დედიკოს ბიჭში" არ ვგულისხმობთ იმ ბიჭებს ზრდასრულ ასაკშიც რომ ვერ წყდებიან დედის კალთას, არ გააჩნიათ საკუთარი აზრი და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი.

ვგულისხმობთ ზრდასრულ მამაკაცს, რომელსაც ძალიან უყვარს დედა, რომელიც პატივს სცემს დედას და თავის საუკეთესო მეგობრად მიიჩნევს მას. მამაკაცს როგორი წარმოდგენაც აქვს დედაზე, ისეთივე წარმოდგენა აქვს ზოგადად ქალებზეც.

image
კიდევ ფიქრობთ, თუ რატომ სჯობს დედიკოს ბიჭი მოძებნოთ? მეტი სიმტკიცისთვის 9 მიზეზს შემოგთავაზებთ:


  • მას არ ეშინია ემოციების გამოხატვის

ბიჭს, რომელიც ბავშვობიდანვე მიჩვეულია ქალთან ახლო ურთიერთობას და მისთვის გულის გადაშლას, არ გაუჭირდება თქვენთან საკუთარ გრძნობებზე საუბარი. ულტრა მამაკაცური კაცებისგან განსხვავებით, რომლებიც ფიქრობენ, რომ თავიანთი მგრძნობიარე მხარის გამოვლენით კაცური თავმოყვარეობა შეელახებათ, კაცები, რომლებსაც ახლო ურთიერთობა ჰქონდათ დედასთან, უკეთ ერკვევიან თავიანთ გრძნობებში და იციან როგორ გაუმკლავდნენ ამას. "დედიკოს ბიჭებმა" იციან, რომ ემოციები და გრძნობები ქალური ან კაცური კი არ არის, ადამიანურია. მათ იციან, რომ ჩვენ ადამიანები ვართ პირველ რიგში და მერე კაცები და ქალები. მათ იციან, რომ მგრძნობიარობა სისუსტის კი არა ადამიანურობის ნიშანია.

  • მან იცის, რომ ქალის უმთავრესი ღირსება სექსუალობა სულაც არ არის

ის არ უყურებს ქალებს, როგორც სექსუალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებელ არსებებს. მისთვის ქალი პირველ რიგში ადამიანია, პიროვნება, რომელიც აინტერესებს, რომელსაც პატივს სცემს და აფასებს მისი პიროვნული ღირსებების გამო.

image


  • მან იცის, რომ რაინდობა ხასიათის თვისებაა და არა მამაკაცის გარკვეული ჯიშის გადაშენებული სახეობა

მან იცის, რომ თქვენ დამოუკიდებლადაც მოახერხებთ კარის გაღებას, მძიმე ჩანთის წამოღებას, მაგრამ ისიც იცის, რომ ასეთი რამის გაკეთება მზრუნველობის გამოხატვაა. მას უნდა, რომ დაგიმტკიცოთ, როგორ პატივს გცემთ და უნდა, რომ მოგექცეთ ისე, როგორც ნამდვილ ქალბატონს შეეფერება. მან ბავშვობიდან იცის, რომ ქალები ასეთ წვრილმან რაინდულ საქციელსაც კი უყურადღებოდ არ ტოვებენ. მან იცის, რა უხარია ქალს და ამის გამო დედამისისთვის მადლობა გაქვთ სათქმელი.

  • ის აფასებს ქალის აზრებს და რჩევებს

თქვენი აზრი მისთვის ფასეული იქნება. "ცუდი ბიჭისგან" განსხვავებით, ვისთვისაც თქვენი აზრის გათვალისწინება "ქალის ჭკუაზე სიარული" იქნება და "ტეხავს", "დედიკოს ბიჭი" ბავშვობიდანვე აფასებს "ქალის ჭკუას", რომლის დამსახურებითაც არის ის, რაც ახლა არის. იგი ხშირად ეკითხებოდა დედას აზრს და იცის, თუ რა კარგი რჩევების მოცემა შეუძლია ქალს.

  • იგი არის უკეთესი მამა

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მშობელთან ახლოს არის, აცნობიერებს მშობლობის პასუხისმგებლობას და კარგი მშობლობის მნიშვნელობას გრძნობს. მან იცის მზრუნველობის ფასი და თავადაც მზრუნველი მამა დგება.

image


  • იგი თავის თანასწორად მოგიაზრებთ

იგი ქალებს აღიქვამს ძლიერ ადამიანებად და არ ფიქრობს, რომ მისი მორჩილი უნდა იყოთ. მას არ ეშინია ძლიერი, დამოუკიდებელი და ჭკვიანი ქალების, რადგან ბავშვობიდანვე გრძნობდა ასეთი ქალის ხელს. მან იცის, რომ ქალი მამაკაცის მსახურად არ დაბადებულა, რომ ურთიერთობა ორმხრივ კომპრომისს და ორმხრივ თანადგომას მოითხოვს.

  • ის კარგად გრძნობს თავს ქალებთან

ძლიერი ქალის გაზრდილი მამაკაცი უკეთესად იცნობს ქალებს. იგი ბავშვობიდანვე მიეჩვია მათთან სიახლოვეს, კარგად უგებს მათ, ესმის ქალების. იმ კაცებისგან განსხვავებით, რომლებიც ვერასოდეს პოულობენ საჭირო სიტყვებს, "დედიკოს ბიჭმა" ქალების ენა იცის და მასთან ურთიერთობა ძალიან კომფორტულია ნებისმიერი ქალისთვის.

image

  • მან იცის, რა რთულია იყო დედა და ცოლი

ის ხედავს, რამდენს აკეთებთ მისთვის და თქვენი შვილებისთვის. იცის, როგორ იღლებით და ცდილობს დაგეხმაროთ. მან იცის, რომ თქვენც გჭირდებათ განტვირთვა დასვენება, ესმის, რომ სამსახურში გასვლა გინდათ. იგი აფასებს თქვენს შრომას, თავს გასწირავს თქვენთვის, რითიც შეეძლება, ამოგიდგებათ მხარში და იამაყებს თქვენით.

  • "ცუდი ბიჭები" ხდებიან ცუდი კაცები, "დედიკოს ბიჭები" ხდებიან თქვენი კაცები

ცუდი ბიჭები შეიძლება კარგი საყვარლები იყვნენ, მაგრამ კარგი პარტნიორები იშვიათად დგებიან მათგან. ისინი არ აფასებენ თქვენს აზრებს, მათ არ იციან, რომ მზრუნველობა სიყვარულის უმთავრესი გამოხატულებაა. თუ მამაკაცი ახერხებს გაუგოს საკუთარ დედას და ჰქონდეს კარგი ურთიერთობა მასთან, ნიშნავს, რომ იგი უგებს ქალებს და ეხერხება ურთიერთობა ქალებთან. თუ კაცი არ "იჭრება" დედასთან ურთიერთობაში, არ "ჩაიჭრება" თქვენთან ურთიერთობაშიც, იმიტომ რომ "ცუდი ბიჭებისგან" განსხვავებით, მათ ზუსტად იციან, რა სჭირდებათ ქალებს!


ასევე დაგაინტერესებს:

ფსიქოლოგებმა მამაკაცისთვის თავის შეყვარების 7 ხერხს მიაგნეს

როდის იღებს კაცი ცოლის მოყვანის გადაწყვეტილებას - ზოდიაქოს ნიშნის მამაკაცები

7 რამ, რაც მამაკაცს უყვარდება ქალში

7 რამ, რაც ქალს გაცილებით მიმზიდველს ხდის, ვიდრე ნებისმიერი მაკიაჟი

15 ნაკლი, რომელიც იდეალურ ქალს უნდა ჰქონდეს


"მხოლოდ სუსტი მამაკაცის თვისებაა შეაყვაროს ქალს თავი და შემდეგ მიატოვოს იგი" - ისტორია სიყვარულზე, რომელიც დაგაფიქრებთ


პოსტის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

0
778
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
778
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0