x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ჩემი (ავტო-) გრაფიას გარეშე
სოლიანი

სოლიანი- ის მოდური ბუწიკია, რომელიც ქალაქ ფლორენციის პანცანის ქუჩის 11/ა- ში მდებარეობს, სადაც ჩაცმის მოყვარულები ნაირგვარი სტილის ტანსაცმელს თავად სტილისტი ქალბატონი სოლიანის ბურდიდან აირჩევს- თუკი მათი გემოვნება და ზომა მოდელიორის ფანტაზიას დაემთხვა.ამ პატარა და მოკრძალებულ ბუწიკში ჩემთვის ყველაზე საინტერესო ფაქტი ის იყო, რომ კედლის გასწვრივ არშიის მსგავსად თითქმის ყველა ენაზე ეწერა:- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება.ის იყო, რომ კრიტიკას ვამზადებდი კონსულტანტისა და ინდმეწარმის მისამართით, რომ ხელმარჯვნივ ცენტრში ორი ვარსკვლავის ხელმოწერა აღმოვაჩინე:- “მობრძანდით:)", რომლის საავტორო უფლებაც ქ-ნ ნინო სურგულაძეს ეკუთვნის და აქვე მკერავმა ისიც დასძინა, რომ მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ამ ლამაზმა ქალბატონმა მის ბუწიკში საშოპინგედ შეაბიჯა და ზამთრის ცივ დღეს ქართველმა საოპერო დივამ ჯინსის ტექსტილისაგან დამზადებული თუ არ ცდება კაბა შეისყიდა (სამწუხაროდ ის მოდელი მეტი აღარ აღმოაჩნდა, კადრში რომ დამეფიქსირებინა)

ნინო

და მეორე წარმატებული ვარსკვლავი კი ჯონ რაში გახლდათ საკუთარი ავტოგრაფით, რომელმაც (მის იტალიელ მეგობართან ერთად) საკუთარი ოჯახით შეიარა ამ ამბიციურ ფეშენის სახლში და კმაყოფილებმა სელფით დატოვეს ეგრედ წოდებული სამოსის კარი.


რაში

კაბის გასინჯვის შემდეგ მარკერი მოვითხოვე, მადლობის დასაწერად და აღმოჩნდა რომ სივრცე აღარ ეყო ჩემს სიტყვას და ამიტომ ქართულად გავუხმოვანე მოდელიორს სამადლობელი და შეძენილი მოდელით (რომელიც ნაკერებში ჩამიხსნა, რათა უხერხულად არ მეგრძნო თავი) ნახევრად კმაყოფილი დავემშვიდობე შემდეგისთვის, რომელმაც გაწითლებული თავაზიანობით მომიგო.

კაბა

დაინტერესების შემთხვევაში, როცა კი მოხვდებით იტალიის ქალაქ ფლორენციაში შეგიძლიათ, რომ მობრძანდეთ ამ განსაკუთრებულ ბუწიკშიც (როგორც ჯონმა აღნიშნა) და დავამატებ აქვე, რომ ნატურალური ხარისხის ტექსტილის მოდელებს ნახავთ.


ვილკომენ


შოპ

შოპინგ

ჯორჯიანა

7.07.2019

ფირენცე/იტალია

0
11
შეფასება არ არის
ავტორი:ეკატერინე რამიშვილი
ეკატერინე რამიშვილი
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0